გუშინ საღამოს დავბრუნდი მაგრანეთიდან.პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული დამწყდა იქაურობის დატოვებისას. როგორც კი თბილისში შემოვედი უკვე აშკარად იგრძნობოდა ოფლის ასორტით გაჟღენთილი ჰაერი.
წინა შაბათს, ბალაგნობა: მე ნინო თაკო და მისი ორი ბავშვი მოვემზადეთ მაგრანეთში წასასვლელად. თავიდან ყველაფერი საშინლად დაიწყო. ნინო დეზერტირების ბაზართან პატრულმა გააჩერა, არანაირი წესის დარღვევის გამო ედავებოდა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და არანაირი ჯარიმა არ დაწერა.
იმდენი ბარგი ბარხანა გვქონდა, თითქოს ერთი წლით მივდიოდით.
ცხვარიჭამიას როგორც კი მივუახლოვდით საშინელი წვიმა წამოვიდა, ჩვენ უკვე ჩვენს ფიქრებში ვიყავით, ვაი თუ მთელი კვირა ასეთი ამინდები იყო, მერედა ჩენი ზაგარი და ა.შ ბოლოს როგორც იქნა სოფელსაც მივუახლოვდით.
პირველ დღეს ისე ციოდა, რომ ყველანი ჩაფუთნულები ვიყავით. 1 კვირისთვის გათვალისწინებულ ღვინოს პირველივე დღეს მოვუღეთ ბოლო. სიტყვიერად ვერ აღგიწერთ თუ რა სიგემრიელეა, როდესაც გაგანია ზაფხულში გაფარია ღამით საბანი და ძალიან გრილად გძინავს.
პირველივე დღესვე გადავინაწილეთ როლები, თუ ვის რა დაგვევალებოდა. თაკო სამზარეულოში იტრიალებდა, მე ოთახებს დავალაგებდი, ნინო ჩემი დამხმარე იქნებოდა, დიდი გიორგი ცეცხლს დაგვინთებდა, პატარა გიოს კი ხმა არ უნდა ამოეღო. უნდა ვაღიარო რომ ჩემს მოვალეობას ძალიან ცუდად ვასრულებდი, ძალიან მეზარებოდა ხელის განძრევა. არ მეზარებოდა კიტრის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, რომელსაც ყოველ დილით მივმართავდი.
არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან მიყვარს იქაური კიტრი, წყლიანია და სასიამოვნო სუნი აქვს თან ძირითადად ქორფებს ვჭამთ, ხოდა მეც გადავიდოდი ბაღში მოვკრეფავდი 6-7ცალ კიტრს, და დაზაგვრისას სიამოვნებით მივირთმევდი.
მეორე დილით მშვენიერი მზიანი ამინდი იყო, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გრილოდა. მანქანას ტრადიციულად პრობლემა შეექმნა, ისევ და ისევ საბურავი გაუფუჭდა, ჩვენი სიონი დროებით გადაიდო.
თაკოს ძალიან კარგი წიგნი ჰქონდა წამოღებული, შვედი მწერლის კატერინა მასეტის,"ტიპი მეზობელი საფლავიდან", რომელიც კოსმოპოლიტენის მიერ წლის საუკეთესო წიგნადაა დასახელებული. აი ძალიან გემრიელი წასაკითხია, მზესუმზირასავით არის რა. წიგნი არის ორ ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ წრეს განეკუთვნებიან. წიგნში მთავარ საკითხად დასმულია, თუ რამდენად მყარია ვნებაზე დაფუძნებული სიყვარული. მე ნინო და თაკო ვსაუბრობდით, რომ ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, ძალიან კარგი საყურებელი იქნებოდა. ამასთანავე, რატომ, არ შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც ამ ფილმს გადაიღებდა. ყველამ უმალვე გადაინაწილა როლები, ზოგი რეჟჳსორი,ზოგი მთავარი გმირი და ზოგიც გამხმოვანებელი იყო. მე ემრგო მთავარი გმირის, დეზირეს როლი.
ფილმი ჯერ დასამონტაჟებებელია, თუმცა ჩვენეული ვარიანტი ძალიან სასაცილოა. ფილმს დამონტაჟებისთავანვე შემოგთავაზებთ იქამდე კი გთავაზობთ პოსტერს. :D
ყოველი დღე თავისით იგეგმებოდა, ხან სად დავდიოდით, ხან სად. დიდი სურვილი მქონდა რომ ავსულიყავით იმ ადგილას, სადაც ადრე ყოველ 28 აგვისტოს დავდიოდით, ასეც მოვიქეცით. ამჟამად ვითარება საშინელი დაგვხდა. ადგილი სადაც სანთლებს ვანთებდით, დანგრეული დაგვხვდა, სანამ ცხვარს დაკლავდნენ, იმ ადგილს სამჯერ შემოატარებდნენ ხოლმე. იმ ადილას შესვლა ქალებს დღემდე აკრძალული აქვთ.
