Jun 22, 2011

მე კულინარი ?



მგონი ადრე კულინარიული მცდელობების შესახებ ერთი პოსტი დავწერე, რომელშიც მოგითხრობდით თუ რა ოსტატურად გავაკეთე ხორცის ხინკალი და მთიულური მხლის კეცეულა. დღევანდელი მცდელობები უფრო შორსაც წავიდა :)) :D დღეს მოგითხრობთ ახალი მცდელობების შესახებ. ამ ბოლო დროს უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. როგორც დღევანდელი ფიქრებიდან გავარკვიე, სამზარეულოში ტრიალი მომწონს. მომწონს თუ რა აქტიურად და თან გულით ვცდილობ გავაკეთო გემრიელი სასუსნავები. შემდგომ კი მიხარია უფრო ის რომ მიქებენ ჩემს გამზადებულ საჭმელს. ყოველი საჭმლის სურათს აქტიურად ვდებ ფორუმზე, სადაც კულინარი ჯადოქრები მიფასებენ. მათი კომპლიმენტი უფრო დიდად სასიამოვნოა, ვიდრე სახლში ჩემების : D :D
დღეს ძალიან მომინდა კარტოფილის ხინკალი, დედაჩემს ეზარებოდა გაკეთება, ამიტომაც აქტიურად დავიწყე მომზადება. საბოლოო ჯამში უზომოდ გემრიელი გამოვიდა, ცომი მოვამზადე, ფორუმელ- რთულის რეცეპთით, ანუ + კვერცხი გავურიე, რათა ცომი უფრო პრიალა იყოს. კარტოფილის ხინკალს ძალიან უხდება კარაქი, (კარაქის გარეშე გემოს ვერ გაუგებთ).

შემდგომი მცდელობა უკავშირდება ხის სოკოს. რომელიც მაგრანეთული რეცეპტით მოვამზადე, ანუ ვარჩევთ სოკოს, ვრეცხავთ კარგად და ვხარშავთ 5-10 წუთის მანძილზე, შემდგომ დახრაკულ ხახვთან ერთად მოვთუშავთ + ბევრი პირილი, მარილი ოხრახუში და პიტნა. აი პიტნით საოცარი გემო და სუნი აქვს.ხის სოკო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სოკოა, მთელ სოკოს სახეობათა შორის. ხის სოკოს ხინკალი ხომ საერთოდ საოცრებაა.(დედაჩემი ნამდვილად გემრიელად აკეთებს ხის სოკოს ხინკალს.)
ჩემი სათუთი ხაჭაპური , აი ძალიან გემრიელი იყო მართლა, კი არ ვიქებ თავს, მაგრამ მართლა ძალიან გვეგემრიელა ოჯახს.


ამ ყოველივეს დესერტი ხომ უნდა? რასაკვირველია. სწორედ ამიტომ ჩემს პირველ ტორტიკუნას შემოგთავაზებთ, ნუ ამის გაკეთებაში ცოტათი დედაც დამეხმარა,მაგრამ ძირითადად, გაკეთებაში მაინც მე ჩავითვლი :D.

მოკლედ ასე. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ჩემი კულინარიული მცდელობების შესახებ.
დღეს გავაკეთე ტორტიკუნა, რადგან მარწყვი მიილია ბალით გავალამაზე, ყუნწებიც დავუტოვე რადგან ბალის შესაჭმელად უფრო ადვილი იქნებოდა. მელის და ნინის, ჩემს მეგობრებს გავუმასპინძლდი ამ ტორტიკუნათი და მოეწონათ ძალიან.

3 comments:

უბრალოდ ბლოგი said...

ძალიან საყვარელი გოგო ხარ... ჩემი ანუკი როდის დაიწყებს შენსავით გემრიელი საჭმელების გაკეთებას ნეტა?:)

Taknatuna said...

უიჰ, ძალიან დიდი მადლობა,
ნუ ნუკის ასაკს გააჩნია, 15 წლის ზევით ალბათ ყველა გოგოს მოუნდება, ხანდახან მაიცნ გააკეთოს, თუნდაც პიცა მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის

ტირამისუ said...

ვა რა მაგარია :)
მე დღეს ტირამისუს გაკეთების მცდელობა მქონდა :D

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment