Showing posts with label დასასრული. Show all posts
Showing posts with label დასასრული. Show all posts

Aug 13, 2010

ქუჩის ლანდი (part III)

part II


ჩემი ცხოვრება ჩვეულებისამებრს გრძელდებოდა...ერთფეროვნად... მე და ლევანი აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ამ პერიოდის მანძილზე ტიმას კიდევ უფრო დავუახლოვდი. ახლა თითქოს მისკენ მქონდა მთელი ყურადღება მიპყრობილი. თავდაპირველად მას ყველანაირად ვერიდებოდი, მაგრამ მისმა ღრმა სიყვარულმა ჩემს მიმართ, ჩემში ყველაფერი შეცვალა. მისი სიტყვები ,რომელიც გულის სიღრმიდან მოდიოდა ცდილობდა ჩემში შემოღწევას და გალღობას. ყოველი სიტყვა ჩემს სხეულს საოცარ გრძნობას სძენდა.ეს ყველაფერი,სიმაღლიდან დაშვებას მახსენებდა. ჰაჰა,სწორედ ამ დროს მეუფლებოდა მსგავსი განცდა.
ლისის ტბაზე ყოფნა გვიყვარდა ორივეს. ტბაში კენჭებს ვისროდით... მასწავლიდა როგორ უნდა მესროლა ტალღისებურად კენჭი წყალში, მაგრამ არ გამომდიოდა.დამცინოდა. მერე კი თვითონ იწყებდა ისევ სროლას.
ნელ-ნელა ზაფხულის უკანასკნელი დღეები ილეოდა, მაგრამ თბილისში ჩვეულებისამებრ ცხელოდა.
ერთ საღამოს ლისის ტბაზე ავედით.ტიმამ ბანაობა მოინდომა, წყალში თევზით გაცურა. მეც მინდოდა ასე გამეცურა, მაგრამ წყლის მეშინოდა. ჩემს თავს ვერ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ღრმად ჩავსულიყავი. მხოლოდ მუხლებამდე ჩავდიოდი და ასე ვგრილდებოდი. მან მოულოდნელად ფეხში ხელი წამავლო და წყალში ჩამაგდო. ღრმად შემიყვანა. მეშინოდა.. ვყვიროდი... მაგრამ ის ისევ იცინოდა, თითქოს უხაროდა ასე შეშინებულს რომ მხედავდა. ყელზე მოვეხვიე, ვაკოცე და ვთხოვე ნაპირზე ავეყვანე.
იმ დღის მერე წყლის მიმართ აღარ ვიყავი მტრულად განწყობილი.
მასთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყველა ჩემი პრობლემა მავიწყდებოდა, როდესაც მასთან ერთად ვიყავი. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც შემეძლო ყველაფერზე მესაუბრა. ადამიანის გამხნევება ყველაზე კარგად შეეძლო, ანუგეშებდა, აიმედებდა და სიცოცხლის ხალისს თავიდან უბრუნებდა. ეს მომწონდა მასში.
ტიმაზე ხშირად ვფიქრობდი, გამუდმებით მენატრებოდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი მიყვარდა თუ არა. მისდამი არ ვგრძნობდი იმას რასაც ლევანისადმი. ლევანი თითქოს თავისი ხასიათებით, საქციელით ყველაზე განსხვავებული იყო მთელ კაცობრიობას შორის. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი, მიუხედავად ბევრი იმ თვისებისა რაც მასში არ მომწონდა.
რამდენიმე დღეში ზაფხულმა რამდენიმე თვით დაგვტოვა... არ მიყვარს შემოდგომა, ცივია... ამოუცნობი... მე კი სიცივე აღარ მიყვარს, ჩემს ძველ მე-ს მახსენებს. მეკი აღარ მსურდა ჩემს პირვანდელი სახე დამებრუნებინა.
ოქტომბრის სუსხიან დღეს ლევანიმ დამირეკა:
-როგორ ხარ? დღეს გცალია? 7ისკენ სამსახურში გამოგივლი... შენთან სასაუბრო მაქვს...
ჩემთვის მოულოდნელი იყო... მეგონა ჩვენს შორის ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა. თუმცა შევცდი.
საღამოთი სამსახურში მომაკითხა... უკვე შებინდებული იყო... ნარიყალაზე ავედით, მიყვარს ეს ადგილი, ჩვენი მყუდრო სამყოფელი იყო ადრე. განსაკუთრებით მიყვარდა ის თბილისი , რომელიც ნარიყალადან ღამით მოსჩანდა. ნელ-ნელა კვდებოდა ამ დროს თბილისში სიცოცხლე, გამთენიისას კი ცოცხლდებოდა.
-იცი, ამ ხნის მანძილზე შენზე ბევრს ვფიქრობდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი შენდამი რას ვგრძნობდი, რა ადგილი გეკავა ჩემში.
- მერე რაო, გაერკვიე? (ირონიულად ვკითხე)
-ამ ხნის მანძილზე რამდენიმე გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩემში ის გრძნობა გაემძაფრებინათ რაც ერთ დროს შენ გააღვივე. მივხვდი, რომ შენ შეგიძლია ახლა ისევ ამ გრძნობის ცეცხლად გადაქცევა. მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ...
