Jul 22, 2011

საოცნებო დღე: ქორწილი

ალბათ ყველა მანდილოსანს უფიქრია თუ როგორი იქნება მისი მომავალი ქორწილი.  მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი.  ფიქრობ ერთია  და რეალურად როგორი იქნება მეორე, თუმცა ხომ გაგიგონიათ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხოდა მეც ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ჩემი რა მიდის მითუმეტეს, რომ  ხანდახან ნახევრად ოცნებებით ვცხოვრობ ხოლმე. 

მაგრამ სანამ მე ჩემს ფიქრებს გაგანდობთ მოდით ერთად განვიხილოთ თუ რა ვითარებაა ამჟამად ან უახლოესი წლების მანძილზე ქორწილების მხრივ.  მე თამამად ვაცხადებ, რომ  დღევანდელი ქორწილების უმრავლესობა არ მომწონს, არ მომწონს იმიტომ რომ, ძირითადად დღესასწაულს კი არა  უაზრო ღრეობას ემსგავსება. მოდით მივყვეთ ყველაფერს დეტალურად... 


 წყვილი წყვეტს, რომ  უნდა გადაიხადონ ქორწილი, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ქორწილის გადახდის საშუალება, შესაბამისად ქორწილთან დაკავშირებულ ხარჯებს მობლები იღებენ საკუთარ თავზე.  და აი მთავარი პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.  ისინი გადახედავენ რა თავიანთ წარსულს, გაიხსენებენ ვის ქორწილზე რამდენი აქვთ დადებული, ვის ქორწილში იყვნენ,  და შესაბამისად მათგანაც იმდენს ან უფრო მეტსაც მოელიან.სულ რომ გარეული  ნათესავი იყოს ისინი ნებით თუ უნებლიედ ვალდებულები ხდებიან დაპატიჟონ, რათა გაცემული ხარჯები ახლა უკან დაუბრუნდეთ. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყეს, რომ ეს ნათესავები არც ერთი წყვილისთვის არაფერს წარმოადგენას, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება მხოლოდ სახელით იცნობდნენ... ამის გამო ქორწილი ივსება შენთვის უცნობი ხალხით. . . რომლებიც ძირითად შემთხვევაში  მხოლოდ და მხოლოდ გასაძღომად არიან მოსულები. დიახ რომ მხოლოდ გასაძღომად.  მე ვაპროტესტებ  ამას, ასეთი ხალხი ქორწილში ყოფნას არ იმსახურებენ.


ამ ხალხში გამოერევა რამდენიმე ისეთიც, რომელიც კარგად გამოთრობის შემდგომ თავიანთ საქციელს ვეღარ აკონტროლებენ, ჰგონიათ რომ უნიკალურად ცეკვავენ, მაგრამ ამ დროს სხვის თვალში მცირდებიან, აი მაგალითისთვის ყველსთვის ნაცნობ ვიდეოს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.



     სასტიკად ამაზრდენია ჩემთვის ის რასაც ვიდეოში ხედავთ. და ასეთები რომ  არაფრის გამო ყველაზე ბედნიერ დღეს ჩაგაშხამებენ და შეგარცხვენენ ხომ ყველაზე მეტად  ამაზრზენია...


      ახლა მეორე და ასევე ძირითადი მხარე განვიხილოთ, რასაც უკვე მშობლებს ვერ დავაბრალებ. მეორე რაც ქართულ ქორწილებში არ მომწონს არის მუსიკა.  ხშირად რიგითი საქეიფო და სადღესასწაულო სიმღერები ერევათ. ბოლოს  რუისსში ვიყავი ქორწილში სადაც სიტვყებით ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა. :( ცხოვრებაში აღარ წავალ მსგავს ვითარებაში. იმის გარდა რომ სუფრის ერთი ნახევარი რიგითი ლოთებით იყო სავსე,  მხოლოდ და მხოლოდ ორ სიმღერას ატრიალებდნენ და  (უცნობის ვაგონი მიქრის, და შაკირას waka-waka) ხალხი კი უზომოდ გახარებულები დაუღლელად ცეკვავდა. არც კი გამჩენია სურვილი ამ ყოველივესთვის თვალი  მედევნებინა. ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი. სიმართლე გითხრათ მსგავსი ტიპის ქორწილის ქონას მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს. სამარცხვინოდ მაინც არ გამახსენდება.

     რაც შეეხება ჩემს ქორწილს,  არ მაქვს საერთოდაც სურვილი რომ რეალურად მქონდეს 200-300 კაციანი ქორწილი, და იმედია არც მექნება. მირჩევნია იყოს ჩემთვის ყველაზე ჯიგარი 100 ახლობელი ადამიანი, რომელთან ერთადაც  ვიმხიარულებ. არაა აცუილებელი მეცვას ორ მეტრიანი დიდი ფურფუშელა კაბა, ყოველთვის უპირატესობას სადა დახვეწილ კაბებს ვანიჭებდი და ალბათ თავის დროზეც ასეთ პოზიციაზე ვიქნები. ყველაზე მეტად რისი სურვილიც უზომოდ მაქვს არის ის, რომ მყავდეს ნამდვილად კარგი ფოტოგრაფი, რადგან ფოტოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არაფერია იმისი ფასი, როცა ნამდვილად ღირებული სურათები გექნებათ სენ და შენ საყვარელ ადამიანს, და არა ისეთი როგორსაც  რიგითი  დამსწრეები იღებენ ხოლმე. 
    აუცილებელი პირობა ჩემს ქორწილსი იქნება ასაკი, ნუ მშობლების და ყველაზე, ყველაზე ახლო დეიდა-ბიძიებზე არ გავრცელდება ასაკი, თუმცა სხვა დანარჩენზე კი უსათუოდ, პირობას ვდებ არც ერთი მოხუცი არ იქნება ქორწილში, ჩემი ცოცხალი ბებიებიც კი. თუნდაც რომ ეწყინოთ მაინც. 
 გარდა ამისა, საშუალება რომ მქონდეს,  დიდი სიამოვნებით ვიქირავებდი რომელიმე კლუბს ერთი ღამით.  ჯერ ხელს   ამ  



  
   ან ასეთ ადგილას მოვაწერდით მოვილხენდით,  ღამით კი კლუბში გადავინაცვლებდი სტუმრების გარკვეულ ნაწილთან ერთად, სადაც რომელიმე კარგი დიჯეი მეყოლებოდა მოწვეული (ნუ უცხოელებზე არ მაქვს საუბარი)  ბევრი ცეკვა, ბევრი დალევა, ბევრი მოლხენა,  მეორე დღეს კი თაფლობის თვეში ქაიროში წავიდოდით...