გუშინ forum.ge-s აბიტურიენტი ფორუმელები შევიკრიბეთ. თუ ამას შეკრება შეიძლება დავარქვათ. სამნი ვიყავი მე, datoch და ika-bebo. ცოტა მოგვიანებით archil-იც მოვიდა, მაგრამ რატომ არ შემოვიდა დარბაზში არვიცი :D დათომ დაიწყო ამ შეკრების ორგანიზება, ვეცადე ბევრისთვის გამეჩინა სურვილი და ბევრი აბიტურიენტი წამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ ინებეს. ცოტა ძველი აბიტურიენტი ფორუმელები კი უკვე გასuლები იყვნენ ქალაქიდან. ამიტომაც ჩვენ სამნი ვიყავით ამ შეკრებაზე. წავედით კინო რუსთაველში ფილმ ”დასაწყისზე”. თავიდან მე და დათო ვიყავით და ცოტა მოგვიანებით ირაკლი შემოგვიერთდა. შუა ფილმის ყურების დროს სასტიკად შემაწუხა (უფროსწორად შეგვაწუხა) ხმამ, რომელიც უკანა რიგიდან ისმოდა, ერთი არსება მთელი ფილმის მანძილზე სრუტუნებდა. მაგის ნაცვლად მე შემრხვა რა, ერთხელ ეგ არაფერი, ორჯერ, მაგრამ უკვე მეტჯერ ნამდვილად საშინელებაა, აი მართლა გამოქცევა მინდოდა იქიდან :| :| ნახევარ დარბაზს კი ეძინა. :D
ფილმს რაც შეეხება საყურელად მართლა ღირს, ნუ მე მომეწონა.(შინაარსის მოყოლას აღარ დავიწყებ ) იქიდან ჯერ ვითომ MC-ში მივდიოდით ნაყინისთვის, მაგრამ მერე ირაკლიმ გადაგვაფიქრებინა და შარდენზე ჩავედით, ერთად ყოფნის განმავლობაში ვცდილობდით გამოცდებზე არ გვესაუბრა რადგან არცერთს არ გვსიამოვნებდა ამ თემაზე ლაპარაკი. ძალიან გემრიელი ნაყინი ვიყიდეთ, იქვე დაფა ჰქონდათ, დიდისამბით წავშალეთ ნაწერები და ნახატები, რომ ჩვენ სამახსოვროდ დაგვეწერა რამე, მაგრამ ბოლოში შეგვეზარა, რადგან ხატვა არც ერთს გვეხერხებოდა, იქიდან ჩვენს ნაყინებთან ერთად ბაღში დავსხედით ვილაპარაკეთ, ცოტახანში კი გამომაცილეს და დავიშალეთ. სასურველია შემდეგ შეკრებაზე მაინც მოვიდნენ ბავშვები.

იქიდან რომ წამოვედი რუსთავის მარშუტკაში ვიღაც 6 ბიჭს 20 თეთრი აკლდებოდა, 20 ლარიანის დახურდავება არ უნდოდათ, ავდექი და მივეცი :D ხოდა დაიწყეს გოგოს რa აპონტში ართმევთო (გეგონება მილიონი მიმეცა :D) ავდგეთ და გადავუხადოთო, ხოდა გადამიხადეს როგორც მადლობა ისე მგზავრობის თანხა :D დავახურდავებინე 20 ლარიანი :D 20 თეთრი მერე აქეთ დამადეს ვალად :D. სახლში ფრიად კმაყოფილი და ნასიამოვნები მოვედი. მაგრამ ძილის წინ ფეხები ისე ამტკივდა იმდენი სიარულისგან :D
1 comment:
dzalian kargia
Post a Comment