Nov 1, 2011

რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს თავს?

ყველა ადამიანს ჰყავს თავისი საკუთარი მე, რომელსაც შესაძლოა კარგად იცნობს ან პირიქით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი თავი უკეთ შევისწავლო, მინდა გითხრათ რომ ეს არც ისე იოლია.  თითქოს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ რამეს ვიგებ ჩემი მეს შესახებ. სიმართლე გითხრათ ძალიან საინტერესოა ახალ-ახალი ინფორმაციის აღმოჩენა, რომელზეც ადრე არასდროს დავფიქრებულვარ.

ერთი შეხედვით, ვიცით რა გვიყვარს, არ გვიყვარს, ან მოგვწონს და ა.შ მაგრამ ეს არ გულისხმობს ჩვენი მე-ს ძირფესვიანად შესწავლას.

 ჩვენი მე -ს გაცნობიერება ორგვარია: პირადი და საჯარო. პირადი ანუ პრივატული მე შედგება სხვისთის უხილავი განწყობისაგან და გრძნობებისგან, ხოლო საჯარო კი პირიქით, ღია ქცევას შეიცავს, სწორედ საჯარო ქცევებით წარუდგება ადამიანი საზოგადოებას.

საინტერესოა ის თუ, რამდენად ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას : ვინ ვარ მე? ან რამდენად ხშირად გაქვთ დიალოგი საკუთარ თავთან, რამდენად გულწრფელი ხართ საკუთარი თავის მიმართ? 

საინტერესოა ისიც, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ახლო მეგობარს თუნდაც. ამ მიზნით გთავაზობთ პატარა ტესტირებას, რომელიც შემდეგი პრინციპით უნდა გააკეთოთ.

მაშასე,  თავდაპირველად ასრულებთ თქვენს მეგობარზე ამ წინადადებებს, შეგიძლიათ სთხოვოთ მასაც და დაწეროს თქვენზე, შემდეგ კი ასრულებთ ამ წინადადებებს თქვენს თავზე,  თქვენი მეგობარიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, დაწეროს ჯერ თქვენზე და შემდეგ საკუთარ თავზე.  ბოლოს კი წაიკითხეთ ორივე და განმარტეთ რამდენად დაემთხვა თქვენი მეგობრის აზრები თქვენს შესახებ და პირიქით, რამდენად დაემთხვა თქვენი შეხედულებები თქვენს მეგობარზე. 

1.მას მოსწონს . . .
2.მისი საყვარელი საქმიანობაა. . . .
3.მას უხარია . . .
4.თუ რაღაც კარგა ვერ გამოუვიდა . . .
5.თუ მოწყენილია . . .
6.თუ მისით ვინმე აღფრთოვანდა . . .
7.თუ არ აქვს რამის გაკეთების სურვილი . . .
8.თუ რაღაცის ეშინია . . . .
9. ის ამაყობს...
10. ის აპირებს . . .
11.ყველაზე მეტად მას უნდა რომ . . .
12.მისი მომავალი მიზანია . . .
13.საშინლად ბრაზდება როცა . . .
14.მისთვის ყველაზე ძნელია . . .
16.ძალიან სწყინს როცა . . .
17.ის ისვენებს როცა . . .
18. როცა წვიმს ის . . .
19.ზაფხულში ის . . .
20 საქართველო მისთვის . . .