Oct 8, 2010

დასვენება იშხნელური






მომენატრა ბლოგი ჩემი და მიდამოი მისი. ჰუჰ ბევრი რამე მოხდა და მე კიდევ ზარმაცი ოლეგი გავხდი და არც არაფერს ვამატებ ჩემს ბლოგუკას.
მოკლედ, მოგვივიდა შემოდგომა, რახანია არდადეგებებიც დამთავრდა. ჩემი არდადეგებების ბოლო კვირა ძალიან მაგრად გავატარე ნინოსთან ერთად.
მმმ ძალიან ზარმაცი ვარ არც კი დამიწერია იმ დასვენების შესახებ, არადა ბევრი სახალისო რამ მოხდა. სექტემბრისკენ 5-6ისკენ მე და ნინო ჩვენს მშობლიურ მაგრანეთში წავედით, თუმცა წასვლამდე ერთი ფრიად სასიამოვნო რამ მოხდა ჩემთვის. ახალი სიყვა შევიძინე, ანუ სამსუნგ 2530, ჩემი ძველი ტელეფონი გარდაცვლილი იყო სანახევროდ, რომ თბებოდა უბერავდა ნამეტნავად, ხოდა მაცივარში შედება თუ შველოდა მის სიცოცხლეს, მაგრამ ბოლოს, ეგხერხიც არ ამართლებდა. 3 კვირა ერთ-ერთ ხელოსანთან იყო და დაუსვა დაღი რომ არ კეთდებაო, გულდაწყვეტილმა ახალი ტელის ყიდვა გადავწყვიტე განვადებით, იმ იმედით რომ მერე გადამიხდიან უეჭველად თქო, თუმცა ყიდვიდან მეორე დღეს ჩემმა ძმამ მომწერა ტელი გაკეთდაო, უუფ ეგ იყო ცუდი მომენტი, :D თუმცა საბოლოოდ განვადების ფულის გადახდა ჩემს ძმას დაევალა :D.

ესეც ჩემი სამსუნგი. ნუ მისი პირველი მინდორ-მთვარე-ლუდობა იყო. მაგრანეთში ჩასვლის თანავე მე და ნინო მოვკალათდით ჩვენს ლოგინებში, მოვიმარჯვეთ თერმოსის ჭიქები,ლუდი და ლეფტოპი. იქ ყოფნის მანძილზე სერიალს სახელწოდებით DIRTY SEXY MONEYS-ს ვუყურებდით.
პირველ საღამოს ძალიან ლამაზი მთვარე იყო გარეთ, ციოდა გემრიელად. მე და ნინომ ლუდი და ჭიქები ამოვიჩარით და მინდორში გავედით,

ჩვენს 4 ლიტრა ლუდს პირველივე საღამოს გავავლეთ მუსრი, მენიუში შემდეგი დღისთვის ღვინო და არაყი იყო. მეორე დღეს მწვადი ”ჩვენებური” შევწვით,

რამდენიმე ჭიქა არაყიც გადავკარით და დანაყრებულებმა სიონში გავქუსლეთ, მანქანაზე მე დამსვა ნინომ. სიონში სეზონი უკვე დამთავრებული იყო, მაქსიმუმ 20 კაცი ყოფილიყო მთელ პლიაჟზე.


თუ შეგვცივდებოდა სპალნიკში გავეხვეოდით .

ამინდი მეტ ნაკლებად გვიწყობდა ხელს, დილით მზე იყო, მერე კი ქარი ამოვარდა და ღრუბლებში დაგველა მზე.

იქვე ყოფნისას გავიცანით ვიღაცის ცუგა, ძალიან კარგი ტიპი იყო, ვიღაცას შამპუნი, ვიღაცას კი ფლოსტი შეუჭამა :D

ბოლოს სამაშველო კოშკურაც დავლაშქრეთ



იორზეც გავიარეთ და სახლში დავბრუნდით. დედამ ხინკალი დაგვახვედრა, ძალიან დამშეულები ვიყავით, დაქიმიატებულებიც კი. უგემრიელესმა ხინკალმა ჩვენი დამწვრობები სულ დაგვავიწყა, პირიქით დალევის ხასიათზე დავდექით. თივებში ავიტანეთ არაყი, ტოლმა, კიტრი პური ყველი, და მე და ნინომ ქეიფი იქ გავაგრძელეთ, ცოტახანი გემრიელად გამოვიძინეთ კიდევაც.
მეორე დღეს ნინომ სრული კრახი განიცადა, ფაქტობრივად აჭარულ ხაჭაპურს შეურაცხყოფა მიაყენა, მას სურდა რომ გავეხარებინე და გადაწვიტა გამოეცხო თუმცა.... (ნუ სურათს არ დავდებ თორემ ქართველობას ჩამოგვართმევენ :D)
სახლში ძალიან საყვარელი არსება გვყავდა, ნუ შავი კი იყო მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო იყო.
მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ შენთვის... ჩემი და ნინოს ჰიმნი იყო, თუმცა ამ სიტყვების მეტი არ ვიცოდით მიტომ ჩვენ თვითონ ვუმატებდით რაღაც სისულელეებს.
იმ საღამოს მწვადები შევწვით ისევ და 7ჯერ კრახიც განვიცადეთ.

სხვა სურათები:



3 comments:

ნინოი ! მააშ said...

მმმმ რა კარგი იყო რომ წავიკითხე თავიდან გამახსენდააა... მართლაც და მხოლოოდ შენნ ერთს "ჰანი ჰანი ჰანი .გეო ვარიანტში ტკბილო თაფლო ტკბილოოო :) აქ ღიღინ-ღიღინნ
მადლობა რომ აჭარულ ხაჭაპურზე ინფორმაცია და კომპრომატები კვლავ კომფიდენციალური რჩება .

Anonymous said...

აუ, შენ რა კაი დროს ატარებ ხოლმე და რა მაგარ სურათებს დებ ))

მეც მინდა : D

zepp said...

დასვენება იშხნელური მწვადები თაკნატუნური

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment