გუშინ ჩამოვედი კახეთიდან. თურმე ერთმა კვირამ საოცრად მოახდინა ჩემზე გავლენა. იქ სიწყნარეში სიმშვიდში ვიყავი. მხოლოდ მე და ბებია, კაციშვილის ნასახი არ იყო ირგვლივ. აქ კიდევ ისეთი ხმაურია.
რამდენიმე საათიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ უკვე უზომოდ მაღიზიანებდა ოდნავ ხმაურიც კი. გარდა ამისა, სახლში სიბნელეში დავდიოდი, იქ ძირითადად შუქის ანთება არ მიწევდა იმიტომ რომ 9ზე უკვე შუა ძილში ვიყავი. მოკლედ თელაზე ყოფნამ ჩემზე გავლენა აშკარად მოახდინა.
აქიდან ხალის-ხალისით წავედი მარშუტკით. ერთი ძალიან კარგი კაცია ფირუზა, მხიარული, კეთილი, იუორის გრძნობით სავსე, რიგითი კეთილშობილი კახელი რა. შუა გზაში რომ ვიყავით ერთმა მგზავრმა გადმოსძახა, სიმღერები ჩართეო, ფირუზამ მე არ მაქვს Fლეშკა და რა ჩავრთოო, კაკრას თან მქონდა ჩემი Fლეშკა და სიამოვნებით დამთანხმდა ჩართვაზე. ცუდი გემოვნება ნამდვილად არ მაქვს, და არც პაპსავიკური სიმღერები არ მქონდა ჩაწერილი, ერთი გოგო გადმომიხტა მომღიმარი სახით რას უსმენო? :D მოკლედ რამდენიმე სიმღერის მერე, მძღოლმა დამიწუნა ჩემი ფლეი ლისტი, რათ მინდა მე სტინგი, ჯენესისი და ბარი ვაითიო და თავისი უსაშინლესი სიმღეღებით გაძეძგნილი Fლეშკა ჩართო, დარი-დურის სტილის სიმღერები იყო და კიდევ ქეიფს ვიწყებ თავიდანო, ანუ რიგითი "მარშუტკული" სიმღერები გააჟღერა.
![]() |
| გზად |
გზად ტრადიციულად ბარჯისხევში გავჩერდით. ერთი სული მქონდა თხილის ჩურჩხელას როდის დავეწაფებოდი, მაგრამ არ მომეწონა საერთოდაც, მგონი ყალბი ჩურჩხელა შემომატენეს.
![]() |
| ბარჯისხევი |
ამოვბარგი და მაშინვე ჩემი ქამა სოკოს გაკეთება დავიწყე. მმმ საოცრად გემრიელი იყო, ტრადიციულად ოხრახუშით, ხახვით და პიტნით გავაკეთე. ბებიაჩემს ისე მოეწონა , აწი სულ შევჭამ სოკოსო :D ეგღა მაკლდა რა კონკურენტად :D
დასვენებისა და დანაყრების შემდგომ, მეზობლად გამოთხოვილი გოგო გავიცანი, რომელიც უსაქმურობისგან მთელი დღე სახლს ალაგებდა. მერე შედარებაც მოვახდინე რომელი ვიყავით უსაქმური. მე, რომელსაც არაფრის კეთებისგან ხელისგულები გამითეთრდა თუ ის. მგონი უფრო ის... :D
რა საკვირველია, მზის სხივებს ასე იოლად ვერ გავუშვებდი ხეიდან და ჩემი მზის კრემების დახმარებით მშვენივრად გავშავდი.
![]() | |||
| პირველ დღეს |
|
![]() |
| ბოლო დღეს |
![]() | |
| ეზოში შესასვლელი ზევითა მხრიდან |
|
![]() |
| ჩემი ორიგინალურ-უგმერიელესი მჭადი |
იქ ყოფნის მანძილზე თითქმის ყველა დღე წვიმდა, თუ არ ჩავთლით პირველ და ბოლო დღეებს. არ მეგონა უაზროდ ჩაგდებული თბილი ტანსაცმელი თჲ ასეთ დიდ დახმარებას გამიწევდა, რადგან როგორც წესი იქ ყოფნისას უბედური სიცხე და გათანგვა მახსენდება.
იქ ყოფნისას აღმოვაჩინე ისიც რომ იქ მცხოვრებნი აქტიურად იყენებენ მოკლე ან მარტივი კომუნიკაციის საშუალებას, ერთი სახლიდან მეორე სახლში გადასძახებდნენ, მათ ჩაერთვებოდნენ ლაპარაკში მესამე სახლიდან და ასე :D.
![]() | |
| ჩემი უბანი |
|
![]() |
| ჩემი შემწვარი მწვადი |
მოკლედ:
საღამოთი ერთ ფრიად სასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი, ერთი ადამიანის სტუმრობამ ძალიან გამახარა. სახლიდან რომ გავდიოდი ვერ ვუთხარი სონიჩკას რადგან ისიც გასული იყო, ვიფიქრე არ ინერვიულებს თქო და წამოვედი, არც მისი ნომერი ვიცოდი რომ დამერეკა და არც მან იცოდა. რომ მობნელდა და არ გამოვჩნდი შეფიქრიანდა და დამიწყო ძებნა, როგორც ჭორიკანა მეზობლებმა ამცნეს დამინახეს ჯიპში როგორ ჩავჯექი და წავედი :D:D:D ბებიაჩემმა არიქა გაიპარა გათხოვდაო :facepalm: შემიყარა ნათესაობა და სამეზობლო უაზროდ, თურმე ერთ-ერთ ოჯახში იმდღეს ქეიფი იყო და დამლოცეს ბედნიერები იყვნენო ესაო ისაო :D საბოლოოდ გაირკვა ყველაფერი და გამოთხოვილი დავბრუნდი სახლში :D მეორე დღეს მეზობლები ამოდიოდნენ გათხოვდა თუ არაო :| ისიც მითხრეს უკვე დალოცილები ხართო :D
გუშინ წამოსვლისას კვლავ იმ კაცის მარშუტკით ვიმგზავრე და კვლავ ჩემი Fლეშკა ჩართო, თუმცა ყველაფერი ისევ ზემოთ ნახსენების მსგავსად განმეორდა.
ამ შემთხვევაშიც საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიმგზავრე და ჩემი დასვენებაც მშვენივრად დასრულდა.







