Showing posts with label ბოლოზარი. Show all posts
Showing posts with label ბოლოზარი. Show all posts

May 14, 2010

დღე რომელსაც 12 წელი ველოდი


დღეს საოცარი დღეა.
-რატომ?
- იმიტომ რომ თამარობაა+ ამას ის დღეა, რომელსაც
12წელი ველოდი,ანუ სკოლა დავამთავრე . დავამთავრე იმ კლასთან ერთად, რომლებთან ერთადაც 9წელი ვისწავლე.საოცარი დღე იყო და ამავე დროს უზომოდ დავიღალე.
დილით, ჩემს ოთახში მზის სხივებმა შემოიჭყიტა.მიყვარს ეს მომენტი.ჩემთვის ეს ახალი დღის წარმატებით წართმართვის საწინდარია. ამ მომენტზე მუდამ, ერთი ლექსი მახსენდება გიგლაზე რომ არის , მზე რომ შემოუჭყიტინებს, დილიდანვე კარგ ხასიათზე ვიყავი. ავდექი მოვწესრიგდი და სალონში წავედი.ბოლოხანია ჩემს სეხნია, სალონ ”თაკოში” დავდივარ .ერთი ახალგაზრდა გოგოა, ძალიან კარგი პიროვნებაა, წინაზე ჩოლკა კარგად შემაჭრა და სიმპატიით ავივსე მის მიმართ, აქამდე ყველას ეკიდა წესივრად შეგაჭრიდა თუ დებილურად, მან კი ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი როგორც მე ვთხოვე .დილით იმდენად ადრე მივედი სალონში , რომ გამიმართლა არავინ იყო.ეკას ვთხოვვე თმის დავარცხნა მინდა მეთქი .მან შემომთავაზა, რომ მხოლოდ თმის გასწორება ერთფეროვანი იქნებოდა, და ამიტომ თმაში აბადოკივით ნაწნავი გამიკეთა. ძალიან მომეწონა, და ბევრსაც მოეწონა.მთელი 2 საათი ჩემს თმებს ევლებოდა. დრო ბევრი გვქონდა, სალონშიც მარტონი ვიყავით და ბევრი ვილაპარაკეთ. ძალიან კარგი გოგოა. იმ კვირაში ვეწვევი კიდევ ერთხელ.
შემდეგ სკოლაში წავედი. ბავშვები ყველანი იქ იყვნენ.ცოტახანში მასწავლებლებლები სიტყვით გამოვიდნენ,მოგვილოცეს ყველას სკოლის დამთავრება და წარმატებული მომავალი გვისურვეს .
ამის შემდეგ იყო, ტორტის დაჭრა და ამასთან ერთად კრემით ერთმანეთის გათხუპვნა, სოფომ და ბაჩომ თავიანთი ხმა კიდევ ერთხელ გაგვაგონეს და სიმღერებით მოგვილოცეს სკოლის დამთავრება. ყველამ ერთობლივად გამოვიხურეთ სკოლის კარები და დავემშვიდობეთ სკოლას.
მთელი კლასი მანქანებით დავიძარით ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ჯერ რუსთავს წრეები დავარტყით। ქუჩებში უამრავი მე-12 კალსელი დაქროდა, ჩვენ გვიყვიროდნენ და სკოლის დამთავრებას ვულოცავდით ერთმანეთს. მაგრამ ჩორტ იუ ზნაეტ ვინები იყვნენ.ყველამ ერთად იალღუჯისაკენ გავაგრძელეთ მსვლელობა, ბაჩომ და ბესომ ჯვრის დაპყრობა სცადეს თუმცა არ გამოუვიდათ.
ჩვენი რუსთავი






ბოლოს იალღუჯიდანაც წამოვედით და ეკლესიაში წავედით, სანთლები დავანთეთ და რესტორან მუზამბაზში საქეიფოდ წავედით



ეს ტყავი მომეწონა :D




ვიცეკვეთ ბევრი, ვიმხიარულეთ, ერთმანეთს გზა დავულოცეთ და პირობა დავდეთ რომ ვეცდებით ერთმანეთს არ დავეკარგოთ სიკვდილის ბოლომდე.ყველანი ძალიან ვიყავით დაღლილები+ მთვრალები.მე ფეხები ისე მეტკინა რომ, კიბეებზე ფეხშიშველა ამოვედი.
მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო, იქითა პარასკევს ბანკეტი მაქვს।შემდეგ ექსკურსია და სამუდამოდ დამთავრდება ჩემი სკოლის ისტორია.


შუაში მეე (ფართუკი ვითხოვე სოფოსგან :D)



აქვე ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას, პირველრიგში ჩაბარებას გისურვებთ, 100% გრანტით.