იანვრის ცივი დღე იყო... საღამოს 8 საათი... საღამოს 6 საათზე ჯერ ისევ ღამე იყო. მე კი მათამემატიკაზე მივიჩქაროდი. ამ დროს ყველაზე მეტად მეზარებოდა იქ მისვლა, თან უკვე გადაღლილი მქონდა გონება,
- ნეტავ რას დამინიშნა ამ შუაღამისას?!
ჩემი აიფოდი ამ დროს მუდამ თან მქონდა, 300 მდე სიმღერა ყოველთვის ჩემი მგზავრი იყო. საკმარისი იყო radioheadის მოსმენა რომ ყველანაირი დაღლილობა მშორდებოდა, ჩემში თითქოს სხვა ახალი ”მე” იწყებდა აღმოცენებას.ამ დღესაც ასე იყო.
ლიფტში შესვლა არ მიყვარდა, იქიდან გამოსვლა უფრო მსიამოვნებდა, იქ შესვლა 2 საათიან ტანჯვას მოასწავლებდა.2საათის გასვლის მერე ტელეფონზე იწყებოდა დედაჩემის ზარები.
-აუ კარგი რა დე ბავშვი ხომ აღარ ვარ? რისი უნდა მეშინოდეს?
ის დღე გამონაკლისი იყო... ტელეფონი სახლში დამრჩა. მიხაროდა კიდევაც. ერთი დღე მაინც აღარ მომიწევს იგივეს მოსმენათქო. როგორც იქნა მორჩა ეს საშინელი გაკვეთილი. კარები გამოვიხურე, არც დავემშვიდობე მასწავლებელს. ყურსასმენები გავიკეთე Fake Plastic Trees ჩავრთე და ლიფტს ველოდებოდი როდის ამოაღწევდა ჩემამდე. ლიფტიდან გასვლაც არ მიყვარდა, რატომღაც მეგონა, რომ კედელთან ვინმე მელოდებოდა იარაღით ხელში. როგორც მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში ხდება ხოლმე.
ამ ლაპარკ-ლაპარაკში თითები გამეყინა, მგონი ფეხებსაც ვეღარ ვგრძნობდი. ლექს ახლა უკვე ჩემი წასვლის დროა.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გზა გავაგრძელე. ფეხები კვლავ გაყინული მქონდა. მუხლებამდე პალტო მეცვა. ჩემი გრძელი თმები გაშლილი მქონდა, ყურებს მიფარავდა. ტუჩებს და ცხვირსაც ვეღარ ვგრძნობდი. მაგრამ ეგ ყველაფერი მეკიდა.
მიყვარს ცარიელი ქუჩები. არსაიდან ხმა არ ისმოდა.ლანდივით დავდიოდი მხოლოდ მე. ცოტახანში ბიჭები შევნიშნე. გალობდნენ ძალია სასიამოვნოდ. ჩემი ყურსასმენები მოვიხსენი, მათ დავუგდე ყური. შემომხედა ყველამ და გამიღიმეს.
გამიკვირდა და გამიხარდა,რომ გალობდნენ. სასიამოვნო ხმა ჰქონდათ. რაღაცნაირად გახარებული გამოვცდი. მას შემდეგ ის ბიჭები არასდროს არ შემხვედრიან, არადა როდესაც ღამით კვლავ გავივლიდი ველოდი, რომ იქ იქნებოდნენ და ისევ იგალობებდნენ.
1-2 წუთის შემდეგ ბიჭების მორიგი გუნდს ჩავუარე. კარტს თამაშობდნენ... იგინებოდნენ...მგონი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ.
