გუშინ ფრიად სასიამოვნო დღე იყო. დავიწყებ იქიდან რომ საბოლოოდ მოვუღე ბოლო ყველა სახის გამოცდას, გავხდი თათას ბლოგზე გამარჯვებული და ასევე გოგონები ავღნიშნავდით ღვინო ფართის. თავშეყრის ადგილი ტრადიციულად თამუნას სახლი იყო, ნუ მან თავისი ოჯახობა დასასვენებლად გაუშვა ამიტომ გვქონდა სლოგანი: ასლანი წავიდა, ბათუმი თავისუფალია . ამ დღეს, კარებში მოქმედებს წყევლა, რომელიც მხოლოდ მამრებზე ვრცელდება.

მანამ სანამ გოგოები სრულად მოიყრიდნენ თავს, მე და ნინო აქსის სავაჭრო ცენტრში გავედით, სადაც გაიმართა ე.წ დაჯილდოვება. თათამ სახალხოდ გადმომცა სათვალე. რომელიც აი ძალიან ძალიან მომწონს, მგონი მმიხდება კიდევაც. :D
ასევე ჯინსის გალერეამ გადმომცა 1 წლიანი 15 % ფასდაკლების VIP ბარათი. იქ იყვნენ ასევე ჯინსის გალერეის წარმომადგენლები და მეორე გამარჯვებული, რომელსაც ჯინსის გალერეის მიერ გადაცემული შარფიი ძალიან უხდებოდა.
ნუ, თავიდან ჩელსის დაკვლაზეც ვფიქრობდით, ზუსტად სუფრაზე რომ შემწვარი გოჭი დევს ისე იყო დატყეპებული.
თუმცა იმდენად გემრიელი ჰამბურგერები გააკეთა თაკომ რომ გადავიფიქრეთ. 
დრო საოცრად მალე გავიდა, 4 საათი რომ გახდა თვალები თავისით მეხუჭებოდა, ამიტომაც მივგორდი იქვე ლოგინზე და დილის ცხრამდე მკვდარივით მეძინა.
მეორე დილით ნინო ბოროტი მანტიორივით დადიოდა და ზოგიერთ მძინარე ხალხს აღვიძებდა.
მეორე დილით ნინო ბოროტი მანტიორივით დადიოდა და ზოგიერთ მძინარე ხალხს აღვიძებდა.
საბოლოო დასკვნა რომ გამოვიტანოთ, ფრიად სასიამოვნო დღე გამოდგა, წინა ღვინო ფართთან შედარებით წელს უკეთესი დრო ვატარეთ. + წელს სიახლე გვქონდა ღვინო ფართთს დავამატეთ პიჟამო ფართიც.
5 comments:
არ ვაღვიძებდი უბრალოდ გაგაღვიძე რომ ძილის წამალი დაგელია :
უი წვიმაზე გამომრჩა , რა საყვარლად წვიმდა
ღვინო + პიჟამო ფართიიიი :D
აწეულ თმაზე ძალიან გიხდება :)
მადლობა თათა, მეც ეგრე ვფიქრობ.
Post a Comment