Jun 5, 2012

მე მინდა ჩემი მე

რაც დრო გადის მით უფრო მეტი და მეტი პრობლემები  მიგროვდება. მაგალითად უნივერსიტეტი, ძალიან მეზარება ეს ფინალური გამოცდები, წელს თითქოს ზაფხულს ვერც კი შევიგრძნობ, არც კი ვიცი დასასვენებლად წასვლას მოვახერხებ თუ არა,  წესით და რიგით არ მეკუთვნის ხელფასიანი შვებულება. არადა ვგრძნობ რომ ნელ-ნელა შინაგანად ფუტურო ხესავით ვხდები, ემოციებისგან საგრძნობლად დაცლილი ვარ, ხანდახან მინდა ვიტირო და ცრემლებსაც ვერ ვღვრი. ხალხთან ურთიერთობამაც საგრძNობლად დამღალა, ყველაზე ძნელია გქონდეს ყოველდღიურად უამრავი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ყველას ხასიათი და ტიპი უნდა გაითავისო და მათსავით მოიქცე. 

 ცოტა არ იყოს და ერთფეროვნებამაც დამღალა, ვერ ვიცლი რომ სახლი-უნივერსიტეტი-სამუშაოს გარდა სხვა რამითაც დავკავდე. მომენატრა შინაურული ხალხმრავლობა, მეგობრებთან ერთად შეკრება და ბევრი ბევრი ჭორიკნობები.
ნელ-ნელა ზაფხულის მზემაც გამოანათა და აკვა პარკის გახსნასთან ერთად რუჯის მიღების სეზონსაც გავხსნი. მზის კრემები უკვე მომარჯვებული მაქვს, წელს მინდა ვიყო ტარაკანასავით შავი, სიბნელეში რომ ვიკარგებოდე დაახლოებით ისეთი. 
 დღეიდან ვიწყებ ფულის მოგროვებას სანატრელი მანქანისთის, უკვე სიზმრებშიც კი პეჟოს ვხედავ, მმმ ძალიან მინდა მალე გავიდეს ეს 1 წელი. ჩემი გათვლებით  იქითა ზაფხულს უკვე საკუთარი მანქანით უნდა ვმოძრაობდე. პრავა არ მაქვს ჯერ, რადგან მოტივაცია ჯერ დიდი არ არის პრავის აღების, ძალიან ბევრჯერ დავიწყე სწავლა მაგრამ შუა გზაში მივატოვე, როდესაც მანქანის ყიდვის დრო მოახლოვდება ეს მოტივაცია გაცილებით ამაღლდება ალბათ. 
ხვალინდელ დღეს სულმოუთმენლად ველი, ამიხდება ერთ-ერთი ოცნება, რომლის განხორციელებასაც უკვე 3 წელია ველი, თუმცა ყოველ წელს რაღაც პრობლემა მხვდებოდა, წელს ყველაზე მეტად მიზანმიმართული, ვარ სწორედ ამიტომაც  მინდა ლომისობას მლეთაშ წასვლა და იქნება კიდეც ასე. ჯაჭვთან რამდენად მივაღწევ ეს მეორე საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ იმ ადგილას დავდგა ფეხი სადაც მთელი სული და გული მრჩებოდა ყოველ ლომისობას.






No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment