ამ ბოლო დროს ყოველ წუთს, ყოველ დღე ვფიქრობდი დამეფიქსირებინა ის გარე გამღიზიანებლები, რომლებიც ჩემზე საშინლად მოქმედებს. ხოდა ასე, მეც მარშუტკით მგზავრობისას, თჲ ქუჩაში სეირნობისას ვცდილობდი ჩამენიშნა ყველა დეტალი გამღიზიანებელი ფაქტორებისა, რახანია აღარაფერი შემიმატებია ამ სიისთვის, ალბათ იმიტომ რომ მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე. ხოდა ერთად განვიხილოთ ეს გარეგამღიზიანებლები:

- ე.წ მარშუტკაში როდესაც ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს კარგია, ნუ იმათთვის მეტ-ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა როდესაც ისინი გვერდი-გვერდ გემრიელად მოიკალათებენ და დაიწყებენ ლაპარაკს ეს უკვე კოშმარია. ასე ძირითადად რუსთავი -თბილისის მარშუტკაში ხდება. ადრე ეს პრობლემა არ მაწუხებდა და არ მადარდებდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ რაც ყურსასმენები გამიფუჭდა ეს ყოველივე აუტანელი გახდა, მთელი 30-35 წუთი (ერთი გზა ისიც :D) მათი გაუთავებელი ლაპარაკის მოსმენა მიწევს.
- მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც გამარჯობის თქმას 2 საათი ანდომებენ, ან თუნდაც ნებისმიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას ძალიან ნელაი, დინჯი ლაპარაკით ცდილობენ.
- მაღიზიანებენ სად შეგვიძლია ტიპის ადამიანები (ნუ, მე ასე დავარქვი მათ) უფრო რომ განვაზოგადოთ, ასეთებად მოვიხსენიებ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში შეიძლება ითქვას არარაობები არიან, თუმცა საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ, იმდენად დიდიც, რომ თავიანთი უვიცობით, სიუშნოვით გარშემო მყოფებს თავიანთ წარმოდგენაში სილამაზით ჩრდილავენ.
- მაღიზიანებს როდესაც ერთი და იგივე ადამიენბი გამუდმებით მთხოვენ კევს დაერთჯერად ცხვირსახოცს. ერთხელ, ორჯერ მაგრამ მესამედ არა მითქვამს. :| არ მიყვარს უპასუხისმგებლო, და მოუწესრიგებელი ადამიანები, თუ გინდა, თუ იყენებ ე.ი გჭირდება, ხოდა ეს დალოცვილი რატომ თხოვ გამუდმებით სხვას. :| ეს ალბათ ის პონტია, ადრე რომ იყო მოდაში სიგარეტს ხომ ვერ მომაწევინებო.
- მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ტელეფონში ჩაწერილ სიმღერას ხმამაღლა უსმენენ. ამისთვის გამოიგონეს ყურსასმენი .... ჩემს უბანში ახალი ტენდეცია დამკვიდრდა, რაღაც პატარა დინამიკით დადიან, რომელზე ფლეშკა აქვთ შეერთებული და ტაგანკას მეტს არაფერს უსმენენ. :(( თან იმხელა ხმა აქვს, :|
No comments:
Post a Comment