Jan 8, 2011

”განუმეორებლები”

გუშინ ძილისპირულს გამახსენდა ის, რასაც ჩემები მთელი ცხოვრების მანძილზე მსაყვედურობ(დნ)ენ. ჰოდა, მეც ვეცადე უმრავლესობა გამეხსენებინა და რამდენიმე მათგანს თქვენც გაგაცნობთ.
  1. რატომ არ ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე სკოლაში ფრიადოსანი. (არა, როგორ არ ვიყავი უბრალოდ, მათ სუფთა 10სანი უნდოდათ, 9.8ოსნობა ფრიადოსნობას არ ნიშნავს-ო)
  2. რატომ არ მეწერა იმ საგნებში10-იანი რომელიც მათ მოსწონდათ, თუმცა ჩემთვის რომ ეკითხათ სწორედ ამ საგნებს ვერ ვიტანდი ყველაზე მეტად.(გეომეტრია, ქიმია, ფიზიკა ეს ის სამთა კავშირია, რომელიც დღემდე მეზიზღება. თუმცა ეს მოჩვენებითი ფრიადი რაში ჭირდებოდათახლაც არ მესმი, რაც არ უნდა 100-იანი მეწეროს ფიზიკის აზრზე მაინც ვერ მოვალ, ნუ არ მაქვს ტექნიკური ტვინი.)
  3. რატომ არ დადგა ჩემგან მომღერალი ან მოცეკვავე,(ამას უფრო ადრე გაიძახოდნენ, ძირითადად მაშინ, როდესაც ტეელვიზორში ჩემი ასაკის პიროვნებას დაინახავდნენ. )
  4. რატომ არ გამოვდექი არაფერში ანუ რატომ არ მაქვს ნიჭი.(ამას ძირითადად მამაჩემი გაიძახოდა. როცა ვაკეთებდი იმას რაშიც ნიჭი მაქვს, მუდამ გაიძახოდნენ, დაანებე მაგას თავი თვალები გეტკინება და ბევრი ბლა ბლა ბლა...)
  5. რატომ არ ვაკეთებ სახლში არაფერს.(ამას უფრო ბებიაჩემი გაიძახის და მამაჩემიც, ჰო, ჩემი ძმაც :D. სიმართლე რომ ვთქვა, (ძირითადად)მართლა არაფერს ვაკეთებ. იმიტომ რომ ამას საჭიროება არ მოითხოვს.(თუმცა როცა მარტო ვარ ყოველთვის ყველაფერსაც ვაკეთებ) არ შემიძლია მთელი დღე (2 მეზობელი გოგოსავით) სახლის დალაგებას შევწირო. აი, ისეთი ვარ, მთავარია ჩემი ოთახი იყოს დალაგებული და იმის იქით აღარ ვიყურები :D)
  6. რატომ ვზივარ ხოლმე კომპიუტერთან, (თან თუ გაღიმებული სახე შეგამჩნიეს მტრისას :D, (p.s ეს პრობლემა თურმე ბევრს ჰქონია:D)
  7. რატომ არ ვმეცადინეობ გათენებამდე, (თუ მეცადინეობას მალე მორჩი ჰქონიათ რომ არაფერიც არ იცი, ნუ თავის მოტყუება უნდათ ხოლმე და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ვიღაცეების მაგალითი მოჰყავთ ხოლმე. თუმცა მე მე ვარ და სხვა მაგრად მკიდია , როგორ მეცადინეობს)
  8. რატომ არ მიჭირავს წიგნი მაშინაც კი როცა მძინავს. (ეს მაინც ცალკე პუნქტად გამოვყავი, )
  9. რატომ გადაყარეს ტყუილად ფული ჩემს მომზადებაში, (რადგან უფასოზე არ ვარ)
  10. მეათე არ ვიცი, ამ დროს უკვე ჩამთვლიმა :))
აი, სულ ეს იყო ის, რაზეც გუშინ ვფიქრობდი :)) თუ თქვენც გსაყვედურობენ დღმედე მშობლები რაიმეზე შეგიძლიათ დაწეროთ.
ისე, ახლა ამ ყველაფერზე ძალიან ვხალისობ :)
პ.ს პოსტს ამ სიმღერის ფონზე ვწერდი, ხოდა გიზიარებთ თქვენც,

3 comments:

Anonymous said...

lol ყველა ჩემზეა, მე–9–ს გარდა :D ნუ, არც პირველს მსაყვედურობდნე, ვიყავი და...

მივამატებდი: რატომ აგვიანებ გამუდმებით, რომ არ მოსწონტ ჩემი მეგობრები, არ ესმით რატომ მინდა მათთანნ უფრო მეტი დროის გატარება, ვიდრე სახლში...

ეეჰ :|

Taknatuna said...

xo ჩემთანაც ეგრეა,
:D mokleb mSoblebi friad saocaria rsebebi arian, TiTqos SViilebze ზრუნვა უნდათ, ამასობაში კი საოცარ რამეებს სჩადიან :D

anna said...

ეჰჰ ეგ ყველა ქართველი მშობლის სინდრომია
ვერსად გაექცევი.
ჩემი ბლოგი როგორ დავაპიარო:(

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment