წინა პოსტებში ხშირად ვახსენებდი მაგრანეთს, რომელიც ჩემი სოფელია. მაგრანეთის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ბათურა, ჩვენ სახლის დარაჯი და ბებოს ერთგული მეგობარი. მან თავისი ერთგულება გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაამტკიცა.ნატო ბებო თბილისში წამოვიდა და ბათურა უკან გამოჰყვა მარშუტკას, ორი დღე დაკარგული იყო :(/ მეორე დღეს სახლში დაბრუნდა.სოფელში რომ ჩავდივარ კარებთან გამორბის შემოგვეგებება ხოლმე, ეგრევე მისამების მიზნით კუდს გვირტყავს ხოლმე ყველას, მერე ისევ სხვებთან გაიქცევა იმათ შემოუვლის ა გახარებული კვლავ ჩვენთან გამორბის ხოლმე. შანსი არაა სადმე წავიდეთ და ბათო უკან არ გამოგვყვეს. მარტო არსად არ გვიშვებს. სადაც ჩვენ ვართ ისიც იქაა ხოლმე.ყველაზე მეტად მაშინ არის ბათო მოწყენილი როცა სოფლიდან მოვდივართ, თითქოს რაღაცნაირად გრძნობსო. ბათოს ჰყავს ერთი ახლო მეგობარი ბათო. რომლისგან შეუძლია აიტანოს მუშტი,წიხლი და ყოველგვარი შეურაცხყობა
1 comment:
რა საყვარელი ცუგაა ^^
Post a Comment