ჩემი სურვილი, რომ +30 პროცენტით ბოროტი ვყოფილიყავი არ გამართლდა.არც კი ვიცი ეს რაში მჭირდებოდა. ისე მიმაჩნია რომ საერთოდაც არ ვარ ბოროტი, ერთი პროცენტითაც კი. არც შურიანი, არც ბოღმა და ა.შ. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ის რომ ჩემი სურვილი ცოტათი გავბოროტებულიყავი უშედეგო აღმოჩნდა.
ამ ბოლო დროს მართლა შევიცვალე, მაგრამ არამგონია უარყოფითად. უბრალოდ ზაფხულიდან მოყოლებული, მას მერე რაც 1 კვირიანი პენსიონერული დასვენება მოვიწყვე ხმაურს ვეღარ ვიტან. ზედმეტი ყვირილი, ქაოსი, ფაცი-ფუცი ოჰ კატასტროფად იქცა ჩემთვის. სასტიკად მაღიზიანებს მარშუტკაში შემთხვევითად შემხვედრი ადმიანების საუბარი, პატარა ბავშვის ტირილი, რომელსაც მგზავრობა არ მოსწონს და ა.შ. ძალიან მაღიზიანებს ისიც, რომ გარშემო მყოფები, უაზროდ ყვირილს იწყებენ, როდესაც შეიძლება ხმადაბლა საუბარი და ყვირილის ნაცვლად ადამიანურად საუბარი. მაღიზიანებს ტელევიზორის ხმაც. ჰმმ ვითომ ნევროზი მაქვს?
რაღაცნაირად ძალიან გამაღიზიანებელი გახდნენ ჩემთვის ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ძალით ირთულებენ, ძალით იქმნიან პრობლემებს და მათ მოგვარებაზე არც ფიქრობენ. ხმამაღლა აფიშირებას ახდენენ და თითქოს სხვებს თავს აცოდებენ ამით. პრობლემას ზედმეტი ლაყბობა კი არა ფიქრი უნდა, თუ როგორ მოაგვარო იგი მარტივი ხერხებით.
ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მენატრება არის ზაფხული, უფროსწორად მზე და სითბო. არასდროს ვიყავი მომხრე ზამთრის. უზომოდ მეზიზღება სიცივე. ალბათ დღეები უნდა ვითვალო როდის გავა 3 თვე, როდის მეღირსება თხელი ტანსაცმელი და ბევრი ბევრი სითბო. საშინელებაა ის რომ დილით გარეთ გახედვისას ირგვლივ გადამხმარი გხვდება ყველაფერი. საოცრად ჩამკვდარია ყველაფერი.
ორშაბათიდან მძიმე კვირა მეწყება. 6 გამოცდა +ტრენინგი. მიხარია, ეს ის დღეებია, როცა ყველაფერი გამოსწორების გზაზე უნდა დადგეს ჩემს კარიერაში. ტრენინგების დრომ პრობლემა შემიქმნა უნიში, თუმცა ყველაფერი ჯიგარი ლექტორების დახმარებით საკმაოდ იოლად გადავჭერი.
გეგმების დაწყბოის პერიოდი მაქვს, მაგრამ ამასთანავე მეშინია. რადგან როგორც წესი ცხოვრება ნაკლებად მიჰყვება ამ გეგმებს. ვნახოთ რა იქნება.




No comments:
Post a Comment