Aug 7, 2010

ქუჩის ლანდი (part II)


part I


მივდიოდი და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები. აქამდე მისგან მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი. შეხვედრისას უბრალო გამარჯობის თქმით ვცდებოდით ერთმანეთს.
ახლა კი...
სახეზე ღიმილი არ მომშორებია. ჩემი შინაგანი მე საოცარმა გრძნობამ მოიცვა.
რაღაც შეგრძნება ისევ უკან მაბრუნებდა. თითქოს უკვე მენატრებოდა.
ჩემს თავს გამუდმებით ვეკითხებოდი:
-ნუთუ ამ შეხვედრამ ჩემში რამე შეცვალა?
სახლში მისულს ბედნიერი სახე მქონდა. დედას გაუკვირდა რა მოგივიდა ასეთი გახარებული რატომ ხარო. მეკი რაღაც სისულელეები მოვიგონე. მე რომ მისთვის ეს ყველაფერი მომეყოლა ვიცი ვერ გამიგებდა, მისაყვედურებდა და მეტყოდა სჯობს სწავლას მიხედოო. არ მინდოდა ჩემი სიხარულის ჩაშხამება, ამიტომ ჩემი განცდები მხოლოდ ჩემს თავს გავუზიარე.
ერთი სული მქონდა მესინჯერში როდის დაველაპარაკებოდი. იქნებ უფრო მეტი ჰქონდა მას სათქმელი.
რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, ამაფორიაქა და გაქრა როგორც ლანდი. ყოველ დღე მის ბინასთან მიწევდა გავლა, მისი ბინისკენ არ ვიხედებოდი, არ მინდოდა დავენახე რატომღაც. მაგრამ მე მინდოდა თუნდაც ერთი წუთით მომეკრა მისთვის თვალი. გულში გავიფიქრე კიდევაც ღმერთო ნეტავ დამანახა სადმე თქო.
ღმერთმა მართლა შეისმინა ჩემი თხოვნა, ორი წუთიც კი არ იყო გასული რომ შუა გზაზე შემხვდა. შორიდან შევამჩნიე და გამეღიმა, თვალები სიხარულისგან მიბრწყინავდა, თითქოს იმ წუთში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ვცდილობდი ჩემი სიხარული მას არ შეემჩნია. გადამკოცნა, მომიკითხა და მალე წამოვედი, მოვიმიზეზე მასწავლებელთან მაგვიანდება მეთქი. ცოტა რომ გამცდა შემობრუნდა და მკითხა:
-საღამოთი კომპთან დაჯდები?
- კი როგორ არა.
-კარგი საღამომდე მაშინ. გამიღიმა და გზა გავაგრძელეთ ორივემ.
ბედნიერი ვიყავი, ერთი სული მქონდა საღამოს სახლში მივსულიყავი.
მასწავლებლის სახლამდე კიდევ დიდი გზა მქონდა გასავლელი. ჩემი გონება კვლავ ფიქრებმა მოიცვა. ჩემს თავს ვეკითხებოდი ხომ არ შეგიყვარდა მეთქი. მაგრამ ლევანი ჩემი მეგობრის ყოფილი შეყვარებული იყო.ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ და არ იქნებოდა ჩემგან კარგი საქციელი.
საღამოს კვლავ ღამით მომიწია დაბრუნება. ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, მაგრამ ვერავის ვერ ვამჩნევდი, თითქოს მხოლოდ მე ვიყავი ქუჩის ლანდი.
გავიარე მისი ბინა. მისი ფანჯრიდან კომპიუტერის შუქი ანათებდა. გამიხარდა რომ ისიც კომპთან იჯდა. შიმშილს ვერ ვგრძნობდი. ჩაბნელებული კიბეები წამებში ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა მის გარდა.
ჩვენი გაცნობის დღიდანვე ერთმანეთეთთან საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ. მასთან საუბრისას კაცს მოწყენა არ ელოდა. ახლაც ასე იყო. ჩემი დაღლა გადამავიწყა მასთან საუბარმა.
გამოვუტყდი:
- იცი , გამიხარდა იმ ღამით რომ გნახე, ბოლოს როდის გნახე აღარც კი მახსოვს.
-ჰო, მეც. მიყვარხარ!
მის სიტყვას ყურადღება არ მივაქციე. უბრალო ხუმრობად მივიჩნიე. და საუბარი გავაგრძელე. მან კი რამდენჯერმე გამიმეორა და გაბრაზდა მის სიტყვებს თავი ავარიდე. მოვიმიზეზე სასწავლი მაქვს მეთქი და გავედი.
მას შემდეგ ქუჩაში ხშირად მხვდებოდა. რატომღაც სულ იანვრის ცივ ღამეს მასთან შეხვედრა მახსენდებოდა. იმ დღის მერე გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა.
ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს ჰგავდა. 4 აპრილს ჩემი დაბადებისდღე იყო, 19 წლის გავხდი მაშინ. არ მქონდა სადღესასწაულო განწყობა, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი რომ არ ავღნიშნავდი, არც მეგობრებთან ერთად. დაბადებისდღემდე რამდენიმე დღით ადრე ლევანი შემხვდა კვლავ ქუჩაში, საშინელი ქარი იყო. შორიდან დამინახა რომ მივდიოდი და დამელოდა, გამიკვირდა ამ ქარში მარტო რატომ დგეხარ მეთქი. იმ გზიდან ერთად წამოვედით. ხელები კვლავ გაყინული მქონდა, ჩემს ქურთუკს არ ჰქონდა ჯიბეები ამიტომ ხელებს ვერ ვმალავდი ვერსად, მან კი ჯიბეებიდან ამოიღო ხელი. ხელზე მომკიდა და მითხრა:
-ყინულივით ცივი ხელები გაქვს.
-მისი ხელების სითბო ახლა უკვე მეორედ ვიგრძენი. ახლაც ისეთი თბილი ჰქონდა როგორც ზამთრის იმ ცივ ღამეს.ხელიხელ ჩაკიდებულები მივდიოდით.ხმა არ ამომიღია. თვითონ კი გამაჩერა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.
