Showing posts with label ტირილი. Show all posts
Showing posts with label ტირილი. Show all posts

Aug 30, 2011

მზე და წვიმა

ვწევარ ლოგნზე. . . ვუყურებ ცას,რომელზეც ერთი ორი ნაგლეჯია მხოლოდ ღრუბლების.  ჰმმმ, არადა რამდენიმე წუთის წინ სწორედ ასეთი წმინდა ხასიათი მქონდა, ჩემი მეს ცა განსხვავებულია. წარმოსახვაში ნათლად ვხედავ თუ როგორ იყრის ჩემს ცაზე შავი ღრუბლები თავს.

ჩემი მეს ხასიათიც ასე იცვლება. . . გასწორებული სახე ნელ-ნელა მიმიკების შეცვლას იწყებს, ვგრძნობ როგორ იჭმუჭნება და საწვიმრად როგორ ემზადება.

მეცინება...

ტირილი და სიცილი თავს ერთად იყრიან, წარმომიდგენია რა სასაცილო ვარ. მომინდა სარკე მქონოდა, რომ მარტო არ მეტირა. ასე ხშირად მიქნია, დავდგებისარკის წინ ვუყურებ ჩემნაირ არსებას და ვგრძნობ რომ მარტო არ ვტირი. ასე თითქოს ვინუგეშებ თავს რომ  მე მარტო არ ვარ, რომ პრობლემების გამო მარტო მე არ ვტირი, თუმცა მე განსაკუთრებით მტირალა ვარ. ვტირი არა იმიტომ რომ სხვას შევაცოდო თავი, არამედ საკუთარი თავის სანუგეშებლად. გავამხნევო ის, იმიტომ რომ ჩემზე კარგად ეს არავის გამოსდის.

დიალოგის ფორმას მივმართავთ, მე ვეკითხები  მას, ის კი მპასუხობს. ეს ორივეს ძალიან მოგვწონს. მე არ ვკიცხავ მას, გაკიცხვა სწორი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. ეგ მხოლოდ უაზრო ფორმაა ჩვენი დანაშაულის მისახვედრად, მგონია, რომ დანაშაულს გაკიცხვის გარეშეც მივხვდებით, არც ის ცდილობს თავი გაიმართლოს ჩემთან რამით, არ ნანობს არაფერს, სანანებელი არც არაფერი აქვს. თუკი რამ სისულელე ჩაუდდენია უხარია კიდეც, არ სურს რომ ზედმიწევნით წმინდა იყოს, რადგან ასე მაინც ვერ იქნება.

მომწონს როცა   ვხედავ თვალები როგორ მევსება გამჭირვალე სითხით. მერე კი კალაპოტს გადმოანგრევს და ნიაღვრად გაურკვეველი მიმართულებით  მიედინება.

მიყვარს როცა ამ მარილიანი სითხეთი ტუჩებს ვისველებ, ტუჩები უცბადვე  მიშრება, მერე კი ძალიან მეწვება. ესეც მომწონს, თითქის ერტგვარი ფორმა მაქვს თავის დასჯისა.

  ნელ-ნელა ისევ მზე გამოდის, მარილიან წყალს უმალვე აშრობს, თუმცა ლამს მიტოვებს სახეზე და ეს ლამიც რამდენიმე წუთის მერე გაქრობას იწყებს.


მზე საბოლოოდ გამოასხივებს და ისევ უღრუბლო, სუფთა და უმანკო მე იწყებს ახალი ძალებით ბრძოლას!


Aug 27, 2010

კინო აფიშა

ბოლო ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით უსაქმური ვიყავი. წიგნებზე დროებით ალერგია მაქვს. მძივების კეთებაც მეზარება. გარეთ ტანტალიც ამ სიცხეში დიდად არ მხიბლავს. ტელევიზორსაც არ ვუყურებ. ამიტომაც მთელ დღეებს კომპიუტერთან ვატარებდი. მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ფეისბუკში მსგავს საიტებზე დროის ჩაკვლა, ამიტომაც აქტიურად დავიწყე ფილმების ყურება. სანამ ერთ კინოს ვიწერდი მეორეს ვარჩევდი და ა.შ. მოკლედ მთალდ უქმადაც არ ვიყავი. თითქმის ყველა ჟანრის ფილმებს ვუყურე(საშინელებსა და მელოდრამებს განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმე.) გაგიზიარებთ ჩემს აზრს იმ ფილმებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებუთ მომეწონა.
1.The Collector. ეს ფილმი სწორედ მათვის არის განკუთვნილი ვისაც უყვარს საშინელებათა ფილმები.დაძაბული ვუყურებდი, თან რაღაცნაირად მხიბლავდა და ამავე დროს მეშინოდა კიდევაც :D ფილმის ყურების შემდეგ მქონდა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს გვერდითა ოთახიდან ვიღაც შემომივარდებოდა :D. 2.Vertige ფილმი ექსტრემის მოყვარულთათვის.მთელი ყურების მანძილზე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს მეც მათთან ერთად მივცოცავდი კლდეებზე.

3. მესამე ფილმი ზედ გამოჭრილია მათთვის რომელთან დალევის შემდგომ , მეორე დღეს არ ახსოვთ რა ხდებოდა წინა დღეს. the hangover -იც სწორედ ასეთია. დიდი ხანია ასეთი კომედიისთვის არ მიყურებია. საინტერესო თავგადასავლები მათ ერთ დღეს რადიკალურად ცვლის.

4.The Bounty Hunter ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმი, ძალიან კარგი მსახობების მონაწილეობით. ჯენიფერ ანისტონი თავიდან შემიყვარდა. ნიჭიერი მსახიობია და ამ როლსაც შესანიშნავად მოუხდა. ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ ფილმის ყურებით. კარგ განწყობის მოპოვება გარანტირებული გაქვთ ამ ფილმის ყურებით.

5. ძალიან მაგარი მელოდრამა If only,რომელმაც ბევრი მატირა, ასე რომ ვთქვათ გული მოვიოხე ტირილით. გულქვა ადამიანებსაც კი აატირებს. ამ ფილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. სწორედ ამიტომ წოველწუთს უნდა ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება გავულამაზოთ როგორც ჩვენს თავებს ისე, ჩვენს საყავარელ ადამიანსაც. :))