თვალები ჩამიწყლიანდა, რაღაცის თქმას ვცდილობდი, მაგრამ ენა მებმებოდა. მაგრად ჩამეხუტა... მაკოცა... ბედნიერი ვიყავი მაგრამ... ტიმა გამახსენდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, როგორ ამეხსნა. მისთვის ხომ ლევანის შესახებ არაფერი მითქვამს.
მეორე დღეს ტიმას შევხვდი.ისევ ლისის ტბაზე ავედით. მომღიმარი სახე ჰქონდა, ბედნიერების ელფერი გადაჰკროდა სახეზე.
მაგრამ მე?
მე ვერაფერს ვგრძნობდი, ჩუმად ვფიქრობდი და ვალაგებდი ყველაფერს, რა უნდა მეთქვა ან როგორ დამეწყო.
რედბული მომაწოდა. . . ერთმა ყლუპმაც კი თავისით მოიტანა ის სიტყვები რაც ტიმასთვის უნდა მეთქვა.ჩემში სინანულის გრძნობამაც გაიღვიძა.ტიმა გამოვიყენე... ახლა კი მას გული უნდა ვატკინო.
წყლის ნაპირას დავსხედით. მთელი გზა ხმა არ გამიცია მისთვის.შემატყო რომ ისეთი არ ვიყავი როგორც ჩვეულებისამებრ...
ენა მებმებოდა არ ვიცოდი საიდან, როგორ დამეწყო.
-ტიმ, დღეიდან ვეღარ შეგხვდები... მე შენ გატყუებდი. სანამ შენ დაგიახლოვდებოდი, სხვას ვხვდებოდი. მერე კი დავშორდით და ჩვენც დავახლოვდით. გუშინ ვნახე... ვილაპარაკეთ... სამწუხაროდ შენ ვეღარ შეგხვდები.
შემოხმედა... თვალები ჩაუწყლიანდა, ცდილობდა ცრემლი არ ჩამოვარდნოდა ...
ხმა არ ამოუღია... მიყურებდა და კვლავ ცდილობდა ცრემლი არ ჩამოვარდნოდა, თუმცა თვალებში დაგროვილი ცრემლი ”კალაპოტიდან” გადმოვიდა
სახლამდე მომიყვანა. არც დავმშვიდობებულვარ, უხმოდ დავშორდით ერთმანეთს.
ტიმაზე ფიქრი კარების მიხურვის შემდეგ გულიდან სამუდამოდ გაქრა. ახლა მხოლოდ ლევანიზე ვფიქრობდი...მიხაროდა , რომ ახლა ისევ ერთად უნდა ვყოფილიყავით.
ერთმანეთს უკეთესად ვუგებდით. ძალიან რომანტიკულიც კი გახდა.
ახალი წელი ერთად გავატარეთ ბაკურიანში. ძალიან მიხაროდა რომ ახალ წელს ერთად ყოფნით შევეგებოდით.
ბაკურიანიდან ღამით წამოვედით. მეორე დილით ორივე სამსახურში უნდა გავსულიყავით. გორს რომ მოვუახლოვდით საშინელი წვიმა დაიწყო. ლევანი კი მოქროდა მაინც. გზა ცარიელი იყო მაგრამ მეშინოდა სველ გზაზე რამე არ შეგვმთხვეოდა. ვთხოვე რამდენჯერმე ნელა იარე თქო, მაგრამ მან პირიქით , სიჩქარეს მოუმატა. ღვედი გავიკეტე.. ჩუმად მამაო ჩვენოს ვამბობდი და ღმერთს ვთხოვდი მშვიდობით ჩავსულიყავით.
საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანის შუქი ორივეს თვალებში გვანათებდა... მას შემდეგ მხოლოდ ბევრი სისხლი და ექიმების ყვირილი მახსოვს...
გონს საავადმყოფოში მოვედი, ირგვლივ ჩემები მესხდნენ, დედა ხელზე მეფერებოდა, შუბლზე სველ ტილოს მისვამდა. რამდენიმე წამი დამჭირდა რომ გამეხსენებინა ვინ ვიყავი, რა მინდოდა იქ სადაც ბევრი თეთრ ხალათიანი მედგა ცხვირწინ. ლევანი გამახსენდა... ყვირილი დავიწყე ლევანი სად არის, რა მოუვიდა მეთქი, თუმცა ყველა დუმდა. არავინ აპირებდა კითხვაზე პასუხის გაცემას...
რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამწერეს, დამოუკიდებლად სიარულს ვერ ვახერხებდი. ლევანი კი კვლავ საავამდმყოფოში რჩებოდა, აპარატზე იყო შეერთებული, ახლა მხოლოდ ღვთის იმედად ვიყავით დარჩენილები. გამუდმებით ვლოცულობდი, სანთელს ვუნთებდი, ღმერთს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ვთხოვდი... მაგრამ...
ავარიიდან მეთორმეტე დღეს ლევანი გარდაიცვალა... ლექსოს მის სანახავად წაყვანა ვთხოვე. შორიდან მომესმა სიტყვები:
პაციენტი ლევან გაბრიელიძე გარდაიცვალა... ამ სიტყვების გაგონებაზე რამდენიმე წუთით ცხოვრებას გამოვეთიშე. გონს კვლავ პალატაში მოვედი.
საშინლად ვტიროდი. დავკარგე ყველაზე ძვირფასი...
ლევანის დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
21 იანვარს ლევანი დაასაფლავეს...
მის საფლავზე ახლაც დადის ქუჩის ლანდი, რომელსაც ლევანის საფლავზე უამრავი გვირილა მიაქვს ნიშნად მათი მარადიული სიყვარულისა...