- იცი, მიყვარხარ და მინდა ჩემი შეყვარებული იყო!
ქარი მის სიტყვებს მიაქროლებდა, წესივრად ვერც გავიგე რა თქვა.
- ძალიან მიყვარხარ...
ხმა ვერ ამოვიღე,ყურებში ეს სიტყვები რამდენჯერმე გამიმეორდა. დამბურძგლა.
ხმა ამოუღებლად გავაგრძელეთ გზა. სახლამდე გაცილება უნდოდა, მაგრამ უარი განვუცხადე.
რომ დავწექი მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი რომ მისდამი გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ მაშინებდა ორი რამ. ვიცოდი რომ მას ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მეშინოდა რომ მეც უბრალო რიგითი გოგო არ ვყოფილიყავი, ან კი ნამდვილად ვუყვარდი? ანიც მაშინებდა, მერიდებოდა მისი, რას მეტყოდა როცა გაიგებდა. თუმცა ორივე რამეზე თვალები დავხუჭე. მაშინვე მივწერე. ვუთხარი მეც მიყვარხარ მეთქი. შინაგანად ბედნიერი ვიყავი, სხვა არაფერი მადარდება. ვთხოვე არავისთვის ეთქვა, არ მინდოდა მთელ თბილისს გაეგო ჩვენი ამბავი. სიყვარულს მალვაო უნდოდაო და მეც მუდამ ვეთანხმებოდი ამ სიტყვებს.ჩვენს შესახებ არავისთვის არ მითქვამს. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.
ჩემი დაბადების დღეც სხვანაირი გამოდგა. მასთან ერთად გავატარე. მაშინაც ქარიანი დღე იყო.
ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს შესახებ. დავრწმუნდი რომ მას მართლა ვუყვარდი.
გამომიტყდა:
-შენდამი პირველი დღიდანვე ვარ სიმპატიით განწყობილი.
მისაყვედურა:
-ძალიან ცივი ხარ და ამაოდ ვცდილობ შენს გათბობას.
გამეღიმა...
-ხო, მართალი ხარ, ეგ იმიტომ რომ აქამდე არავინ მყვარებია. ხომ იცი პირველი ადამიანი ხარ ვინც შემიყვარდა.
გაეღიმა ...
-ხო , ხო. არაუშავს, შენს გალღობას აუცილებლად შევძლებ.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, აღარ იყო ისეთი ერთფეროვანი როგორც ადრე.
2 თვეში გამოცდები მეწყებოდა. ამიტომ უფრო მეტი ყურადრება სწავლისკენ გადავიტანე. ლევანი კი სწავლის სტიმულს მაძლევდა. გამოცდებზეც მუდამ მგულშემატკივრობდა. აბიტურიენტობამ წარმატებით ჩაიარა. უფასოზე მოვხვდი. ჩემებს ახლა შეეძლოთ ეამაყათ ჩემით. მეტიჩარა მეზობლებისთვის შეეძლოთ ამაყად ეპასუხათ რომ უფასოზე ვსწავლობდი. ოჰ, ეს მათთვის შოკი იყო. მე სწორედ ჩემების გადაწყვეტილებით ჩავაბარე ეკონომიურზე. ისე გავაკეთე როგორც მათ სურდათ. მე გავითვალისწინე მათი სურვილი, მათ კი არა ...
მე და ლევანიმ გადავწყვიტეთ მართვის მოწმობა აგვეღო. ორივე ერთად ვმეცადინეობდით, სამწუხაროდ მეც მასსავით მარჯვე ვერ გამოვდექი.მესამე ცდაზე ჩავაბარე. ჩემს მეოცე დაბადების დღეზე ჩემებმა მანქანა მაჩუქეს. golf 4. თითქოს გამოსასყიდი იყო ეს მანქანა მათი ცოდვებისა ჩემს მიმართ. ამით სურდათ მოეგოთ ჩემი სიყვარული. მაგრამ ჩემში მაინც არაფერი შეცვლილა.
უნივერსიტეტშიც ყველაფერი კარგადიყო. სტიპენდიანტი გავხდი. იმედი მქონდა რომ მუშაობასაც მალე დავიწყებდი.
ყველაფერი კარგად იყო გარდა ერთისა, ლევანი ნელ-ნელა მშორდებოდა. ისეთი აღარ იყო როგორც ადრე. სითბოს იჩენდა ჩემს მიმართ, მაგრამ ეტყობოდა რომ ამ სითბოს სხვასაც უყოფდა. თავი მოვიტყუე , არა ასე არ იქნება მეთქი.
უნივერსიტეტის გარდა სხვა გატაცებით ვიყავი დაკავებული. არქეოლოგთა კლუბში ვიყავი გაწევრიანებული. მათთან ერთად ხშირად დავდიოდი სხვადასხვა გათხრებზე. მეც მათსავით ვცდილობდი ჩავწდომოდი მიწის სიღრმეში დამალულ სამყაროს. სამდღიანი გასვლა გვქონდა კახეთში. ლევანიც თან წავიყვანე. ყველაზე სასიამოვნო დღეები იყო. მასთან ერთად ვიჯექი დილის 5საათზე და ხელიხელ ჩაკიდებულები ერთად ვუყურებდით დათოვლილ კავკასიონს. ამ დღეების შემდეგ ჩვენს შორის სიცივის კედელი აღიმართა. არც მიცდია გამერკვია რისი ბრალი იყო. რადგან დარწმუნებული ვიყავი სხვა გოგოსადმი იყო გატაცებული. მასთან რამდენიმე კვირა ურთიერთობა აღარ მქონია. არც დავგრუზულვარ მისი სიცივის გამო. ეს ალბათ იმიტომ რომ მის გარდა სხვასთანაც მქონდა ურთიერთობა თუმცა ძალიან იშვიათად ვხვდებოდი. ის მაღმერთებდა, 3 წლის მანძილზე ვუყვარდი.მისგან ვიღებდი იმ დიდ სითბოს რომელსაც ლევანი სხვას უნაწილებდა. თითქოს ახლა ბარიბარში ვიყავით. ჩემი საქციელის გამო სინდისაც არ შევუწუხებივარ...
2 კვირის მერე თავად მომწერა სად დაიკარგეო. პასუხი არ გავეცი. მიხვდა რაშიც იყო საქმე. მაგრამ არამგონია ამის გამო სინდისს შეეწუხებინა. ორი წუთით წარმოვიდენდი მის გარეშე თუ გავძლებდი. რეაქცია არ მქონდა, მის გარეშეც ასე ვცხოვრობდი და ახლაც ასე იქნება მეთქი ვიიმედებდი თავს...



