Jan 29, 2011

”ცხოველური იდილეა”



ჩემი ოჯახი ცხოველების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, არა ზოგადად ყველას გვიყვარს, მაგრამ ის საკითხი, რომ სახლში გვყავდეს ძაღლი, კატა განხილვას არასროს არ ექვემდებარებოდა, გამომდინარე იქიდან , რომ დედას ძაღლები არ უყვარდა, მამას კატები არ უყვარს. ჩემი ძმა ყველა არსებაზე გიჯდება, მე კი შეჩვევის მიხედვით მიყვარდება ცხოველები, თუმცა მათი ყოლის წინააღმდეგი არ ვარ.
მიუხედავად ამისა, სახლში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა სხვადასხვა ცოცხალი არსება გვყავდა, თუმცა სამმწუხარო ყველამ მალე განუტევა სული. ასე მაგალითად: თავდაპირველად იყო პატარა ლეკვი, რომელიც მამამ მოიყვანა სახლში,ტიპიური ქუჩის ძაღლი იყო, თუმცა ჯერ ციცქნა და საყვარელი. მიუხედავად დედის ანტიპატიისა ძაღლებისადმი მაინც მიიღო მონაწილეობა მან ლეკვის დაბანა-გასუფთავებაში. მოყვანისას ძალიან შავი იყო, წასვლისას კი ძალიან თეთრი. 3-4 დღის მანძილზე იყო ჩვენთან, ბოლოს გავუშვუთ სახლიდან და დედამისს მივუყვანეთ, მას რამდენიმე ლეკვი ჰყავდა, ყველა ჭუჭყისგან შავი, ეს კი გამორჩეული იყო იმ ჭუჭყიან ლეკვებში, დედამისი რამდენიმე წუთი სუნავდა თავის შვილს, თუმცა იმ ლეკვს სუნამოების სუნი ასდიოდა, ამიტომაც დედამისმა არ მიიღო ის ლეკვი. საბოლოოდ კი ის ლეკვიც და დანარჩენი მისი და-ძმანიც მოკლეს იმის გამო, რომ ეზოში ძაღლების სიმრავლე საჭიროებას არ მოითხოვდა.
შემდგომი შემთხვევა თევზებს უკავშირდება. მე და ჩემს
ძმას ყოველთვის გვინდოდა თევზები გვყოლოდა, ამ მიზნით მან აკვარიუმი გააკეთა, მე ორი ოქროსფერი თევზი ვიყიდე, თუმცა მათმა სიცოცხლემაც მცირე ხანს გასტანა, ერთი თევზი მალევე მოკვდა, მეორემაც არ დააყოვნა სიკვდილი, უფროსწორად დღემდე ვფიქრობ რომ მას იმ დიდმა ტარაკანამ მოუსწრაფა სიცოცხლე,ერთ დილით ვნახეთ, რომ ის მეორე თევზი აკვარიუმში აღარ იყო, მხოლოდ კუდის ოქროსფერი ნაწილი იგდო წყალში, მაგრამ იქვე იყო მკვდარი ტარაკანა, რომელმაც როგორ მოაღწია სახლში უცნობია.მოკლედ ეს შემთხვევაც კრახით დასრულდა.
შარშან 31 დეკემბერს, ჩემმა ძმამ ზაზუნა მოიყვანა, ღამის 12ის ნახევარი იყო ახალი წევრიი რომ შემოგვემატა ოჯახში, თუმცა სიხარული აქაც ნაადრევი იყო, 1 იანვარს, გამთენიისას ზაზუნა მკვდარი დაგხვდა, სავარაუდოდ ის უჰაერობამ მოკლა.
ამის შემდეგ სახლში ბუზიც კი არ გვყოლია.
ჩემს დეიდაშვილ თაკოს ერთი წლის წინ სპარსული კატა აჩუქეს, რომელსაც ჩელსი დაარქვეს. ახლა ის უკვე დიდი გოგოა და დედობასაც მალე გეგმავს. ერთ-ერთ კნუტს ჩვენ გვაძლევს. სახლში ყველა სიხარულით შეეგება ამ წინადადებას, (გარდა მამისა). სადღაც მაისის ბოლოს პატარა MOLLY გვეყოლება ოჯახში. სახელი უკვე მოვუფიქრე, მოლის დავარქმევ.


ქალბატონ ჩელსისთვის ვეძებთ სპარსულ & ბრიტანულ საქმროს.... წითურს ან ნაცრისფერს...საქმროს პატრონს გადაეცემა ერთი კნუტი.

4 comments:

jgarksona said...

კატა არ გინდა რა

ნეტოა მაგარი :ყეს:

Taknatuna said...

ara, პირიქით კარგი როჟაა, ჩ[ენ გადავწყვიტეთ კატას გამოსაცდლეი პერიოდი მოვუწყოთ, თუ არადა გავაგდებთ :D

ჯღარკსონა said...

რაც მე კატებს ნაპორჭყნი ვყავარ აღარ მევასებიან და მომკალი :შ

6 წელი მყავდა თან ძაღლი და მერე ბებომ გამიჩუქა :((((((

ისე შენ თუ უწყინარი არსება გინდა თევზები იყოლიე :დ ან ზაზუნა :))
http://1.bp.blogspot.com/_5J_xWNe6ZDY/TUPRt8fQATI/AAAAAAAAAY8/Lsd7p4wVt38/s320/IMG_3054.JPG
ესაა?

Taknatuna said...

მე მინდა ისეთი რომ ჩაიხუტებ და მოეფერები და თევზებთან მაგდენი სად შემიძლია, ზაზუნები არ მევასებიან დიდად :შ:შ ხელი არ მომიკიდია რაც სახლში იყო

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment