Jul 13, 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

ვიღებ კიკიტოს დათაგვას თემაზე : ”რაც ყველაზე ძალიან მიყვარს”. რა მიყვარს? ხანდახან მეც არ ვიცი მიყვარს ვინმე/რამე,მაგრამ არის ისეთი რაღაცეებიც რაც არამგონია როდესმე მომბეზრდეს, ნუ ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვი, არავინ არ ვიცით რა როგორ იქნება მაგრამ მაინც,

1. ყველაზე, ყველაზე, ძალიან რაც მომწონს და მიყვარს მოგზაურობა, ლაშქრობა. აი ისეთია, ყველაფერს რომ დაგავიწყებს, განგტვირთავს+ შენს ცხოვრებას საშუალებას აძლევს , ძირფესვიანად შეცვალოს. პრინციპში არამხოლოდ ცხოვრებას არამედ ადამიანის შინაგან ”მესაც”. გარდა ამისა, ის თავგადასავლები რაც ლაშქრობისას გადაგხდება, ის დღეები სამუდამოდ ჩაიბეჭდება გონებაში და ადამიანისთვის სასიამოვნოდ გასახსენებელთა სიას მიემატება.



2. არვიცი ჩემი ცხოვრება რა იქნებოდა მუსიკის გარეშე. ჩემთვის ყველაფერია მუსიკა. იგი არასდროს მაგრძნობინებს თავს მარტოსულად, ყოველთვის ცდილობს დამაყენოს კარგ განწყობაზე, ხანდახან კი პირიქით რაც გულში მაქვს დაგროვებული, ყველაფრის მოშორებასა და შემსუბუქებაში მეხმარება. მოკლედ მიყვარს მე მუსიკა და ალბათ მასაც ვუყვარვარ :D


3.მიყვარს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა, უფროსწორად ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს, კარგია როდესაც ირგვლივ ბევრი სხვადასხვაგვარი ტიპის ადამიანი გყავს.


4.ჩემი მძივები მიყვარს , რომლებსაც აგერ უკვე 9 თვეა არ გავკარებივარ, მაგრამ ახალი იდეებით პარასკევიდან ისევ დავუბრუნდები. აი, მართლა რაღაც მისტიური ძალა აქვს მძივებს, ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი პრობლემების დავიწყებაში, თითქოს თავი მხოლოდ მათთვის უნდა მიმეძღვნა. რა გულითაც ვიწყებდი კეთებას , მუდამ ისეთივე ნამუშევარი გამომდიოდა.



5.ჩემი ბლოგი მიყვარს ძალიან,ძალიან. მიუხედავად იმისა ხშირად კითხულობენ მას თუ არა, ჩემთვის მას ადამიანის ფუნქცია აქვს, რომელსაც გავუმხილო ჩემი ემოციები, ფიქრები, პრობლემები.

ვთაგავ hexe-ს და დაbloody-clown-ს

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment