May 20, 2010

ბოლო ზარი 2

უიმე, დღეს რამდენი კარგი რაღაც მოხდა. კერძოდ, მეორე ბოლო ზარი მქონდა, დედიკოს დაბადებისდღე იყო,კიდევ თემოსი(კლასელის) და ბებიაჩემის. უი ჰო დამრიგებლის დაბ დღეც არის.
ეს დღეები საშინლად დატვირთული მქონდა, ბოლო ზარის რეპეტიციების გამო।ღამე თითქმის სულ 1ზე მოვდიოდი। გუშინ განსაკუთრებით।ვითომ გენერალური რეპეტიცია უნდა გვქონოდა მაგრამ, რაის რეპეტიცია, ვუბერავდით ჩვენს გემოზე, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც გავაკეთეთ. სიმღერის მასწავლებელი მოვიყვანეთ, ყველა გვავარჯიშა, მეკი უნდა ვაღიარო რომ აშკარად არ შემიძლია სიმღერა,
გუშინ იმდენჯერ ვიმღერეთ რომ დღეს ხმა ჩახლეჩილი მქონდა, + გაციება და სასტიკად მაქვს დარხეული ხმასთან დაკავშირებით, მგონი უმჯობესია ხვალ საღამომდე ხმა არ ამოვიღო და თბილად შევიხვიო ყელი
। წუხელის 12-ს როგორც კი გადასცდა თემოს დაბადებისდღე მივულოცეთ। ვუმღერეთ, ვუცეკვეთ। სახლში რომ მოვედი დედას მივულოცე.
დღეს დილით კვლავ დავიძარით სკოლისკენ, კვლავ რეპეტიცია გავიარეთ , და 2საათზე ჩვენი ბოლო ზარიც დაიწყო।ჯერ რასაკვირველია იყო დაწერები।
შემდეგ კი დავიწყეთ ბოლო ზარიც। ბევრი ხარვეზები იყო। მაგრამ ბევრს მოეწონა

ბოლო ზარის მერე როგორც ხდება ხოლმე , სადმე გვინდოდა წასვლა , თელეთის სალოცავზე გვინდოდა ასვლა მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ამიტომ რესტორანში შევუკვეთეთ საჭმელები და მივიტანეთ სკოლაში.


ლუდში არაყი ავურიეთ და ყველამ დავიწყეთ სკოლის დამთავრების აღნიშვნა.
ვიცეკვეთ
ვიმხიარულეთ და 7ისკენ დავიშალეთ. ხვალ ბანკეტი გვაქვს და დასვენება აშკარად გვესაჭიროება, შაბათს და კვირას კი 2 დღიანი ექსკურსია. მეკი ჩემი მაიკის წამოსაღებად წავედი, აი რომ ვნახე უზომოდ მომეწონა.მადლობა facelifts.

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment