Showing posts with label გოგრა. Show all posts
Showing posts with label გოგრა. Show all posts

Oct 22, 2011

შემოდგომა, სიცივე და...

ძალიან მიყვარს შემოდგომის თბილი ამინდები და თავად შემოდგომაც.თუმცა ქალაქში შემოდგომას ნამდვილ გემოს ვერ გაუგებს ადამიანი. აქ ერთ დღეს მწვანეა ყველაფერი, მეორე დღეს კი გადაყვითლებული გვხვდება, სოფელში კი სულ სხვაგავარად არის. ნელა იპარება შემოდგომა, ნელ -ნელა გადის გარდამავალ პერიოდსაც, მწვანედან წითელში შემდეგ კი ყვითელ ფერში. სუსხიც ნელ-ნელა იცვლება.

მაგრამ ძალიან მაშინებს შემოდგომის წასვლა, მაშინებს, რადგან არ მიყვარს გადამხმარი, გადატიტვლებული არემარე,გარეთ სიცოცხლე ჩამკვდარია, ეზოშიც იშვიათად შეამჩნევთ ალბათ ჟრიამულის მქონე ბავშვებს.

ძალიან მინდა ერთი-ორი დღით სოფელში წასვლა, იმ დიდ ვერანდაზე ვიჯდე, თბილი ტანსაცმლით შემოსილი, ხელში ცხელი ჩაის ჭიქა მეჭიროს, რომელსაც ორივე ხელს შემოვახვევ. შემოდოგმის ცივი, მსუსხავი ქარი, რომელიც სასიამოვნოდ ზუზუნებს, არხევდეს იმ დიდ 4 ალვის ხეს, რომელიც სახლის უკან არის. სასიამოვნო შრიალი აქვთ,ჯერ კენწეროდან იწყება ფოთლების რხევა, ნელ ნელა კი ნიავი ხის სხვა ნაწილებსაც სწვდება. მისი თითოეული შერხევა ტანში სიცივის სასიამოვნო შეჟრჟოლებას იწვევს.

ძალიან მიყვარს ასეთ დროს ძველი სასიამოვნო ამბების გახსენება.ამ დროს თითქოს ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად სასიამოვნო გეჩვენება, შინაგანადაც სულ სხვა სითბოს გრძნობ.

ძალიან მენატრება ეს შეგრძნებები, ეს სიცივეც და ის გემრიელად შებრაწული გოგრაც, რომელიც ამ დროს ძირითადად გუზგუზა ფეჩშია შესაწვავად შეგდებული. მინდა იქ <3 სულ ცოტახნით, სულ რამდენიმე საათით.