Jul 16, 2010

ეროვნულები დამთავრდა! არდადეგებები დაიწყო!

ვაიმე თქვენ ხომ არ იცით რა ბედნიერებაა, როდესაც ეროვნულ გამოცდებს მორჩები. აღარ გიწევს ამ სიცხეში მასწავლებლებთან წასვლა და იმ სიცხეში ჯდომა, ან თუნდაც გვიანობამდე მეცადინეობა. აღარ გიწევს მეგორბებთან ერთად წასვლაზე უარის თქმა და ა.შ
დღეს ბოლო, მეხუთე გამოცდა (რომელიც ლიტერატურაში მქონდა) ჩავაბარე წარსულს. აი რაღაც უზომოდ ბედნიერი გამოვედი, არ მინერვიულია საერთოდ შესვლისას, უხეშად რომ ვთქვათ ”მეკიდა” რა. დღესვე ვინანე რომ ყველა გამოცდაზე ეგეთი განწყობით არ შევედი. რაც უფრო ღელავ და განიცდი მით უფრო ცუდად გაქვს საქმე.
გუშინ ისტორიაში მქონდა გამოცდა და ვერაფრის გადამეორება ვეღარ მოვასწარი, იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თავიც აღარ მქონდა, რაც იქნება იქნება თქო,მაგრამ დღეს ისეთი არაფერი შემხვედრია რომ ჩემი სიტყვები სანანებლად გამეხადა (თუ არ ჩავთვლით ვეფხისტყაოსნის 1 კითხვას, მაგრამ ეგ არაფერი.) ორი თემაც დავწერე, ერთი ლექსების ანალიზი იყო, მეორე კი თავისუფალი თხზულება, სულ რაღაც 3 წინადადება იყო მოცემული, საშინლად ჩახლართულად, და 3 მითითება,მაგრამ მგონი ამანაც კარგად ჩაიარა. რაღაცნაირად გახარებული გამოვედი.
დღესაც ტრადიციულად მე-2სართულზე ვიყავი, გამიმართლა რომ ფანჯარასთან მოვხვდი, გრილად ვიყავი. დამკვირებელი 2 ქალი იყო, ერთი ძალიან ”რაღაცნაირი” იყო, მეორე კი პირიქით, ხალისიანი, ენერგიული და იუმორის გრძნობით სავსე ჩანდა. ჩემი ისტორიის მასწავლებელს ჰგავდა უზომოდ, ლაპარაკით,საქციელით , გარეგნობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. სახელს და გვარს რომ დავხედე , სულ სხვა გვარი ეწერა და აღარ მიკითხავს მისი ნაცნობი ხომ არ ხართ თქო. თავიდან მსიამოვნებდა მისი ყურებდა , მერე კი პირიქით მომბეზრდასავით. მაგრამ მართლა ძალიან შემიყვარდა. ერთი დამკვირვებელი ბიჭი შემოდიოდა ხოლმე კიდევ, ჰუმანიტარი რომელი ხართო, მეთქი მე თქო და გნახავ მაშინ ჯავახიშვილშიო. :D ის თუ ჩემი ლექტორი იქნება :D პირველივე გამოცდაზე გულში ჩამივარდა :D
ამ აბიტურენტობამ ძალიან გადამღალა. დავიღალე როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ამიტომ მე და ანინომ გადავწყვიტეთ მონასტერში წასვლა. ნუ ეგ დიდი ხანია მინდა, ერთი კვირა მემგონი ნამდვილად კარგი დროა, ასეთ მაგარ ადგილას როცა ხარ განსაკუთრებით მაშინ, რომ დაისვენო მაქსიმალურად. კვირას მამაოს შევხვდებით და დაველაპარაკებით, ვნახოთ სად გაგვიშვებს.
ამ სიმღერამ ძალიან მაგარ ხასიათზე და ენერგიაზე დამაყენა ახლა. ხოდა თქვენც გითმობთ,
( ოღონდ ამაზე კარგი ხარისხით იუთუბზე ვერ ვნახე)







