აკოს ვთხოვე რომ გაეკეტა ჩემთვის რაიმე ნახატი. მანაც არ დააყოვნა დაა მითხრა მაისური მიმეცა ბევრი ძიებისა და ძებნის შემდეგ კვლავ ჩემს ძველ სურვილს დავუბრუნდი და ისევ ის ბავშვური ჩონჩხი გამეკეთა, მისი რეაქცია კი ამდაგვარ იიყო :
-მეკაიფები თუ მართლა ეს გინდა?
რასაკვირველია მას არ მოეწონა ნახატი, თუმცა ამ ნახატი სურათი დიდი ხნის მანძილზე მქონდა კომპში შენახული და როგორც იქნა დადგა დრო გადასულიყო იგი ჩემს მაისურზე. ჩემი ძმის მანქანაში ჩავაგდე მაისური, რომელიც ერთი კვირის მანძილზე იქ იყო, მერე ყველას ეცვა, ვისაც ციოდა და ჩასაცმელი არ ჰქონდა, მერე ჭიჭიმ ყველა სახის შეურაწყოფა მიაყენა ჩემს მაისურს ბოლოს კი აკოს ხელშიც მოხვდა. მესამე დღეს აკომ გამზადებული მაისური მომიტანა, თავდაპირველად მომატყუა რომ ნახატი ისეთი არ გამოვიდა როგორიც უნდოდა, რომ ერთგან გაიხა კიდეც. ვიცოდი რომ მისი ოინები იქნებოდა, ცოტა გული კი დამწყდა მაგრამ მაინც მიხაროდა საღამოთი საზეიმო ვითარებაში გადმომცა. იქვე ამოვიღე პარკიდან დაა :jump:ესე ვიყავი. გამვლელ გამომვლელი მე მიყურებდა, რა აყვირებს-აკივლებს -აცინებსო გული მწყდებოდა რომ მაშინ შუა ივლისი იყო და ვერ ჩავიცვავდი. თუმცა ამისი სეზონიც მალე მოვიდა. სახლშიც ყველას მაგრად მოეწონა, როცა სურათში ვანახე ყველამ აღშფოთება გამომიტქვა. მაგრამ მზა სახით რომ იხილეს…
იმ დღიდან აკოს სულ ვეუბნებოდი რომ ჩემი მაისური ყველაზე მაგარი იყო.იმდენი ვიძახე რომ მან ინსტიქტურად თავისით დაიწყო არა ის ჩონჩხი მაინც მაგარიაო.
მეორე და მესამე ისტორია კი RADIOHEAD ის ლოგოს ეხება, გადავწყვიტე რომ მათი ლოგო დამეხატა. რადგან ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი. როცა ჭიჭის ვუთხარი გაგიჟდა ეგ მე უნდა დავიხატოო.
დათმობას არ ვაპირებდი. აკოს საღამოთი მაისური მივეცი, მეორე დღეს კი ჭიჭიმ მიურბენინა მაიკა და გაკეთება სთხოვა, ნუ ჩემი მაიკის ფერი ჯობდა, უფრო საკაიფოდ ჯდებოდა. შესაბამისად ჩემი მაისურიც უფრო მაგარი გამოვიდა, ჭიჭის მაისურმა ტვინის შერყევა განიცადა, აკოს ერთ ადგილას გაეხა, თჲმცა მანდ ეს დირკა ამოქოლა, და ჩვენს საიდუმლოდ დავტოვეთ (თუმცა გაუგია ჭიჭისაც ეს ამბავი
) საღამოთი ჭიჭის ველოდეთ რადგან მიგვეცა თავისი მაიკა , ვინაიდან დ ა რადგან არ მოვიდა და გადაგვაგდო, მაიკა წავიღე მე. საღამოთი კი ვახარე რომ თუ ჩემს წაგებულ ხაჭაპურს არ მომიტანდა არ მივცემდი, რა საკვირველი გაფუფლოვდა,არ მომიტანა
.
აკოს შევპირდი რომ კვლავ ჩემს ხინკალზე დავპატიჟებდი, და დანაპირებს ავასრულებ კიდევაც , ჩემგან სამახსოვროდ კი ჩემი გაკეთებული , ბისერების იტალიის დროშა ვაჩუქე.
ჩვენი მაისურები კი ესე გამოიყურება:


No comments:
Post a Comment