ალბათ ყველა ადამიანს, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს ჰქონია ვირტუალური ურთიერთობა საპირისპირო სქესთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძირითადად ტრადიციულად, სურათების გაცვლით, ბებია-ბაბუის სახელების გამოკითხვით და ა.შ მიმდინარეობდა. ამ ფილმში მთავარი გმირების მიმოწერის საშუალება ელექტრონული ფოსტაა, თუმცა მათ ერთმანეთის სახელები არ იციან. ისინი ყოველდღე უზიარებენ ერთმანეთს თავიათ შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს. ორივე გმირისთვის ეს ურთიერთობა საინტერესოა. წარმოიდგინეთ თქვენ გაიცანით ვიღაც თუმცა არ იცით მისი სახელი, ვინ არის, რას წარმოადგენს თუმცა მისი აზროვნება და საუბრის მანერა გაძლევთ იმის საშუალებას, გაფიქრებინოთ, შეიძლება ის თქვენი ოცნების ადამიანი იყოს. თუმცა რა საკვირველია
ეს მხოლოდ თქვენი ნატვრაა. სიტუაცია შესაძლოა ყოველდღიურ ურთიერთობაში კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ქუჩაში გავლისას, თქვენი აზროვნება ამ ადამიანის მიმართ არის მიმართული.შესაძლოა რომელიმე გამვლელი სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს ან თუნდაც ის ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანთ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ.როცა ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენთ, რომ ის ადამიანი რომელსაც თქვენ აქტიურად წერდით აღმოჩნდა ის ვისაც ”ვერ იტანთ” რა შეგრძნება დაგეუფლებათ?
ამ კინომ ერთი ადამიანი გამახსენდა, რომელთანაც 2-3 წლიანი ურთიერთობა მქონდა თუმცა სახელი დღემდე არ ვიცი.თუმცა სახელს ვინ ჩივის :)) ჩვენც დაახლოებით ასეთი სახით ვურთიერთობდით, ყოველ საღამოს ვსაუბობდით ჩვენთვის საინტერესო თემებზე, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს სხვადასხვა წიგნების, კინოების შესახებ. შეძლებისდაგვარად ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს.საბოლოოდ მოსაწყენი გახდა ის, რომ არ ვიცოდი ვინ იყო ის, ამიტომაც დავაიგნორე. :))მას შემდეგ ბევრმა ქარმა განვლო :D ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მასთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებების სიებში ჩაიწერა,
P.S ზეგ გამოცდა მაქვს და რა მეკინოვებმეწერინება ნეტა?