Showing posts with label ბანკეტი. Show all posts
Showing posts with label ბანკეტი. Show all posts

Dec 16, 2010

შემაჯამებელი პოსტი

მინდა, ყოველი წლის ბოლოს ანუ დეკემბრის თვეში დავწერო ხოლმე იმ წლის შემაჯამებელი პოსტი. თან მე თვითონაც გადავხედავ და კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჩემს წელს. სათითაო ფრაგმენტის წოველ წამს გახსენება არც თუ ისე საინტერესოა, ამგვარ პოსტში კი ყველაფერი ლაკონურად იქნება გადმოცემული. ჯერ დავიწყებ იმით რომ 6 დეკემბერს, ჩემს ბლოგს ერთი წელი სეუსრულდა (ეს რაც blogspotზე ვარ) (იქამდე wordpessზე ვიყავი 1 წელი)
ანვარი-ახალმა წელმა ყველაზე მშვიდად ჩაიარა გასულ წლებთან შედარებით, არ იყო ბევრი სტუმრიანობა, ამ ფაქტმა გამახარა. (არ მიყვარს გადაბმულად ხალხმრავლობა). ეს ის ახალი წელი იყო, როცა ძლივს ერთხელ ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სხვისი მეკვლეები ვყოფილიყავით. თუმცა ამ კამპანიაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაშინ ჩემი აბიტურიენტობა, და ჩემი მოლოდინი მქონდა გამოცდებთან დაკავშირებით.
ებერვალი-განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, აბიტურიენტობა კვლავ ჩვეულ რიტმში გძელდებოდა. თუმცა როგორ არა, განსაკუთრებული არ იყო ის ,რომ გამოცდების ბლანკი შევავსე, ასე რომ ვთქვათ, პროფესიების სავარაუდო ჩამონათვალი შევადგინე.
არტი- ოო, მარტში კარგი რამ მოხდა. 19 მარტს სრულწლოვანი გავხდი, გავიზარდე, მახსოვს შინაგანად მიხაროდა, რადგან , ჩემი ასაკი ერთგვარად ერთ-ერთი გასაღები იყო ჩემი ოცნებების ასრულებისა.
პრილი- 6 აპრილს ახალ სახლში გადავედი. კარგი განცდა იყო, თუმცა გადაბარგების მომენტი ცუდია. ჯერ როდის შეეჩვევი ახალ სახლს, თუმცა მე ეს მომენტი არ მქონია, უბრალოდ სახლში იაღოველები ცხოვრობდნენ და პირველ ღამეს თეთრ პერანგშჳ ჩაცმული მფრინავი ობიექტი დამესიზმრა.(ნუ იეღოვამ თავისი ქნა :D ) რამდენჯერმე შემეშალა და ჩემს ძველ სახლში მივედი.ჰაჰა, რომ დავაკაკუნე მაშინ გამახსენდა, რომ იქ აღარაფერი მესაქმებოდა.
აისი- ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი თვე ჩემს ცხოვრებაში. 20 მაისს სკოლა დავამთავრე. ხოხ, ჩემმა სკოლის 12 -მა წელმა ძალზეც უცბად გაირბინა. სიმართლე გითხრათ , უკვე ნახევარი წელი გავიდა სკოლის დამთავრებიდან და არც კი მწყდება გული რომ აღარ დავდივარ სკოლაში, არც მენატრება. (არ მესმის რას მისტირიან ამ სკოლის წლებს?!) 23 მაისს კი ის დღე იყო, რომელსაც 12 წელი ველოდი - ანუ ჩემი ბანკეტი. რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა. მეორე დღეს რა საკვირველია 2 დღიანი ექსკურსია გველოდა კახეთში. მთელი ღამე გავათენეთ იქაც.თელავში სახლი ვვიქირავეთ, პატრონი გვეხვეწებოდა ცოტა მშვიდად იყავით, ჭერი ჩამენგრევაო . :D ამ ექსკურსიას ერთი ეშმაკური ხრიკიც თან ერთო, (თუმცა ამ ხრიკს, ეხლა ვერ მოვყვები :D, გარკვეული ადამიანებისთვის არაა აუცილებელი ამის ცოდნა )
ვნისში ყველაფერმა პიკს მიაღწია,გამოცდები ერთ თვეში იწყებოდა. საშინელი თვე მქონდა, დილის 6 საათზე სახლიდან გავდიოდი, საღამოს 10მდე მასწავლებლებთან დავწანწალებდი, საჭმელი, სახლი არც კი მაღსოვდა. ივნისშივე გარდაიცვალა ჩემი სიყვა (sony ericsson w910) უტელეფონოდ ყოფნა 3 თვე ძალიან ცუდი იყო.
ვლისი -ცხელი ყველა გაგებით, ეროვნული გამოცდები დაიწყო, 5 ჯერ მე-4სკოლაში მისვლა, 3-4 საათი სხვადასხვა ოთახებში ჯდომა და გულის ფანცქალით წერა ცუდი შეგრძნება იყო. გარეთ კი უამრავი ადამიანი, რომელიც გეკითხება როგორ დაწერე.
გვისტო-ორმაგად ცხელი აღმოჩნდა ჩემთვის, პასუხების მოლოდინში ყოფნა საშინელება იყო. აქვე იყო პირველი იმედგაცრუება. 2 კვირა დედაჩემთან გაბუტვა და საშინელი დეპრესია.
ექტემბერი- ჩარიცხვების სიები, გრანტი და პირველი დღე უნივერსიტეტში... 59 თანაკურსელი და 20 ჯგუფელი. ახალი ემოციები, ახალი ცხოვრება და ახალი ეტაპი. გარდა ამისა ახალი ტელეფონიც ვიყიდე, რომლის ამბავიც ცალკე პოსტად მიწერია. მოკლედ ფრიად სასიამოვნო თვე იყო.
ქტომბერი- გავხდი ეივონის წარმომადგენელი, აქტიურად ჩავერთე გაყიდვების ამბებში. გარდა ამისა სტუდენტური სამუშაოს ძებნა დავიწყე, თუმცა ფლაერების დარიგების მეტი ვერაფერი ვნახე, მაგრამ არც ამაზე მითქვამს უარი.
ოემბერში პირველად ვიყავი ულამაზეს ადგილას დავითგარეჯში, საიდანაც ახალ ძალებით, ენერგიითა და განწყობით დავბრუნდი.რა გინდ სასაცილოც არ უნდა იყოს მეორედ ვიყავი ამ ხნის მანძილზე ქორწილში.(დიდად არ მიზიდავს ქორწილშჳ სიარული) მესამედ კი ჩემი მეგობრის დაბ დღეზე, მეოთხედ-? მეოთხედ არაფერი არ ყოფილა.
ეკემბერში-რამდენიმე სასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი, (რომელსაც მოგვიანებით გაგიმხელთ). ასევე ავირჩიე ჩემი პროფესია, ფსიქოლოგია. დიახ მომავალი ფსიქოლოგი ვიქნები. რამდენად კარგი ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქორბ ეს ის არის ზუსტად რაც ყველაზე მეტად შემეფერება, გარდა ამისა ხშირად მიფიქრია რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, ახლა კი ყოველი მასალის დაუფლების ჟამს, ჯერ ჩემს თავზე ვცდი ხოლმე, რაც ჩემი თავის უკეთ შესწავლაში მეხმარება.
ადრეა იმაზე საუბარი რა იქნება 2011 წელს, თუმცა უამრავ სიახლეს ველი, ასე ვთქვათ ჩემი ოცნებების სკივრს ყველა გასაღები მოვარგე და ნელ-ნელა მათი ასრულება დაიწყება.

