ძალიან მიყვარს ჩემს თმებზე ზრუნვა, ასე რომ ვთქვათ ცივ ნიავსაც არ ვაკარებ.
კარგი, მოვლილი თმა ხომ ქალბატონების სილამაზის საწინდარია.თავისუფალ დროს ჩემს თმებზე ექსპერიმენტების ჩატარებით ვარ ხოლმე დაკავებული. ვცდილობ თმას რაიმე სიახლე შევთავაზო, რომ მას მუდამ ჯანმრთელი იერი ჰქონდეს. ერთი პერიოდი აქტიურად ვიყავი დაკავებული თმის გადაღებვ-გადმოღებვით, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ტონიკების დახმარებით მიმდინარეობდა, ძირითადად როკოლორის ტონიკებს ვხმარობდი, რადგან ეს ტონიკი არ აზიანებს თმას, პირიქით თმას ბზინვარებას მატებს+შეიცავს ბალზამს და აქვს ძალიან კარგი სუნი. ნაკლი აქვს ის რომ ხელზე თუ მოგხვდათ საღებავი ძალიან ძნელად შორდება. მე კი,როცა მწვანედ ვიღებავდი თმას ხელები 1-2 დღე სულ მწვანე მქონდა. ნაკლად მივიჩნევ იმასაც, რომ მასიურად ვერ შევხვდებით მაღაზიებში ამ საღებავს, ძირითადად ლილოში ან ვაგზალზე უნდა ვეძებოთ და ისიც მხოლოდ საშინელი ფერებია, ვერ ვნახავთ ვარდისფერს, ლურჯს, იასამნისფერს, უფრო შინდისფერი, შავი ან ნაცრისფერია. ეს ფერები არ მხიბლავს დიდად, მაგრამ თუ ძირფესვიანად მოვძებნით შეიძლება დავაკმაყოფილოთ კიდევაც ჩვენი მოთხოვნა.
კარგი, მოვლილი თმა ხომ ქალბატონების სილამაზის საწინდარია.თავისუფალ დროს ჩემს თმებზე ექსპერიმენტების ჩატარებით ვარ ხოლმე დაკავებული. ვცდილობ თმას რაიმე სიახლე შევთავაზო, რომ მას მუდამ ჯანმრთელი იერი ჰქონდეს. ერთი პერიოდი აქტიურად ვიყავი დაკავებული თმის გადაღებვ-გადმოღებვით, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ტონიკების დახმარებით მიმდინარეობდა, ძირითადად როკოლორის ტონიკებს ვხმარობდი, რადგან ეს ტონიკი არ აზიანებს თმას, პირიქით თმას ბზინვარებას მატებს+შეიცავს ბალზამს და აქვს ძალიან კარგი სუნი. ნაკლი აქვს ის რომ ხელზე თუ მოგხვდათ საღებავი ძალიან ძნელად შორდება. მე კი,როცა მწვანედ ვიღებავდი თმას ხელები 1-2 დღე სულ მწვანე მქონდა. ნაკლად მივიჩნევ იმასაც, რომ მასიურად ვერ შევხვდებით მაღაზიებში ამ საღებავს, ძირითადად ლილოში ან ვაგზალზე უნდა ვეძებოთ და ისიც მხოლოდ საშინელი ფერებია, ვერ ვნახავთ ვარდისფერს, ლურჯს, იასამნისფერს, უფრო შინდისფერი, შავი ან ნაცრისფერია. ეს ფერები არ მხიბლავს დიდად, მაგრამ თუ ძირფესვიანად მოვძებნით შეიძლება დავაკმაყოფილოთ კიდევაც ჩვენი მოთხოვნა.თმის მოვლის მოყვარულებს ხშირად ექმნებათ ”ბოლოჭამიების” ანუ გაყოფილი ბოლოების პრობლემა. პირადად მე არ მსიამოვნებს, როდესაც ბოლოჭამიები იჩენენ თავს, ამიტომაც ვცდილობ დაუყონებლივ გარკვეული ზომების მიღებას. ასე მაგალითად: ერთი პერიოდი აქტიურად ვიყენებდი კომბოსტოს წვენს, ანუ კომბოსტოს წვენი უნდა გამოვადინოთ და შემდგომ ეს წვენი თმის დაბანამდე 30 წუთით ადრე უნდა წავისვათ, სიმართლე გითხრათ ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ თავად კომბოსტოს გაწურვა საშინელებაა და ძალიან ძნელია ამიტომაც ვეცადე სხვა გზისთვის მიმემართა.
ამჟამად ვხმარობ Avon Advanced Techniques Hair Care Line, ძალიან ეფექტური და კარგია. დაახლოებით 2 თვე მყოფნის ხოლმე, აქვს სასიამოვნო სუნი და არის ზეთოვანი, სველ თმაზე უნდა წავისვათ არ საჭიროებს ჩამობანას.
ამჟამად ვხმარობ Avon Advanced Techniques Hair Care Line, ძალიან ეფექტური და კარგია. დაახლოებით 2 თვე მყოფნის ხოლმე, აქვს სასიამოვნო სუნი და არის ზეთოვანი, სველ თმაზე უნდა წავისვათ არ საჭიროებს ჩამობანას. მინდა გითხრათ ისიც, რომ არანაირ ზეთის თუ მასკის გამოყენებას არ აქვს აზრი თუ ჩვენ ეს გაყოფილი ბოლოები არ მოვიჭერით. მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია დავიწყოთ ზრუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ გაიყოს ჩვენი თმა. გარდა ამისა რჩევის სახით მინდა ვთქვა ისიც, რომ უმჯობესი იქნება თუ 2 თვეში ერთხელ, მაკრატელს ხელს მოვკიდებთ და თმის ბოლოებს, რამდენიმე მილიმეტრით მოვიჭრით.ვისაც ჩოლკა აქვს იმათ არასდროს არ აქვთ ჩოლკაში გაყოფილი ბოლოები. თუ ჩვენი თმისთვის სიკეთე გვინდა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მასიურად ფენის, თმის უთოს გამოყენება არ არის მიზაშეწონილი.
შარშაან ფორუმზე აღმოვაჩინე ერთი საოცარი ზეთი, თალგამის ზეთი, რომელსაც 3-4 თვის მანძილზე ვხმარობდი. ზეთი მართლა ეფეექტურ გამოდგა. გარდა იმისა რომ მისი საშუალებით თმა უფრო მალე იზრდება, ასევე თმას მატებს მბზინვარე იერს, მოცულობას. მოკლედ, არამარტო ჩემი, არამედ ექსპერიმენტში მონაწილე გოგოების სახელიტაც მინდა ვთქვა, რომ ეს ზეთი მართლა ეფექტურია. იგი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება და ფასი 5 ლარამდე მერყეობს.

შარშაან ფორუმზე აღმოვაჩინე ერთი საოცარი ზეთი, თალგამის ზეთი, რომელსაც 3-4 თვის მანძილზე ვხმარობდი. ზეთი მართლა ეფეექტურ გამოდგა. გარდა იმისა რომ მისი საშუალებით თმა უფრო მალე იზრდება, ასევე თმას მატებს მბზინვარე იერს, მოცულობას. მოკლედ, არამარტო ჩემი, არამედ ექსპერიმენტში მონაწილე გოგოების სახელიტაც მინდა ვთქვა, რომ ეს ზეთი მართლა ეფექტურია. იგი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება და ფასი 5 ლარამდე მერყეობს.
მარჯანიშვილზე აღმაშენებლის გამზირზე მივაგენი ერთ საოცარ მაღაზიას, რომელსაც ”ქალთა ბედნიერება” ჰქვია. იქ შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი რაც თმის მოვლისთვის არის საჭირო. თუ გაქვთ თმის ცვენის პრობლემა კონსულტანტი თმის ტიპიდან გამომდინარე შეგირჩევთ შესაბამის შამპუნს, თუმცა ფასებიც კარგი აქვს მინდა გითხრათ. თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი 200 მილიგრამი 15 ლარი მითხრეს. თმის ტონიკი ლურჯი ფერის 25 ლარიო. გარდა ამისა არის საღებავებიც და ყველა ის საჭირო რამ რაც თმის მოვლას გაგვიადვილებს.
ამჟამად ჩემი თმა ასე გამოიყურება, სიგრძე ახლა უფრო გამეზარდა, თმისერთი ნაწილი გამიღიავდა შედარებით, მეორე ნაწილი კი უფრო მუქი მაქვს, 
ცოტა რომ დათბება ვაპირებ მწვანედ შევიღებო ისევ თმა. საერთოდაც ლურჯი საღებავი მინდა ძალიან, მაგრამ აქ ვერსად აღმოვაჩინე.ვინმეს თუ სადმე გეგულებათ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ.
4 comments:
ჰმ მეც მიყვარს ჩემი თმა და ,დიდ პრობლემად მიმაჩნია რომ აფთიაქში უნდა ერკვეოდნენ შამპუნებში და გირჩევდნენ და კონსულირებდნენ , ხომ ვერ მიმასწავლით აფთიაქვს სადაც გირჩევენ შამპუნს ,ისე 2 დაბანაზე ყველა შამპუნი დიდებულად მიხდება ხოლო აი მე-3 დაბანიდან ფუუუ
qalTa ბედნიერებაში მიდი, მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს არის, ბანკი რესპუბლიკის ოდნავ ქვევით, უამრავი შამპუნია და გამოცდილი კონსულტანტი ჰყავთ, ტონა შამპუნია და მემგონი რომელიმე მაინც მოგიხდება,
კარგი პოსტიკი იყო მომეწონა, თუმცა კომბოსტოს არ შევეჭიდები
ტან გაყოფილი ბოლოებიც არა მავქს იმიტომ, რომ მართლა ხშირად ვიჭრი თავს და ეტყობა ვერ ასწრებენ :)
ჰოდა ეს თალგამის ზეთი ჯერაც მიდევს აბაზანაში ერთ მაღალ თაროზე, რამოდენიმეჯერ ვიხმარე მხოლოდ, ძალიან კარგი სუნი აქვს,მაგრამ მერე თმა ძალიან დავარდნილია და დასაბანი
შეიძლება მე ვცდები,მაგრამ ესე ამიხსნეს რომ ნახევრად სველზე უნდა წვაისვა და არ ჩამოვიბანო, თუ ესეა აღარ მინდა მისი მოხმარება--გაზეთილი თმით ვერ დავდივარ :(
პირიქით, მე რამდენადაც მახსოვს დაბანამდე რამდენიმე საათიტ ადრე უნდა წაისვა და მერე ჩამოიბანო, კი კი ნამდვილად ეგრეა თორემ მეც ძალიან მიცხიმიანდებოდა თმა მაგ ზეთის გამო და ეგრე სიარულს ნამდვილად ვერ დავიწყებდი.
Post a Comment