2 comments:

Sandro said...

მეწყინა, მთავარი გმირის ტრანსფორმაცია და საზოგადოებაში არევა, სისუფთავის დაკარგვა ან სახე ცვლილება. ადამიანის გატეხვა ყოველთვის საინტერესო პროცესია, მაგრამ აქ ცვლილებები არ ჩანდა, პირდაპირ რეზულტატი. ეჭვი მეპარება, რომ მესამე თავი გამოვიდეს მთავარი პერსონაჭი აღარაფრით გამოირჩევა სხვებისგან ანდაც არც გამოირჩეოდა უბრალოდ ცდილობდა სხვანაირობას, ცდილობდა მთავარ პერსონაჟობას, ცდილობდა შეუცდომლობას, მაგრამ მან ამის მაგივრად გაჰყიდა ის რაც მასში მთავარი პერსონაჟის ამბიციას არ აქრობდა. ეს ის სისუფთავე იყო რისი დაკარგვაც მას ასე ძაან უჭირდა, ახალი თვისებების გაჩენა მხოლოდ ახალი პერსონაჭის შემოსვლით შესაძლებელი გახდება, მაგრამ ამაშია ყველაზე დიდი მისტიკა განა ეს გოგო მის შეცვლას როცა გადაწყვეტს არ გახდება ის ამისნაირი ?
პს. სიბნელეში აირბინა კიბეებიო და სკამიდან გადავვარდი :D

Taknatuna said...

:D :D სიბნელის გეშინია? : :D :D
მესამე ნაწილი იქნება ხვალ ალბათ და მერე საერთო შეჯამება გაუკეთეე.
ჩემი პირველი, უბრალო ნაწარმოებია. ხოდა მაინტერესებს ყველანაირი აზრი

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment