ხვალ ერთი კვირით ბალაგანობა სოფელში მივდივართ. ხვალ ვეღარ მოვასწრებ დაწერას ამიტომ დღეს დავწერ მინი შესავალს <3 . როგორც აღმინიშნავს ბევრჯერ სიონი ჩემთან ახლოს არის ძალიან, ამიტომ ნინოს მანქანით ვეცდებით ხშირად ავიდეთ, ნუ ბენზინზეა დამოკიდებული, თუმცა სამჯერ ყველა ვარიანტში ავტლაკუნდებით. უკვე მოვიმარჯვე ჩემი საყვარელი ციცქნა ჩანთა და ჩავალაგე მზის კრემები: მზის გამაძლიერებელი რუჯი, მზის აბაზანების შემდგომ წასასმელი კრემი და კრემი იმისთვის რუჯი რომ არ გადავიდეს. სამივე ძალიან მომწონს, მართლაც რომ ეფექტურია, თან საოცრად კარგი სუნი აქვს. სხვათაშორის შარშან გემრიელად შევიბრაწე, მითუმეტეს რომ მხოლოდ 2 დღე ვიყავი მზეზე, დღემდე მაქვს რაზნიცები
დღეს დავრეკე და როგორც ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა კიტრი უკვე შემოვიდა, მმმ თან რა საოცრად სიგემრიელეა იცით, თან უგემრიელესი სუნი აქვს, ე.წ მიწის კიტრია, ძალიან წყლიანი. თხილებიც აწი მალე შემოვა, ვაშლიც დამწიფების პროცესშია, + ყველაზე მთავარი ჩემი საყვარელი ჰამაკი, ნუ კი იქნება ტაციაობა ჰამაკზე, მაგრამ გავიყოფთ :D
ასევე ტრადიციულად გვექნება მწვადები და ბევრი სასმელი, შარშან მე და ნინოს ბალიშის ქვეშაც კი არაყი გვედო :D ყოველდღე დღე ვლოთაობდით, ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემსა და თამუნას იქ ყოფნის დროსაც.
სამწუხაროდ ნეტი არ გვექნება იქ, თუმცა რაღა სამწუხაროდ ეს ერთი კვირა იქნება სრული რელაქსაცია, დასვენება ხალხისგან და სოციალური ქსელებისგან.
რამდენი ხანია მინდა. რომ პატარა ექსკურსიასავით გავაკეთო ჩემს სოფელში ყველაფერი ვიდეოზე აღვწერო, და თქვენ გაგიზიაროთ. თუმცა წინაზე როდესაც ვიყავი, თითქმის ყოველდღე წვიმდა, და ჩემი იდეა ვერ განვახორციელე, ვნახოთ ახლა როგორი ამინდები იქნება.
მოკლედ მივდივარ იმ იმედით რომ ჩამოვალ -2 კილოგრამით, კარგი ზაგრით და სულიერად დასვენებული..
გემშვიდობებით ყველას ერთი კვირით, თუ ვინმე ამ დღებში დასასვენებლად მიდიხართ კარგ დასვენებას გისურვებთ, სხვებს კი ამ საშინელი სიცხის ატანას.