Showing posts with label ლოთები. Show all posts
Showing posts with label ლოთები. Show all posts

Jul 22, 2011

საოცნებო დღე: ქორწილი

ალბათ ყველა მანდილოსანს უფიქრია თუ როგორი იქნება მისი მომავალი ქორწილი.  მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი.  ფიქრობ ერთია  და რეალურად როგორი იქნება მეორე, თუმცა ხომ გაგიგონიათ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხოდა მეც ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ჩემი რა მიდის მითუმეტეს, რომ  ხანდახან ნახევრად ოცნებებით ვცხოვრობ ხოლმე. 

მაგრამ სანამ მე ჩემს ფიქრებს გაგანდობთ მოდით ერთად განვიხილოთ თუ რა ვითარებაა ამჟამად ან უახლოესი წლების მანძილზე ქორწილების მხრივ.  მე თამამად ვაცხადებ, რომ  დღევანდელი ქორწილების უმრავლესობა არ მომწონს, არ მომწონს იმიტომ რომ, ძირითადად დღესასწაულს კი არა  უაზრო ღრეობას ემსგავსება. მოდით მივყვეთ ყველაფერს დეტალურად... 


 წყვილი წყვეტს, რომ  უნდა გადაიხადონ ქორწილი, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ქორწილის გადახდის საშუალება, შესაბამისად ქორწილთან დაკავშირებულ ხარჯებს მობლები იღებენ საკუთარ თავზე.  და აი მთავარი პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.  ისინი გადახედავენ რა თავიანთ წარსულს, გაიხსენებენ ვის ქორწილზე რამდენი აქვთ დადებული, ვის ქორწილში იყვნენ,  და შესაბამისად მათგანაც იმდენს ან უფრო მეტსაც მოელიან.სულ რომ გარეული  ნათესავი იყოს ისინი ნებით თუ უნებლიედ ვალდებულები ხდებიან დაპატიჟონ, რათა გაცემული ხარჯები ახლა უკან დაუბრუნდეთ. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყეს, რომ ეს ნათესავები არც ერთი წყვილისთვის არაფერს წარმოადგენას, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება მხოლოდ სახელით იცნობდნენ... ამის გამო ქორწილი ივსება შენთვის უცნობი ხალხით. . . რომლებიც ძირითად შემთხვევაში  მხოლოდ და მხოლოდ გასაძღომად არიან მოსულები. დიახ რომ მხოლოდ გასაძღომად.  მე ვაპროტესტებ  ამას, ასეთი ხალხი ქორწილში ყოფნას არ იმსახურებენ.