26 მაისიდან 29მაისამდე ჩვენს მაღაზიებში საკმაოდ კარგი ფასდაკლებები იყო, შესაბამისად ხალხიც ბევრი იყო და დამღლელი დღეების რაოდენიბაც გაიზარდა, გამომდინარე აქედან ჩვენმა უფროსობამ გადაწყვიტა თავისი თანამშრომლები გაემხნევებინა და ბოულინგ კლუბში დაგვპატიჟა, სადაც შეჯიბრთან ერთად მინი ფურშეტითაც გაგვიმასპინძლდნენ.
სიმართლე გითხრათ ბოულინგი პირველად ვითამაშე და საკმაოდ დიდი სიამოვნებაც მივიღე, ჯერ თავიდან მოთელვებს გავდიოდით, წამყვანიც თამაშის წესებს გვაცნობდა, მოგვიანებით შეჯიბრზეც გადავედით, მეპირველ პარტიაში ბოლოდან მეორეზე გავედი :D ნუ, ჩვენს მენეჯერს ვაჯობე, :)))) სასუსნავების თანხლებით გემრიელად ვთამაშობდით ყველანი.
სხვა მაღაზიების ბავშვები OKის მაისურებით იყვნენ მოსულები, მაგრამ ისიც გვეყო რა 10-8მდე გვაცვია, მეტიჩრობა იყო ნამეტანი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა გამარჯვებული, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, რომლებმაც მედლები და სამხსოვრო პრიზები აიღეს. დღის ბოლოს, ყველანი ფრიად ნასიამოვნებები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოად დანგრეული ვარ და თითქმის ყველა კუნთი მტკივა ამ სიამოვნებად ღირდა. მე ბოულინგის მუღამში ვარ დღეიდან უახლოეს ხელფასზე აუცილებლად ვესტუმრები კვლავ.
ბოულინგის შემდგომ რასაკვირველია ყველანი დავიშალეთ, სამწუხაროდ ჩემს რამდენიმე თანამშრომელს და მეგობარს ავარია მოუვიდათ რიყეზე გვირაბში, ამჟამად ყველანი კარგად იმყოფებიან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მანქანა გაკეთებას აღარ ექვემდებარება ყველაფერი რიგზეა, და ბავშვებიც შოკური მდგომრეობიდან ნელ-ნელა გამოდიან. დღევანდელი დღე მათ გამო ძალიან ცუდად ვიყავი, ყველა ძალიან მიყვარან!


No comments:
Post a Comment