ნეტა რას იყინებიან თქო გავიფიქრე და გზის გაგრძელება გადავწყვიტე, მაგრამ ჩემი სახელი რომ მომესმა რამდენჯერმე გავჩერდი და მივიხედე. ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. გამიკივრდა ამ სიცივეში ეს რამ გამოიყვანა აქ თქო, რადგან არ იყო აქტიური ბიჭი, რომელიც მთელ დროს ბირჟებზე ატარებდეს. ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით გარეთ. ძირითადად მესინჯერში ვლაპარაკობდით. ქუჩაში თუ შევხდებოდით ერთმანეთს ისიც მხოლოდ შემთხვევით. ერთმანეთს მოვიკითხავდით და ვაგრძელებდით გზას. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. საერთო სკოლა, მასწავლებლები, უბანი, მეგობრები. თუმცა მხოლოდ ერთი წელი იყო რაც ვიცნობდი.
ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან , მეკი უკან ვაბიჯებდი. ჩემს თმებს მოჰკიდა ხელი.
საუბარი განვაგრძე.გულში რაღაცამ გაიელვა, თუმცა რა იყო ეს ეხლაც არ ვიცი. თითქოს არ შევიმჩნიე და ხელები კი ავაღებინე, ვუთხარი არ მიყვარს თმებზე რომ მეხებიან თქო.
თბილი ხელები ჰქონდა... მეკი პირიქით... ყინულივით ცივი... ჩემმა ხელებმა გალღობა დაიწყო იმ წუთიდან და გულთან კვლავ იმ გაუგებარმა გრძნობამ გაიელვა. ხელები მითბებოდა, ტუჩები და ფეხები კი საშინლად გამეყინა, ვეღარ ვლაპარაკობდი ვეღარც დავდიოდი. თავი ვაიძულე ცოტაც გამეძლო, რადგან სახლთან ახლოს ვიყავი. მოვუბოდიშე მეჩქარება მეთქი.
მომღიმარი სახით მოვშორდი და ასეთივე მივედი სახლში, გაყინული ფეხები დავიწყებას მიეცა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა...
to be continiue...
ლიფტში შესვლა არ მიყვარდა, იქიდან გამოსვლა უფრო მსიამოვნებდა, იქ შესვლა 2 საათიან ტანჯვას მოასწავლებდა.2საათის გასვლის მერე ტელეფონზე იწყებოდა დედაჩემის ზარები.
-სად ხარ?რამდენ ხანში მოხვალ?ხომ არ გეშინია?.
-აუ კარგი რა დე ბავშვი ხომ აღარ ვარ? რისი უნდა მეშინოდეს?
ის დღე გამონაკლისი იყო... ტელეფონი სახლში დამრჩა. მიხაროდა კიდევაც. ერთი დღე მაინც აღარ მომიწევს იგივეს მოსმენათქო. როგორც იქნა მორჩა ეს საშინელი გაკვეთილი. კარები გამოვიხურე, არც დავემშვიდობე მასწავლებელს. ყურსასმენები გავიკეთე Fake Plastic Trees ჩავრთე და ლიფტს ველოდებოდი როდის ამოაღწევდა ჩემამდე. ლიფტიდან გასვლაც არ მიყვარდა, რატომღაც მეგონა, რომ კედელთან ვინმე მელოდებოდა იარაღით ხელში. როგორც მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში ხდება ხოლმე.
-ოჰ, არა ასეთი ფილმების ყურება დამღუპავს მე-გავიფიქრებდი და გზას ვაგრძელებდი.
საშინელ ადგილას ცხოვრობდა მასწავლებელი. გზა,რომელიც ხრეშიანი იყო, არ იყო განათებული, ვარაუდით ვადგამდი ნაბიჯებს. გამიმართლა რომ ტალახი არ იყო. -ნეტავ როდის დასრულდება ეს ყველაფერი დამღალა აქ სიარულმა-ამ ფიქრებში მყოფი ნორმალურ გზას ვაღწევდი. რადგან კვირა დღე იყო ქუჩა შედარებით ხალხმრავალი იყო. ყველა ისვენებდა და გარეთ გამოდიოდნენ, მაგრამ არ მესმოდა რა თავს იკლავდნენ იმ ყინვაში სეირნობით.ლექსოს მანქანა შევამჩნიე, თვითონაც დამინახა და გააჩერა . ერთმანეთს მივესალმეთ, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. კვირაში ერთხელ ძლივს ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას, რადგან მხოლოდ ერთი დღე ისვენებდა და მხოლოდ კვირაობით ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას.
-ჰოჰ, რამდენი ხანია არ მინახიხარ ბიჯო, (ერთმანეთს ასე მივმართავდით გამუდმებით) მომენატრე ხომ იცი. მეც ეს სამუშაო გადამიყოლებს რა, ღამე რომ მძინავს ნახევრად ფხიზლად ვარ, ვაი და რამე მოხდეს სამუშაოზე და დამირეკონ. ჩემს გარეშე ვერაფერს აკეთებენ. დამაწინაურეს და 2 თვეში გერმანიაში მიშვებენ 3 თვიან კურსებზე სასწავლებლად. სახლში მიდიხარ? თუ არ გეჩქარება ცოტახანი ვილაპარაკოთ და მერე თავად მიგიყვან.
- არა, არ მეჩქარება, იმდენიხანია არ მინახიხარ და არ მილაპარაკია შენთან რა დროს სახლია.
-მოდი აი იქ ჩამოვსხდეთ მაშინ.
საქანელებთან მივედით, ერთმანეთის საპირისპიროდ ვისხედით. -აუ ისე რამდენი ხანია ბიჯო რაც გიცნობ ხომ?- დაიწყო მან. რამდენი კარგი მახსოვს შენგან. შენი ნაჩუქარი ბრელოკი კიდევ მაქვს. მანქანაში მაქვს ისევ დაკიდებული. გახსოვს მცხეთაში რომ წავედით?
-აუ ჰო. ის ”სტაიანჩიკი” გახსოვს რომ გამოგვეკიდა ფული მომეცითო. ჰაჰა, ან კიდევ ის ფოტოგრაფი სურათი, რომ ვერ გადაგვიღო. -გარდაბანში რისთვისღა წავედით ნეტა, ჯანდარაში საზღვართან რომ მივედით, ნადირობა აკრძალულია დიდის ამბით გამოუკრავთ, იქ კაცმა რა უნდა მოინადიროს თქვა სიცილით.
- ჰო ჰო, რამაგარი დღე იყო. მაგ დღეს შენს მანქანაზე პირველად დავჯექი, მახსოვს როგორ ნერვიულობდი არაფერს შევტაკებოდი, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
-უჰ მაგის მერე რამდენჯერ იჯექი კიდე.
-ხო, მგონი ტარება შენს მანქანაზე ვისწავლე.
-უი, ეკლესიაში რომ ვიყავით ბზობას გახსოვს? ვიღაც ბიჭი რომ გამოგვეცნაურა დიდის ამბით.
- არადა, მეგონა ის ბიჭი შენი ნაცნობი იყო. -მეკიდევ პირიქით მეგონა.
-რავიცი, რამე მოვიფიქროთ, მეც მინდა დასვენება , დამღალა ამ სწავლამ. -შემდეგზე სად წავიდეთ?
ამ ლაპარკ-ლაპარაკში თითები გამეყინა, მგონი ფეხებსაც ვეღარ ვგრძნობდი. ლექს ახლა უკვე ჩემი წასვლის დროა.
-დაჯექი მანქანაში მე მიგიყვან- მითხრა მან.
-არა მადლობა, იქითკენ ჩემი მეგობრები მელოდებიან, ვიცრუე. მინდოდა მარტო გამევლო ის გზა. ხალხიც აღარ ჩანდა გზებზე. მე კი ძალიან მიყვარს ღამე მარტო სიარული.ქუჩის ლანდს ვამგვანებ ხოლმე ჩემს თავს.
-კი მაგრამ ღამეა, ქუჩაში მარტო როგორ დაგტოვო.
-ოჰ კაი რა, ნუ დაიწყე დედაჩემივით.