May 25, 2010

ნაკადულის ბანკეტი

ესეც ასე, ახლა შემიძლია ვთქვა რომ სრულფასოვნად სკოლა დამთავრებული ვარ. მე კი აწ დამტკიცებულად მოგითხრობთ ამბებს ბანკეტისა და ექსკურსიის შესახებ.ჯერკიდევ ემოციებში ვარ. სულ ეგ მაკერიაპირზე. ერთადეთი რაც არ მომეწონა ის იყო რომ ბანკეტის და ექსკურსიის წვიმდა. მაგრამ წვიმამ მაინც ვერ მოახერხა ჩვენი უმაგრესი დღეების ჩაშლა.
მოკლედ, 21ში საღამოს 8ზე ჩვენი ბანკეტი იყო დაიშნული. მაგ დღეს უამრავი საქმე მქონდა მოსაგვარებელი და ბევრის სასიარულო, მაგრამ მთავარი საქმე (ვარცხნილობის მოფიქრება) ჯერ კიდევ გასაკეთებელი იყო. ზუსტად არ ვიცოდი როგორ ვარცხნილობას გავიკეთებედი. ინტერნეტი ძირფესვიანად გადავქექე მაგრამ არაფერი არ მომეწონა.მხოლოდ ერთი მომეწონა, და ამას ვერ გაგიკეთებთო. თმის შეღებვაც მინდოდა იასამნისფერ ზოლებში და სამწუხაროდ ეგეც არ გამართლა. საღებავი არ ჰქონდათ.არადა კაბის ფერს მართლა მაგრად მოუხდებოდა.
დილით ავდექი, წვრილმანი საქმეები მოვაგვარე და სამ საათზე მე და ჩემი მეგობარი ნინო ”პარიზში” წავედით.მომწონა ძალიან ძალიან კარგი სიტუაციიაა, მართალია მეექვსე სართულზეა, მაგრამ მაინც ძალიან კარგია, კომფორტულად არის გაკეთებული, და რაც მთავარია კარგი მომსახურე პერსონალი ჰყავს. იქ დაგვხდნენ ჩემი ინგლისურის მასწავლებელი და კიდევ ორი კლასელი. სანამ ისინი თმებს იკეთებდნენ მე ვპაპარაცობდი და სურათებს ვუღებდი. ანის თმები უკვე გაკეთებული ჰქონდა და ფრჩილების გასაკეთებლად იჯდა.

