ჩემთვის ასეთია თავისუფლების შეგრძნება:
ასე თითქოს მთელ ქვეყანას ხედავ, გრძნობ და შეიგრძნობ.ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, ყველაფერი გავიწყდება, სუნთქავ ღრმად და ყველა პრობლემა გავიწყდება.
მონატრების შეგრძნება:
ჰმმ,აი ზუსტადაც, ჩემი სურათი ზუსტად გამოხატავს ამ შეგრძნებას, თითქოს გრძნობ მას ღრმად შესუნთქვით,
სიმარტოვის განცდა:
სიმარტოვის განცდა:
ამ ბოლოდროს განსაკუთრებით ხშირად მიჩნდება ეს გრძნობა, სხვათაშორის ძალიან მსიამოვნებს კიდევაც, თუმცა რამდენ ხანს იქნება ეს სასიამოვნო არვიცი.
ამ ბოლო დროს ერთფეროვნებას ნამდვილად არ ვუჩივი, თუმცაღა როცა ეს გრძნობა შემომაწვება ვწვები ჩემს ლოგინზე, ვუყურებ ჭერს, არვიცი რას ვხედავ ჭერზე, რომელიც სულ თეთრია, მაგრამ ვგრძნობ რომ მამშვიდებს, ხანდახან აბლაბუდებსაც შევამჩნევ, რომლებიც ოდნავ ნიავზეც კი მგრძნობიარენი ხდებიან.
განტვირთვის შეგრძნება:
იცით როდის ვგძნობ თავს ყველაზე დასვენებულად, როდესაც მოვკალათდები ჩემი ოთახის აივანზე შემოვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და ხელები ჭიქის სახელურში მაქვს გაყრილი, რომელშიც თითქმის ყოველთვის ჩაია და ძალიან იშვიათად ყავა. საოცარი შეგრძნებაა.
სიმშვიდის შეგრძნება:
ამ ბოლო დროს თითქმის სულ ასე ვარ, ჩემს ლოგინში მოკალათებული სიამოვნებით ვსვამ ჩაის, ვკითხულობ წიგნს და რაც მთავარია სახლში სამარისებული სიჩუმე სუფევს, ბოლო ერთი კვირაა დიდ ფუფუნებაში ვარ მოკლედ.
სიკვდილის შეგრძება:
ასე ვხედავ და ასე შევიგრძნობ ჩემს სიკვდილს,