გაეღიმა... -კარგი ჯიგარო, როგორც გაგეხარდება.
მიყვარს ცარიელი ქუჩები. არსაიდან ხმა არ ისმოდა.ლანდივით დავდიოდი მხოლოდ მე. ცოტახანში ბიჭები შევნიშნე. გალობდნენ ძალია სასიამოვნოდ. ჩემი ყურსასმენები მოვიხსენი, მათ დავუგდე ყური. შემომხედა ყველამ და გამიღიმეს.
გამიკვირდა და გამიხარდა,რომ გალობდნენ. სასიამოვნო ხმა ჰქონდათ. რაღაცნაირად გახარებული გამოვცდი. მას შემდეგ ის ბიჭები არასდროს არ შემხვედრიან, არადა როდესაც ღამით კვლავ გავივლიდი ველოდი, რომ იქ იქნებოდნენ და ისევ იგალობებდნენ.
1-2 წუთის შემდეგ ბიჭების მორიგი გუნდს ჩავუარე. კარტს თამაშობდნენ... იგინებოდნენ...მგონი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ.
ნეტა რას იყინებიან თქო გავიფიქრე და გზის გაგრძელება გადავწყვიტე, მაგრამ ჩემი სახელი რომ მომესმა რამდენჯერმე გავჩერდი და მივიხედე. ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. გამიკივრდა ამ სიცივეში ეს რამ გამოიყვანა აქ თქო, რადგან არ იყო აქტიური ბიჭი, რომელიც მთელ დროს ბირჟებზე ატარებდეს. ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით გარეთ. ძირითადად მესინჯერში ვლაპარაკობდით. ქუჩაში თუ შევხდებოდით ერთმანეთს ისიც მხოლოდ შემთხვევით. ერთმანეთს მოვიკითხავდით და ვაგრძელებდით გზას. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. საერთო სკოლა, მასწავლებლები, უბანი, მეგობრები. თუმცა მხოლოდ ერთი წელი იყო რაც ვიცნობდი.
-სად ხარ დაკარგული?
-უჰ რავიცი. ხომ იცი ეს მომზადება რა საშინელებაა.
-ჰო მე უკვე ვიგემე ეგ შარშან.
ყურსასმენები ყელზე მქონდა ჩამოკიდებული, მუსიკა ჩართული იყო, თუმცა არ ვიცი ვინ მღეროდა. -რა სიმღერას უსმენ?
-არვიცი, წეღან pavor stelari იდგა რიგში.
-მაია როგორაა (მასწავლებელი იყო, ) ?
-კარგად, გკითხულობს ხოლმე, მომენატრა ჩემი ნიჭიერაო.
აქ თითქოს შეიფერა.ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან , მეკი უკან ვაბიჯებდი. ჩემს თმებს მოჰკიდა ხელი.
- მიყვარს შენი ოქროსფერი თმები.
თბილი ხელები ჰქონდა... მეკი პირიქით... ყინულივით ცივი... ჩემმა ხელებმა გალღობა დაიწყო იმ წუთიდან და გულთან კვლავ იმ გაუგებარმა გრძნობამ გაიელვა. ხელები მითბებოდა, ტუჩები და ფეხები კი საშინლად გამეყინა, ვეღარ ვლაპარაკობდი ვეღარც დავდიოდი. თავი ვაიძულე ცოტაც გამეძლო, რადგან სახლთან ახლოს ვიყავი. მოვუბოდიშე მეჩქარება მეთქი.
მომღიმარი სახით მოვშორდი და ასეთივე მივედი სახლში, გაყინული ფეხები დავიწყებას მიეცა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა...
to be continiue...
2 comments:
kargi iyo momewona. dasasrulis imedit ganvagrdze kitxva da arc vinane ;D ar ginda ganagrdzo? kargi ikneboda... :)
გავაგრძელეებ,
ამ დღეებ შიდავწერ
მადლობა,
Post a Comment