ჩემი კვირა სრულებითაც არ იყო ისეთი მძიმე როგორც ეს ერთი შეხედვით მიმაჩნდა. პირიქით, ძალიან საინტერესო, ოდნავ გადატვირთული და ძალიან ცივი იყო ალბათ.
ორშაბათიდან ტრენინგი დამეწყო OK ში, სერვის + ში, საკმაოდ საინტერესო იყო. რაღაცნაირად მეაქტიურებოდა კიდეც. ა ჰო, მე ხომ არც არასდროს არ ვყოფილვარ პასიური, პირიქით.
ტრენინგები საკმაოდ ხალისიანად მიმდინარეობდა. მაგრამ ბავშვები დიდად არ
მომეწონნენ. მთელი ტრენინგი ისე მიმდინარეობდა რომ უმრავლესობა ხმასაც არიღებდა დასმულ კითხვაზე პასუხისგასაცემად. ა, კიდევ ისეთები,
რომელთათვისაც ლურჯი, ცისფერი, მწვანე ფერის თმა, პირსინგი საზოგადოებისსთის მიურებლად ჩაცმა დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ასეთ ადამიანებთან ვერც მეგობროობენ. აშკარად არ ვართ ერთმანეთთან საურთიერთობოდ განკუთვნილები. კიდევ ერთი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა წაიღო ტვინი. ( სგ,სგ გავიგეთ რომ რუსეთში ცხოვრობდი და რუსული იცი)ორშაბათს ტექნიკაში გვექნება ტრენინგი და 4 დეკემბრიდან მაღაზიებში გადავინაცვლებთ პრაქტიკებზე.
ლიმონის ჩაის სეზონი გავხსენი, მმმ უუგემრიელესეია. ისე მათბობს. ძალიან მიყვარს ჭიქას გაყინულ ხელებს რომ შემოვახვევ. უცბად მითბობს ხელებს. ბოლოს, ლიმონის ჭამაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.


No comments:
Post a Comment