მერე თეონამ დაიწყო ვარცხილობის გაკეთება ჟელენასთან.(ჟელენას თმა მომეწონა)


თეონა და ინგლისურის მასწავლებელი დალი.

შემდე დალისაც მიხედეს,

მოსწავლე და მასწავლებელი gigi.gif



საბოლოო ჯამში ისინი ასე გამოიყურებოდნენ




ამის მერე როგორც იქნა დადგა ნინოს ჯერიც. წესივრად არ ჰქოდნა გადაწყვეტილი როგორ გაიკეთებდა თმებს.სოფომ მიაწოდა რამოდენიმე იდეა და ნინოც ერთ- ერთს დასჯერდა. უკვე 5საათი ხდებოდა მე რომ დავჯექი ვარცხნილობის გასაკეთებლად.სანამ სოფო თმებს მიკეთებდა მე ვპაპარაცობდი

ესეთი კულალები მქონდა, ფენით გამიკეთა,


მხოლოდ ბოლოში იყო დახვეული.
მთლიანობაში კი ასე გამოიყურებოდა

მერე მაკიაჟის გასაკეთებლად დავჯექი, ცხოვრებაში პირველად გავიკეთე მაკიაჟი. და როგორც მეუბნებოდნენ სრულიად განსხვავებული ვიყავი. მომეწონა ჩემი თავი.
ფეხსაცმელი მქონდა თათასთან შეკერილი15 სანტიმეტრიანი ქუსლით და რაც მთავარია ძალიან ადვილი სასიარულო იყო.შვიდის ნახევარი იყო იქიდან რომ წამოვედი, ბიჭებს კი გოგოებთან გავლა დაწყებული ჰქონდათ, მეშინოდა ვაი თუ მივიდნენ ჩემთან და მე იქ არ დავხვდე თქო. მაგრამ მეორე პრობლემა კიდევ ის იყო რომ ჩემს დეიდაშვილ ნინოს ველოდებოდი ის კი არ ჩანდა. წამდაუწუმ ვურეკავდი მოდიან ჩემთან და სად ხარ თქო ნინოსმოსვლა და ბიჭებისაც თითქმის ერთი იყო.
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ ჩემი დაქალი თიკო მოვიდა ჩემთან, რომ დამინახა გაკვირვებული იყო რა სხვანაირი ხარო.
ჩემი პარა ამოვიდა ჩემთან, დათოს რეაქცია სასწაული იყო gigi.gifარ გელოდებოდი თუ ესეთი იქნებოდი და ყველაზე მაგრად შენ გამოიყურებიო. გამიხარდა.სახლში შამპანიური გავხსენით ,დავლოცეთ ერთურთი
და წავედით შემდეგ თეონასთან।
თეონას შემდეგ მასწავლებლებს გავუარეთ და დავიძარით დარბაზისკენ.
იქვე ვნახე ჩვენი დამრიგელის მიერ შეპირებული ტორტი სადაც ბავშვების სახელები უნდა ყოფილიყო წაწერებული

ექსკუსიაზე ყველამ თავისი სახელი შეჭამა gigi.gif

პირველები მე და დათო შევედით.

ოგორც შემდეგ მითხრეს ყველაზე კარგი პარები ჩვენ ვიყავით.




ჯერ ყველამ ერთმანეთთან სურათები გადავიღეთ. ბოლოს კი დავსხედით სუფრაზე. ისეთი დამშეულები იყვნენ ყველანიgigi.gif ჩემმა დეიდაშვილმა მარტინი წამოიღო და ხალხი სხვა მაგიდიდან ჩვენთან მოდოდა, გავიგეთ მარტინი გქონიათო.

გივიას კასტიუმი, მარტინი და მე gigi.gif




ცოტათი რომ დატვრნენ აღარავის უნდოდა შენი სუფრა,ყველა ცეკვავდა









ერთი ბიჭი აჭარულის ხმას რომ გაიგონებდა სემოვარდებოდა ჩვენს დარბაზში იცეკვებდა გავიდოდაgigi.gif აშკარად არ იყო ჩვენი სუფრიდან,მაგრამ კარგად ცეკვავდა, მოცკვავე იყო დgigi.gif
ვიწუწავეთ შამპანიურებითაც

დათომ ბრეიქ დანსი იცეკვა ძალიან მაგრად. მერე კი მაბზრიალა აი დაახლოებით ისე, თანამედროვე ცეკვებში რომ არის ცალი ხელით რომ აბზრიალებენ , მაგრად მომეწონა.
ვითამაშეთ სკამებზე რომ არის თამაში, საიდანაც პირველი გამოვვარდი გამარჯვებული კი იყო ანი.

ღამის 5საათზე ყველანი დავიშალეთ, ნუ მუსიკოსების წასვლამ განაპირობა ეგ თორემ ჩვენ კიდევ გვინდოდა დარჩენა. ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ. იქვე დავთქვით რომ ყოველი წლის 21მაისს შევიკრიბებით და აღვნიშნავთ ჩვენი სკოლის დამთავრებას.