Jun 29, 2010

აბიტურიენტობის დასასრულს

არადა მახსოვს ზუსტად 9თვის წინ, როდესაც კიბეებზე მეზობელი ქალი შემხვდა მკითხა როგორ მიდიოდა სწავლის საქმეები, ვიწუწუნე ცოტა არ იყოს, ნეტავ როდის გაივლის ეს თვეები და მოვა გამოცდის დღე მეთქი,მან კი ნუ ღელავ ძალიან მალე დადგება ეგ დღეცო და მართალიც იყო।გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა მასწავლებელთან პირველივიზიტი, განსაკუთრებით უნარებთან
თავიდანვე დადებითად განვეწყვე ჩემი უნარების მასწავლებლის მიმართ.მახსოვს, პატარა ბავშვივით ველოდებოდი როდის დადგებოდა 5ოქტომბერი,რომ სწავლა დამწყებოდა.
ძალიან მაგარი ჯგუფი შემხვდა.ყველამ თავიდანვე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს.
ვეხმარებოდით ერთმანეთს თუ კი რაიმეს ვერ გავიგებდით. რამოდენიმე ძალიან, ძალიან საყვარელი მეგობარი შევიძინე მარის,გვანცუს და სალოს სახით.გამიჭირდება ალბათ მთელი ზაფხულის მათ გარეშე გატარება. სხვა ჯგუფებში კი ჩვეულებრივად იყო თავიდანვე ყველფერი, ორი ნაცნობი მასწავლებელი, თითქმის ყველა თანაკლასელი და წარჩინებულებიც. განსხვავებული მხოლოდ ჩვენი შეხვედრის ადგილი, მასწავლებლების სახლი იყო. მუდამ გვეზარებოდა მერვე სართულზე კვირაში სამჯერ ასვლა. ჩამოსვლის კი იცოხლე , 1 წუთიც არ გვჭირდებოდა. გამოგიტყდებით და სასიამოვნო და ამავე დროს სატანჯველი იყო ქართულზე (თავდაპირველად) 7საათი ჯდომა ხანაც 5,
მაგრამ სტანდარტულ დრომდე მალე ჩამოვედით. წუწუნი არასდროს არ ჭრიდა ჩვენს დამრიგებელთან, ყველაფერს ხარისხიანად
და ძირფესვიანად გვასწავლიდა.
ისე, ნამდვილად ვაღიარებ, რომ ამ აბიტურიენტობამ ჩემს ახალ კლასელებთან თავიდან დამაახლოვა და გავიცანით ერთმანეთი სულ თავიდან, როგორც ჩანს ჩემი 1წლიანი ურთიერთობა სკოლაში არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მე ისინი ისე გამეცნო და დავახლოვებულიყავი როგორც დღეს ვართ.
ძალიან მალე გაიარა შემოდგომამ , ზამთარმა და გაზაფხულმაც.აი ზამთარი განსაკუთრებით. რამდენჯერ დავსველებულვართ წვიმაში, რამდენჯერ გავყინულვარ გზაში სიარულით, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით რომ აქამდე მოგვეღწია, ისე რომ ერთიც არ დაგვიწუწუნია.ეს ერთი თვე განსაკუთრებით არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობდით.დილას 6 საათზე ინგლისურთან მისვლით ვიწყებდით,მაგრამ როგორც ჩვენი დავით გურამიშვილი იტყვის ”სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.