მთელი წელი
ველოდებით ზაფხულს, ზაფხულში ივლისს ან აგვისტოს, და შემდგომ უკვე შვებულებებს, სამწუხაროა
ის რომ ეს შვებულება მხოლოდ 1 კვირა გრძელდება, მაგრამ ამ 1 კვირის მანძილზე მაინც მაქსიმალურად
ცდილობ განიტვირთო იმ ყოველდღიურობისგან, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვაქვს ალბათ ცხოვრებაში.
მებედნიერება, იმიტომ რომ წყლის ნაპირას ვზივარ და ვწერ პოსტს, რომელიც ძალიან დიდი
ხანია მინდა დავწერო და ჩემი ბევრი ამბებიც დავწერო. მახალისებს , მამშვიდებს და სიამოვნებას
მანიჭებს წყლის ტალღების ხმა, პლიაჟზე არავინ არის და ამ სიმშვიდესაც არავინ მირღვევს,
მერე რა რომ მზე მენატრება, მერე რა რომ ყოველ
წამს ნანობ, რომ უფრო თბილი ტანსაცმელი უნდა ჩაგედო, სამაგიეროდ არის ბევრი ისეთი მომენტი,
რომელიც შენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება და მათი გახსენება ყოველთვის ღიმილს მოგგვრის სახეზე.
ახლა კი როდესაც
უკვე გავიდა ჩემი დასვენებები და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრების რიტმს, ყველაფერმა ერთფეროვანი
სახე მიიღო, ნელ ნელა სიმწვანეს ვემშვიდობები,
რამდენიმე კვირაში ფოთოლცვენ დაიწყება და გაზაფხულის მოლოდინში ვიქნები ისევ.
ახლა უფრო ორმაგად ველი გაზაფხულს,რადგან ჩემთვის
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ -პიპო მეყოლება. ჯერჯერობით ისევ ყველა სკეპტიკურად
უყურებს ამას, მექნება ახალი საცხოვრებელი ოთახი ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი გემოვნებით
შექმნილი და მექნება ქენონის ფოტოაპარატი, და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს განკარგულებაში
იქნება.
რამდენიმე კვირაში
უნივერსიტეტს ვიწყებ, უკვე მესამე კურსზე გადავედი და ისე სწრაფად გავიდა ეს ჩემი
2 წლიანი სტუდენტობის წლები რომ ჯერ კვლავ სკოლის მოსწავლე მგონია თავი, ისე მალე გადის
ჩემი ცხოვრების დღეები, რომ ვერც კი ვაანალიზებ თითოეულ დღეს. ვატყობ რომ წერის მუღამი მაქვს ჩაკლული , არადა იმდენი რამ დამიგროვდა დასაწერიი, წერა მენატრება საერთოდაც, :((
No comments:
Post a Comment