Jul 17, 2010

ღვინო Party

  • დღე: პარასკევი
  • რიცხვი:16
  • თვე:VII
  • ადგილმდებარეობა: თამუნას სახლი:D
  • სახელწოდება: ღვინო PARTY
პარასკევს 16 ივლის ჩემთან სახლში საღამოს 8 ს მერე გეპატიჟებით საინტერესო საღამოზე : აუცილებელი მოთხოვნა წამოიღე 1 ბოთლი შავი ღვინო ( პროპორშიკი მე მაქვს ) ვიკრიბებით ......... დასწრება გვიანობამდე... თემა შეუზღუდავი





მოკლედ თამუნამ გაყარა ქმარ-შვილი დასასვენებლად და თავად დარჩა ბურთი და მოედანი, მთელი სახლი მის განკარგულებაშია. თამარამაც არ დააყოვნა და გადაწყვიტა ტრადიციული ფართის მოწყობა, სადაც მხოლოდ გოგონები იკრიბებიან, მამაკაცებისთვის დაუშვებელია, როგორც თამარამ განაცხადა: კარებში წყევლაა ბიჭებისთვის და ვინც ზღურბლს გადააბიჯებს ჩაიფერფლებაო. ხოდა ვიყავით ჩვენ მხოლოდ გოგონები. სულ 6-ნი არა 7-ნი, მეშვიტე კატა იყო ჩელსი.ნუ, ისიც გოგოა და ითვლება რა :D.
მოკლედ, ამ ამბის გაგების შემდეგ მაცივარში შევაგდე მამაჩემის გაკეთებული შავი ღვინო, რომელიც 2 საათში ისე გაიყინა რომ თაკოსთან რომ მივიტანე მაშინაც კი ყინულები ჰქონდა.უკვე წასვლის დრო რომ მოახლოვდა, ისეთი წვიმა დაიწყო,მეთქი უეჭველად დავრჩები სახლში თქო, თუმცა წვიმის გადაღება და ჩემი წასვლაც ერთი იყო. 8ის ნახევრისკენ ნინოსთან ვიყავი, ის ამ დროს სოფლიდან მოდიოდა, ნახევარ საათში ისიც მოვიდა, სანამ ემზადებოდა, მე მის ბლოგს ვკითხულობდი და მისმა ბოლო პოსტმა ლამის ამაცრემლიანა.
ცოტახანში გავქუსლეთ თამუნასთან. გზად პოპულში შევიარეთ, ვიყიდეთ პური, ვიჩინა, თევზის ფილე, და ავაჭერით.

ეკა დაგხვდა იქ, რომელმაც ერთი შეხედვით დაასკვნა, რომ მე რამაზის და ვიყავი. ნინო და თაკო დაფაცურდნენ, თამრიკომ ჭიქები და თეფშები გამოიტანა, ნინომ ვიჩინა და თევზი დაჭრა.ეკამ ღვინო გახსნა თავისი ხერხებით

დავასხით და იმ დღის სადღეგრძელო შევსვით.



ცოტახანში ნინოც შემოგვიერთდა, რომელსაც ჩემი ღვინიდან მხოლოდ ერთი ჭიქა ერგო, მაგრამ ეს ერთი ჭიქაც საკმარისი აღმოჩნდა მის შესაზარხოშებლად. ყველასმოეწონა ჩემი ღვინო, ტოისწ, მამაჩემის გაკეთებული. ეკამ ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, აიღო ჭიქა და თაკოს კალიცო და გამოთვალა ვინ რამდენი წლის გათხოვდებოდა,
მე 20 წელი ამომივიდა :D მეწყინაა, 20 წელი ნამეტნავად ადრეა.
ღვინის გამოცლის შემდეგ მაღაზიაში ჩავედით კვლავ ღვინო და კიშკები ვიყიდეთ. აი აქ დაგვერხა უკვე :D ღვინის გასახსნელი ანუ, პროპორშიკი რომელსაც თამარა გვპირდებოდა რომ მე მაქვსო, არ აღმოაჩნდა (ნუ მეზობლის იმედზე ყოფილა, ) ამიტომ ყველა ბოთლი ატვიორკით გავხსენით, თუმცა ეს არ გეგონოთ უბრალო გახსნა. მთელი მუღამი ამ ბოთლის გახსნაში იყო.

მოგვიანებით თამარამ თავისი კაბის დემონსტრაცია მოახდინა, ყველამ სათითაოდ ჩაიცვა და ”პოდიუმზე” გამოვიდნენ :D



ჩელსი ჩვენთან ერთად კუნტრუშობდა და თავისთვის ერთობოდა.
მართალია კატები არ მიყვარს, მაგრამ ჩელსი ძალიან შემიყვარდა და ესე ვეფერებოდი.


მერე ნინოს მოვეფერეთ ესე, უფროსწორად ეკა მოეფერა.




უკვე ყველა კარგად რომ გამოთვრა ჩავრთეთ კარაოკე, ოღონდ სულ რუსული სიმღერები იყო :D, ყველას თავისი მიკროფონი ჰქონდა, ასე მაგალითად, ნინოს ”ატვიორკა ეჭირა:, ეკას მობილური :D


ვიმღერეთ, ვიცეკვეთ ეკა კი კვლავ თავისი ოსტატობით ღვინოს გახსნას ცდილობდა. შემთხვევით აიცდინა და პირდაპირ მკერდი დაისერა.


ღამის 1 საათი იყო მე და ნინო კვლავ პოპულში რომ ჩავედით, ეგ ჩასვლა რაღაც საოცრება იყო :D
ერთი კაცი შეგვხვდა, გვკითხა გოგოებო არ გეშინიათ ვინმემ რომ მოგიტაცოთო? ნინომ კი არ დააყოვნა და უპასუხა
-ვინმე რომ მაგ სიკეთეს იზავდეს :D.
იმ კაცმა დაიწყო სიცილი, მე თქვენი მამების ტოლა ვარ, მე როგორ მოგიტაცოთო :D.
ლიფტის ფულში გვიჭირდა, მაღაზიაში 10 თეთრი მივეცი ამის ხურდა მომეცით თქო :Dიმან რაღაც ბევრი 5 თეთრიანი მოგვცა.
თამუნას პროტეზი ჰქონდა, რომელიც ნინოს ძალიან მოეწონა და აქტიუად იყენებდა ხოლმე, ამშვენებდა :D
თაკო და ნინო რაღაცას თამაშობდნენ და უცბად ბრაგვანი მოსდგათ.
ვისაუბრეთ დელიკატურ თემებზე. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში კი უკვე 3საათი სრულდებოდა, მალე ეკამ და ნინომ დაგვტოვეს. დავრჩით 4 ნი,
ჩვენც ცოტახანში ლოგინს მივაშურეთ და ღამის 5საათისთვის ძილბურანში ვიყავით გაუჩინარებულები. მეორე დილა კი რაღაცნაირი იყო, აი ესეთი :

2 comments:

ნინოი said...

ძედაა, რაღაცნაირად თვალწინ გადამირბინა ისევ მაგ საღამომ გახსენებამ ,ხო და მერე მთელი დღე სამსახურში მაქანავებდა ,და უჭმელობის შეგრძნება მემართებოდა

Taknatuna said...

balgebs miecit es linki :D gaixsenon dgee isev tavidan :D

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment