Showing posts with label პრავა. Show all posts
Showing posts with label პრავა. Show all posts

Mar 17, 2011

ჩემი განახლებული ცხოვრება

ხომ ვთქვი გაზაფხული სიახლეებით უნდა დავიწყო თქო და ასეც არის, მე მოვიშორე ვალი/ვალები და თავს ვგრძნობ უბედნიერეს ადამიანად. მიუხედავაც იმისა რომ ეს ვალი არ იყო დიდი თანხა (თვეში 54 ლარი)მაინც ძნელი გადასახდელია ადამიანისთვის, რომელიც არ მუშაობს და მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. ფული ბანკში შეტანილი არ მქონდა, რომ უკვე მეორე თვის თანხისთვის უნდა დამეწყო ზრუნვა. წინა ექვსი თვე უსაშინლესობა იყო. უკვე სამჯერ აღვმოჩნდი მსგავს შემთხვევაში და საბოლოოდ ვისწავლე ჭკუა, აღარ შევიცვლი ტელეფონს მანამ სანამ თავად არ მექნება შემოსავლის წყარო.
ზეგ ჩემი დაბადების დღეა, ნუ უბრალო დაბადების დღე არა ოქროსი.ანუ როგორც მე ვუწოდებ ჩემს თავს ”ოქროი გოგო” ვიქნები 19 მარტს.წელს ყველაზე სასიამოვნო, სტუდენტის ამპლუაში შევხვდები ამ დღეს. არ ვაპირებ აღნიშვნას. მირჩევნია ამ დღემაც სხვა დღეების მსგავსად მშვიდად ჩაიაროს. თუმცა საჩუქრებისთვის ჩემი დაბ დღე მუდამ ღიაა.ჩემებმა უკვე მაჩუქეს ფული,როგორც შენ გაგეხარდება ისე გამოიყენეო. რადგან დაბადების დღის აღნიშვნას საერთოდ არ ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყიდო ოქროს ბეჭედი. რაიმე გოგოშკური, რომელიც მუდამ მეკეთება. სამკაულების მომხმარებელი დიდად არ ვარ, განსაკუთრებით კი ოქროსი, მაგრამ ამას წინათ ერთი ლამაზი ბეჭედი ვნახე ინტერნეტში. რამაც ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მომიწონეს, აქ თუ მსგავს ვერ ვიშოვი გაკეთება პრობლემა არ იქნება. ყვავილებში ბრილიანტის თვლებს ჩავასმევინებ. დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ძვირი არ დამიჯდება ეს სიამოვნება.
გარდა ამისა, ჩემს თავს დაუბრუნდა ის შემართება, რომელიც მართვის მოწმობის აღებაში დამეხმარება, პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის ბილეთები უნდა ვისწავლო. წინა ზაფხულს გაგანია გამოცდების პასუხების მოლოდინში 500 ბილეთი ვისწავლე, მაგრამ იმდენად დათრგუნული ვიყავი შინაგანად, რომ მეტის სწავლა ვეღარ შევძელი. ახლა კი დიდი იმედი მაქვს რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან წარმატებით.
ნელ-ნელა მზეც უფრო მცხუნვარე ხდება, და დათბობასთან დაკავშირებით მშვენიერი დრო ჩნდება იმისთვის რომ ადამიანმა მოიარო საქარტველოს ულამაზესი კუთხეები. უნივერსიტეტი მალე განაახლებს ექსკურსიებს. ძალიან მინდა, რომ ივნისამდე მოვინახულო ყაზბეგი, ზედაზენი, რკონი, ანანური, ჩარგალი და ასევე მლეთა. მლეთაში წასვლა ყველაზე მეტად მინდა. ლომისობას (წელს ივნისის შუა რიცხვებში იქნება) თავს არ დავზგოგავ რომ წავიდე, უკვე 3 წელია მუდამ რაღაც მიშლის ხელს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ამჟამად ნამდვილად მეღირსება იქ წასვლა.
გარდა ამისა ნინოსაც სურს, ყოველ შაბათ-კვირას უქმე დღეებში ახლობელ ადამიანებთან ერთად მოინახულოს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები.მოკლედ 1-2 დღიანი ლაშქრობები იქნება. მას მეც დიდი სიამოვნებით ვუერთდები. რაც უფრო ამწვანდება ბუნება, ალბათ მით უფრო სასიამოვნო იქნება სიარულიც. ძალიან მინდა გვირილებითა და ყაყაჩოებით სავსე ადგილას მოვხვდეთ, ალბათ იმ ადგილს ვერავინ მომწყვეტავს (:
p.sერ შევასრულე ჩემი სიტყვა,ვერ ავედი სკოლაში. ასევე ვერ ვნახე ჩემი ყოფილი სკოლის მასწავლებელიც,რომელიც აღმოჩნდა რომ ჩემს ბლოგს კითხულობს ხოლმე. :))