წასვლის წინა საღამოს, მაღვიძარა დავაყენე თუმცა ჩართვა დამვიწყებია, არადა დიდისამბით დავდე ბალიშზე თავი დასაძინებლად, დილით 5-ს აკლდა 1 წუთი რომ წამიერად გამეღვიძა ტელეფონს დავხედე და მაღვიძარა რომ არ ეხატა შემეშინდა, და ამავე დროს გამიხარდა კიდეც,რომ დარჩენას გადავურჩი. მაშინვე წამოვხტი ჩავიცვი და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარი, ჩემი და ცაბოს მისვლა კაკრას რომ ერთი იყო, ნელ-ნელა სხვებიც მოვიდნენ და ამასობაში სხვა საჭირო ნივთების ყიდვას შევუდექით, 2 ვე მარშუტკაც მალე ადგილზე გაჩნდნენ და ადგილები დავიკავეთ. ჯერ მეორე მარშუტკა გავიდა, ჩვენ კი ერთი მონაწილის მოსვლას ველოდებოდით, რომელმაც 30წუთზე მეტი დააგვინა. რასაკვირველია ყველამ უკმაყოფილება გამოვხატეთ და მის ჩასაქოლად მოვემზადეთ, თუმცა მაინც 2 დადებითი კი მიიღო და გადავიდა მეორე ტურში, ანუ წამოვიდა მლეთაში.
მე მზის კრემებით შეიარაღებული წავედი.
გზად ერთ-ერთ ადგილას გავჩერდით 10-15 წუთით, რომ ხაჭაპურები შეგვეკვეთა, იქაური სილამაზით ცოტახანი დავტკბით და კვლავ დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. მლეთაში ჩასულებს უამრავი ადამიანი დაგვხდა, ზოგი მაშინ იწყებდა ასვლას, ზოგიც ჩამოდიოდა და ნაწილიც სუფრას შლიდა.
თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა აღმრთებზე ასვლა, იმასაც კი ვფიქრობდი რომ ვერ შევძლებდი და დარჩენის ფიქრიც გავივლე თავში, მაგრამ მაშინ მაგ დღის მთელ მუღამს გემოს ვერ გავუგებდი და ჩემი წასვლაც სრულიად უაზრო იქნებოდა. ტყემდე მიღწევა ცოტათი გაჭირდა, იქ ბევრი ადამიანი ფეხმოტეხილი ბრუნდებოდა ზემოდან, ზოგიც ტალახში იყო ამოგანგლული, არადა არც ნაწვიმი არ იყო, გამიკვირდა სად ნახეს ტალახი.
| ტყეში შესვლამდე |
ტყიდან რომ გამოვედით და ერთ ერთი აღმართიც გადავლახეთ გამოჩნდა ის ადგილი სადაც უნდა ავსულიყავით, მმმ კარგი განცდა იყო ნამდვილად, იმ ადგილის დანახვამ უფრო მეტი ძალა შემმატა და მეტი და მეტი ენერგიით მივიწევდი წინ.
| როგორც იქნა გამოჩნდა, |
გზად სამი წყარო გავიარეთ და 3ვეგან იმდენი ხალხი იყო რომ იქ რიგში დგომას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მე აქტიურად გავაგრძელე გზა.
| სულ არაა აღმართი |
| ზებრა მყინვარი |
| როგორც იქნა ავედით |
თუმცაღა, იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ ჯაჭვის რიგში ჩადგომაზეც კი არ გამიფიქრებია.მანამ სანამ სხვებიც ამოვიდოდნენ, მე და სერჟანტმა ხაჭაპურები ამოვიღეთ და ოდნავ სული მოვითქვით.
ყველანი ეკლესიასთან შევიკრიბეთ, ყველამ ერთად სული მოვითქვით და ცოტახანი იქაურ სილამაზეს ვადევნებდით თვალყურს.
ერთ-ერთი პარტიის წევრებიც დროს არ კარგავდნენ უქმად,
| მეც ვითხოვე ფაფახი |
უკვე 2 საათი ხდებოდა, ამიტომ ნაწილი ქვევით დავიძარით.
გზადაგზა ვხვდებოდი თუ რა ძალიან მეწვებოდა მკლდავები და სახე. ჩემი მზის კრემები უძლური აღმოჩნდა იქაური მზისადმი. დაბლა ჩამოსვლას 1.5 სთ მოვანდომეთ და ამ ხნის მანძილზე უზომოდ დავიწვი, იმდენად რომ მზის სხივებმა თავის კანის ნაწილი უზომოდ დამიწვა.გზადკვლავ ფეხმოტეხილები მხვდებოდნენ, ერთ-ერთ ქალს ჩვენმა სერჟანტმა საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია, და მე მისით ვამაყობ, საწყალი ქალი მიწაზე ეგდო და ვეღარ მიდიოდა ნაღრძობი ფეხის გამო, გუგამ კი ჯოხებისა და ქამრების დახმარებით საკაცე გააკეთა და ის ქალი იქიდან საკაცით ჩმოიყვანეს.
5 საათისთვის ყველანი შევიკრიბეთ, უკვე იმდენად დაღლილები ვიყავით რომ ჭამის თავიც კი არ გვქონდა. ბოლოს ზღარბუნიანში გავჩერდით და ჩვენი ჟრიამულიც იქ გაგრძელდა.
No comments:
Post a Comment