ეჭვის არის საშუალო ემოცია და ჩვეულებრივ ეხება ნეგატიურ ფიქრებს და გრძნობებს დაუცველობისა შიშის. ეჭვი არის ასევე ნაცნობი გამოცდილება ადამიანურ ურთიერთობებში, ასე მაგალითად შეიძლება ეჭვიანობა გამოვლინდეს მცირეწლოვან ბავშვებში, (ვთქვათ როდესაც დედა ეფერება ერთ შვილს), თუმცა ამ პოსტში დედაშვილური ეჭვიანობის განხილვას არ ვაპირებ, არამედ ეჭვიანობას საყვარელ ადამიანებში, კერძოდ შეყვარებულებში/მეუღლეებში/მეგობრებში და ა.შ.
არსებობს სხვადასხვა სახის ეჭვიანობა, რასაც შეიძლება ადამიანის სხეული განიცდიდეს, ეჭვი შეიძლება ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეჭვიანობამ შეიძლება თავი იჩინოს სამსახურში, ოჯახში, სიყვარულში ან მეგობრებში. დღეს ვაპირებ განვიხილო ეჭვიანობა რომანტიკულ ურთიერთობებში.


ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც არანაირი მიზეზი არ აქვთ რომ იჭვიანონ, მაგრამ ისინი მაინც თავიანთი წარმოსახვებით ცხოვრობენ, ათას უაზრო საქციელს აკეთებენ რომ თავიანთი ეჭვები გაიქარწყლონ. ფორუმზე გადავაწყდი რამდენიმე პოსტს, ზუსტად ასეთი ადამიანების შესახებ. მომყავც ციტატა იმ პოსტებისა:
ზუსტად ასე არის ჩემი შეყვარებული ძალიან მიყვარს მაგრამ ზედმეტად ეჭვიანიაა პატოლოგი და ალვოაებული აზრები აწუხებს,,,, ჰგონია რომ ვღალატობ.
არ უნდა რომ სახლიდან გავიდე. დღეში დაახლოდებით 100 ჯერ რეკავს
თანამშრობლებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე, უბრალო ქუჩაში გამვლელზე.. ყველაზე ეჭვიანობს
და საერთოდ ეხლა ამიკრძალა მანქანას არ იყიდიო..
ერთხელ არ დამიჯერა სახლში რომ ვიყავი,, არ დამიჯერა დედაჩემს დაურეკა და დედაჩემმა სახლშიაო... და შენ რას მატყუებოო რომელიღაც დაქალი ხარო და მე ხმაზე ვცნობო დედამისსო.... აღშფოთდა დედაჩემი მოკლედ და მერეე ნუუ თვითონაც დარწმუნდა და ბოდიშები მოუხადა...
ნუ რამოდენიმე შემთხვევა იყო ერთად ყოფნის დროს თუ ვერ მოვახრხებდი რაღაც მიზეზების გამო გარეთ გასვლას და მის მე-100 ჯერ ნახვას საღამოს, სახლთან მოდიოდა და გადმოიხედე აივნიდანო.... ანუ ეგონა სახლში არ ვიყავი და ვატყუებდი
რამოდენიმეჯერ კარებთანაც ამოვსულვარ და ყური მიმიდიაოოო იქნებ და ვინმე არისოოო
ჩანაწერი მეორე ფორუმელის, რომელიც ანალოგიურ დღეშია:
ტელეფონი,ხომ საერთოდ შემაძულა...სამსახურიდან სახლის ტელეფონზე ყოველ საათში რეკავდა,რომ მეზობელთანაც არ გავსულიყავი,საავადმყოფოში მომიწია ყოფნა და იქ მობილურზე ამიკლო,ყოველ წუთზე უნდა ანგარიში მებარებინა...
ამ პოსტების წაკითხვის სემდგომ შინაგანად საშინელი გრძნობა დამეუფლა, ვერ აღგიწერთ როგორი. საშინელებაა, როცა ადამიანი,რომელიც ძალიან გიყვარს ასე უნდობლად არის შენს მიმართ განწყობილი. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ საქმე დაშორებამდე მიდის, ასე მოხდა ზემოთ თქმული მაგალითის შემთხვევაშიც. რომ დავფიქრდეთ გვიყვარს ვიტანთ შეძლებისდაგვარად მის ამდაგვარ საქციელს თუმცა როდამდე? ამ ყველფაერს ხომ ჩვენი ნერვები ეწირება? აისახება ეს ყოველივე ჩვენს ჯანმრთელობაზეც და საბოლოო ჯამში იმ ტკბილი გრძნობა ტანჯვად უნდა გადაგვექცეს? მე თუ მკითხავთ არ ღირს ეს ყოველივე ამად. საბოლოოდ ეს პათოლოგიური ეჭვიანობა ჩვენს სიყვარულსაც და ჯანმრთელობასაც შეიწირავს, ასე რომ უნდა ვეცადოთ ასეთ შემთხვევებში დროულად მივმართოთ ამ პრობლემიდან თავის დაღწევის გზებს.
ზემოთ თქმული ტიპის ადამიანების შემთხვევაში პათოლოგიურ ეჭვიანობასთან გვაქვს საქმე, პათოლოგია კავშირშია არა ბუნებრივ ეჭვიანობასთანა რამედ ფსიქიკის პრობლემასთან. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად საშიშები ხდებიან,რადგან ისინი ვერ აკონტორლებენ თავიანთ თავს და შესაბამისად უმეტეს შემთხვევასიც თავიანთ საქციელზე პასუხის გაცემაც უჭირს. სესაზლოა სწორედ ეს გახდეს საფუძველი ზიზღისა და სიძულვილის მის მიმართ ვის მიმართაც ვხდებით ეჭვიანები.
ასე, რომ მინდა გითხრათ ყველას რომ, ვეცადოთ ვაკონტროლოთ მუდამ ჩვენი თავი ამ საკითხში, ვიმოქმედოთ ცივი გონებით, ავწონოთ ყველაფერი კარგად და რა საკვირველია ყველაზე მთავარი: ვენდოთ ერთმანეთს.
No comments:
Post a Comment