ამ ადგილიდან გზა ტყისკენ გავაგრძელეთ, ტყეში გადასვლა ბავშვების თხოვნა იყო. ძალიან დიდ ღრმულში მოგვიწია გადასვლა, სადაც მოსაჭიდებელი თითქმის არაფერი იყო, თურმე ნორმალური, ადამიანური გადასასვლელი ცოტა ქვევით ყოფილა :D
ტყიდან ძალიან დამშეულები დავბრუნდით, შემდგომი გეგმა ცეცხლის ანთებასა და ქათმის ხორცის შეწვას გულისხმობდა, აქ ცოტა კრახი განვიცადეთ, რადგან ქათმის ხოცრცი გაცილებით უფრო ძნელად იწვება ვიდრე ღორის, ამიტომ ცეცხლი ორჯერ განვაახლეთ :D თუმცა მწვადი იყო იმდენად გემრიელი და საოცარი მმმმ.
ოთხშაბათს, სტუმრიანობას ველოდით, ნინო მთელი დღე დაფაცურობდა, ხან სახლი დაალაგა ხან ეზო :D მოკლედ, ვერ გავაჩერეთ რა.
საღამოთი სტუმრებიც გვეწვივნენ და ეზოში, სასიამოვნო სიგრილეში სუფრა გაიშალა.
იმ დღეს ყველანი ისე დათვრნენ, რომ მეორე დილით ყველას თავი უსკდებოდა, ნუ მე თავი არ მისკდებოდა, მაგრამ ძილი აშკარად არ მეყოფინა. :D
დილის 7ზე ხინკალი ვინმეს გაგიკეთებიათ? თაკო სასწრაფო წესით წამოაყენეს და ხინკლის გაკეთება დაიწყეს. იმ დღეს ისე ვიყავი ხინკლის დანახვა კი არა, გაგონებაც არ მინდოდა :D. მაშინ, როცა დაძინებას ვცდილლობდი, მუხრანამ ლოგინში წყალი დამასხა. სამაგიეროდ არც მე დავრჩი ვალში, თუმცა მერე მან დამიჭირა და გემრიელად ჩამაყუდა წყალში :D ოჰ, კი შევპირდი ვერ გადამირჩები თქო, მაგრამ იმ დღით ნამდვილად არ მქონდა არაფრის თავი, ყველას ჩვენი გაგვჭირვებოდა.
საღამოთი მე და ნინო ხინკლის კეთებაში ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ლამაზად მოახვევდა ხინკალს. ჩემი გაკეთებული ხინკლები ასე გამოიყურებოდა. აშკარა უპირატესობით გავიმარჯვე მე :D სხვათაშორის შემიყვარდა ხინკლის მოხვევა.
საბოლოო ჯამში, თმა გახდა ძალიან რბილი და ოდნავ მოღიავო. მე მომეწონა, თუ არ ჩავთლით იმას რომ ჩამობანის პროცესი იყო საშინელება.
შაბათს დილის შვიდიდან სიონისკენ დავიძარით, მანქანა უკვე მწყობრში იყო, და ხელს არაფერი გვიშლიდა, იქამდე კი სიონში ფეხით ასვლა ძალიან გვეზარებოდა, ამიტომაც მანქანის გაკეთებას დაველოდეთ. თავიდან იქ მარტო ჩვენ ვიყავით.
მერე კი იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იქ დასაჯდომი ადგილიც კი აღარ იყო.
ჩვენ ძალიან გავერთეთ , რაც მთავარია, ისე დავიზაგრეთ, რომ მთელი ღამე ციებ ცხელება გვცჭირდა, თითის შეხებაზეც კი ვრეაგირებდით. საბოლოო ჯამში მე ვერნილაკის ჰაშ 11 ლეღვის ფერი ვიყავი. ნინო და თაკო შურით სკდებოდნენ :D :D
კვირას საღამოთი მე და ნინო დავბრუნდით თბილისში, რადგან ორივეს გვიმთავრდებოდა შვებულება, ძალიან დამწყდა გული, თუმცა არაუშავს, საკმაოდ სასიამოვნო ერთი კვირა გავატარეთ.
სხვა სურათები:

