წარმატებული სამუშაო თვის მერე +2 დღე მაქვს დასასვენებლად, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ დასვენებას, როცა 120 გამოცდის საკითხი გაქვს სასწავლი, 3 გამოცდის ბილეთი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მაქვს. არადა ისეთი სიზარმაცე მჭირს მაგასთან დაკავშირებით, მიდევს გვერდით კონსპექტები, ავიღებ წავიკითხავ დავდებ. ძალიან მინდა მალე მორჩეს ეს უნივერსიტეტისეული დღეები, რომ მერე არხეინად ვიყო ის 2 თვე, რომელიც წინ მელოდება. შვებულების 7 დღე წინ მაქვს მაგრამ არ ვიცი სად როდის როგორ გავატარებ, არ მინდა სოფელში არც სახლში, რამე საინტერესო ერთი კვირა მინდა მქონდეს. სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში ან სადმე მსგავს ადგილას, მაგრამ ამჟამად ჩემთვის დასვენებაზე მეტად ჩემი მომავალი მანქანის ამბებია წინა პლანზე. რესპუბლიკის ბანკში ანაბარი გავხსენი და თითქმის მთელი ხელფასი იქ შემაქვს, რამდენიმე თვე ასე ვთქვათ ვჟოშკობ, ჩემს 21-ე დაბი დუბის მანქანის სიგნალებით უნდა შევხვდე :)), მე-20 დაბ დღეზე ლეპტოპი ჩავიხუტე, ახლა მანქანის ჯერია, მესამე ადგილას ფოტოაპარატი დგას, სავარაუდოდ canon 600d. ორივე მინდა აუცილებლად 2013 წლის ბოლომდე მოესწროს, ჩემი სამი ძირითადი ოცნება ასრულდება ალბათ მაგით, და შემდგომ წვრილ-წვრილი სურვილების ასრულებას დავიწყებ. რამდენი რაღაც მაქვს დაგეგმილი, ჰმმმ სანამ დროა, სანამ გული გულობს სჯობს ყველაფერი ავისრულო. :)
პრავას რაც შეეხეება ჯერჯერობით მისი აღების მოტივაცია ძალზედ დაბალია, ამიტომ დიდად არ ვდარდობ, როცა მანქანის ყიდვის დრო მოახლოვდება აუცილებლად ავიღებ.
იმდენად ვარ ჩაბმული ამ ოცნებებში, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გადამავიწყა , რაღაც-რაღაცეები უფრო მარტივად აღმაქმევინა კიდეც, და წუწუნისათვის და მსგავსი პრობლემებისათვის ნაკლები დრო დამიტოვა.
ძალიან მინდა ყველაფერი იმაზე მალე მოხდეს ვიდრე ეს ჩემს გეგმებში ზის, :)

No comments:
Post a Comment