Sep 15, 2011

არ შეჩერდე წაუცვლილებე!

მე ცვლილებებისთვის ვემზადები, უფროსწორად კი არ ვემზადები ნელ-ნელა ჩემს თავში, გარეგნობაში ცვლილებები შემაქვს. სხვათაშორის სულაც არ ვარ უკმაყოფილო ამით, პირიქით,
ასე მაგალითად სულ მინდოდა ლამაზი ფრჩხილები მქონოდა, რამდენჯერ ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის კრახს განვიცდიდი. ძირითადად არ მომწონდა ჩემი თითები, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა ეს მხოლოდ მოუვლელობის ბრალი იყო.
ადრე ფრჩხილებს ძირში ვიჭრიდი, ვერ ვგუობდი, მაგრამ რაც უფრო გადის დღე ყველაფერს თავისით მოაქვს შეცვლის სურვილი, ასევე შეგუების მომენტიც უფრო მარტივია.
ჰმმ, ერთ თითზე წვალებით და ცოდვით გაზრდილი ფრჩხილი მოვიჭერი, ახლა ამ თითზე სიმელოტის განცდა მაქვს, რომ ვუყურებ გული მიწუხს, და ასე მგონია, რომ რაღაც ნაწილი მაკლია.
აქვე დავადგინე ისიც, რომ მამაკაცებისთვის ეს თითზე სიმელოტის განცდა უცხოა, (თუმცა ისინი თავზე სიმელოტის შეგრძნებას შესანიშნავად გრძნობენ :D) ხოლო ქალბატონებისთვის, კი უმრავლესობისთვის ძალიან ნაცნობი.
ჯერჯერობით ჩემი საშუალებებით ვუვლი, ხოლო მას შემდეგ რაც მელოტი თითის ფრჩხილიც წამოზირდება სალონს მივმართავ, რომ ყველა ფრჩხილს ადამიანურად მიმიხედონ. ხოო, ასევე სიახლეა ისიც რომ ფრენჩის გაკეთებას ვსწავლობ.
მელოტი თითი









ქუსლოჩკები... რამდენი ხანია ვწუწუნებ ქუსლოჩკები მინდა თქო, მაგრამ დიდად პრატიკული არაა. გამომდინარე ასევე იქიდან, რომ ძირითადად ჩქარა დავდივარ ქუჩაში, ჩემთვის დიდი დისკომფორტის წყაროა. მიუხედავად ამისა მაინც აქტიურად ვცდილობდი მომეთვინიერებინა ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ არც თუ ისე რთულია 6-7 სანტიმეტრიანი ქუსლით სიარული. ეს ამოცანა წარმატებით დავძლიე, და ახლა გადავწყვიტე უფრო მაღლებზე შემოვდგე. ფაქტობრივად გავაორმაგე,
ჰმმ, მომწონს ჩემი თავი მაღლებზე, მშვენიერი მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ უფრო :D, სულ სხვანაირი წიწკვი აღვმოჩნდი მაღლებზე, თან დავადგინეთ ისიც რომ ქალსა და მამაკაცს შორის რომელიც უფრო მაღალია, მისი სიტყვა უფრო უნდა ჭრიდეს :D (ეს ფილოსოფიური დასკვნაა :D)

ტანი... ადრე რამდენიმე პოსტში ვსაუბრობდი, თუ როგორ ვცდილობდი მიმეღწია პრესების გაკეთებით მუცლის სასურველი ფორმისთვის, მითუმეტეს რომ ანტიღიპისტი გავხდი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. სასურველი კუბიკები სამწუხაროდ ასე მარტივად არ ყენდება :))) ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ მკვრივი მუცლით ვკმაყოფილდები. გარდა ამისა მახარებს ის ფაქტი, რომ 51.5 კილოგრამამდე დავიყვანე ჩემი წონა.

   თმა... ესეც ჩემთვის აქტუალური საკითხია. ალბათ იცით რომ გამუდმებით რაღაცეებს ვჯადოქრობ ხოლმე. ნუ ასე იცის თმის განსაკუთრებულმა სიყვარულმა. ნატურალური საშუალებების დახმარებით ძალიან მაგარ ფერზე გამოიყურება ჩემი თმები და რაც მთავარია ამას სხვები მარტივად ამჩნევენ და კომპლიმენტებიც ძირითადად არ ეზარებათ ხოლმე.

ასევე მინდა გაგიზიაროთ ის 10 დღიანი მოლოდინი რომელიც მანიკ პანიკის თმის ლურჯი საღებავის ჩამოსვლას ხვდა თან, იმედმა, რომ როგორც იქნა ლურჯ ზოლებს გავიკეთებდი კრახი განიცადა. სწორედაც რომ :(( ჩემმა თმამ საღებავების მიკარებაზე უარი გამომიცხადა და არ შემეღება.

მინდა გაუწყოთ ისიც, რომ გამაწევრიანეს ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში, რომელიც ითვალისწინებს აღმოფხვრას სასმელის დალევისა, მიუხედავად ამისა მე მაინც რეგალურად მოვიხმარ სხვადასხვა სახის ალკოჰოლს,

გუშინდელი ლის-ლუდობანა

ამ ყველაფერს თუ დავამატებთ ასორტად მუცელში პეპლებ-მუხლუხოების ქონას, საეთო ჯამში გარეგნულად ბედნიერი ადამიანის იერი უნდა მქონდეს. და კიდევ ველოდები 19 რიცხვს და უნის დაწყებას, წელს ბევრი გეგმები მაქვს, საინტერესო და კრეატიულობით აღსავსე.