Jul 11, 2010

ერთდღიანი რელაქსაცია

გუშინ, 10 ივლისს ნინოს დაბი-დუბი იყო. დიდი გოგო გახდა, სულ რაღაც 27ის :D. რადგან იგი სიონში იყო დასასვენებლად წასული, გადაწყვიტა დაბადების დღეც იქ გადაეხადა ,წყლის პირას. მე და რმზ -ოი რა საკვრიველია დაპატიჯებულები ვიყავით, ამიტომაც დილით 11 საათიდან მზადება დავიწყეთ. ჯერ დილით ისტორია მქონდა რვაზე, დავიწყე წუწუნი, უჰ როგორ დავიღალე დასვენება მინდამეთქი და შევაპარე ისტორიას დღეს საღამოს ვეღარ მოვალ, რადგან სიონში მივდივარ თქო. ისიც დამთანხმდა განთავისუფლებაზე. იმ დროს ცემზე ბედნიერი არავინ არ იყო. 11 საათისკენ სახლიდან გავედით, გავუარეთ რამაზის სიყვას მარის, http://www.pic4ever.com/images/toyou.gif რადგან მას სიმღერები უნდა ჩაეწერა, ველოდეთ 20 წუთი მაინც . ბოლოს ისიც გამოჩნდა და დავიძარით ყველანი ერთად დეიდაჩემთან, სადაც თამუნა გველოდებოდა, გზაში 3 ჯერ დაგვირეკა სად ხართ ამდენი ხანიო, ეშინოდა მგონი არ დავრჩე აქო http://www.pic4ever.com/images/84.gif.
საჭმელები ჩავდეთ მანქანაში და ყველამ ერთად გავქუსლეთ სიონში. ცხვარიჭამიაში როგორც კი შევედით, ისეთი სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენით, უზომოდ მომინდა ისევ შარშანდელივით ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის გატარება. გზაში მე და მარი რაღაცეეებს ვუყვებოდით ერთმანეთს. როგორც მან მითხრა, ჩემს ბლოგს კითხულობს ხანდახან და გამიხარდა ძალიან .
თვენი მშობლიორი სოფელი, მაგრანეთიც ვნახეთ, დაგვეზარა იქ ჩასვლა, ამიტომ შორიდან ხელი დავუქნიეთ :D
სიონში უკვე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იყო. ბინის ფასებიც ნორმალური იყო, ნინომ 5 ლარად იქირავა სახლი. და პირობებიც საკმაოდ კარგი იყო. მისი ოთახის ფანჯარა პირდაპირ სიონს უყურებდა, შემშურდაა :S






დაბადების დღის მილოცვის შემდეგ დავიძარით წყლისკენ, საჭმელებიც წავიღეთ და ცეცხლი დავანთეთ მწვადისთვის, ჩვენს გვერდით ვიღაცეეები იყვნენ , კარვებით აპირებდნენ იქ დარჩენას.








თავიდან იმ განწყობით წავედი იქ რომ, არა არ ვიბანავებ , მეზარება იქ დასველება თქო, მაგრამ როგორც კი წყალი დავინახე ჩემი სიტყვები უკანვე წავიღე, ჩემი ძმის შორტი ჩავიცვი და ჩავხტი წყალში, http://www.pic4ever.com/images/bliss.gif ისეთი მაგარი და სასიამოვნო იყო, რომ მართლა ძლივს ამომიყვანეს წყლიდან. შემდეგ მზეს მივეფიცხეთ და ჩემს აბიტურიენტობისას მიღებულ ზაგარს უფრო მაგარი ფერი მივეცი.






ვიქეიფეთ,


ვიქაჯეთ,







თამარა VS კუნფუ http://www.pic4ever.com/images/ugly002.gif.




ვიცანცარეთ


და საერთო ჯამში კარგი დრო გავატარეთ. მე და ნინოს წყალში კიდევ გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ არიქა ნასვამები ხართო http://www.pic4ever.com/images/ugly002.gif.
ღამით თითქოს იქ ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ დღეს ორჯერ მქონდა ისტორია და ვეგავაცდენდი. ამიტომაც წამოვედით. საღამოთი ციოდა და სასიამოვნო იყო ძალიან, თბილისს მოვუახლოვდით თუ არა უზომოდ დაგვცხა, რუსთავში ხომ საერთოდ საშინელება ხდებოდა.
საბოლოო ჯამში სამივე კმაყოფილი ვიყავით, მე და მარი შევთანხმდით, რომ პრავის ბილეთებს ვისწავლიდით, და გამოცდაზეც ერთად გავალთ აგვისტოში.
მოკლედ, ეს ერთი დღე ჩემთვის ახალი ძალების მოკრეფვის ტოლფასი იყო.

2 comments:

kikito said...

ტაკნატუნა ჩემი ბლოგი ბლოგროლში თავიდან ჩაამატე, თორე ძველი მისამართი გაქვს და პოსტებს არ გაგინახლებს :)

Taknatuna said...

ხო მართალია იმდღეს რომ შევხედე შენზე მიჩვენა 6 თვის წინ დაწერა ბოლოსო დ ა გამიკვირდა

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment