Feb 11, 2011

მზიანი პოსტი

დღეს გამოცდებს მოვრჩი :yochagiolegismaili:97 ქულით დავხურე გამოცდები. ახლა 7მარტამდე თავისუფალი ვიქნები, თუმცა სიმართლეც რომ გითხრათ, მეზარება სახლში ყოფნა.მინდა სულ საქმეებში ვიყო ჩართული, მუდამ დაკავებული ვიყო, მხოლოდ ასე თუ შემიძლია ვიყო დადებით განწყობაზე თუმცა ახლა უფრო ბევრი დრო მექნება იმისთვის, რომ გავაკეთო ის რაც მინდა. არ მიყვარს ზამთრის არდადეგებები, არ მიყვარს იმიტომ, რომ ცივა.მე კი სიცივე სასტიკად მძულს. დიდი იმედი მქონდა, რომ თებერვალში მუშაობას დავიწყებდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, ძალიან მწყდება გული.მაგრამ არაუშავს.:((
ეჰ, როგორ მინდა გაზაფხული იყოს, მზიანი, თბილი, მწვანე. ძალიან მინდა გვირილის დიდი თაიგული მაჩუქონ. დიდ ფოთლიანი ქათქათა გვირილებით სავსე. ძალიან მიყვარს, ნაზი, სათუთი და უბრალოა.
ჰო,გადავწყვიტე სხვანაირი გავხდე, არა შინაგანად არამედ გარეგნულად.ხვალიდან აქტიური დილა მექნება. ყოველ დილით ვირბენ,მუცლის პრესებს გავაკეთებ, (დილა-საღამო 50-50) ცოტათი რომ დათბება კი, ცურვაზე შევალ. ძალიან მინდა ზაფხულისთვის მუცელზე პრესები მქონდეს. გარდა ამისა 1-2კილოგრამის დაკლებაზეც უარს არ ვიტყოდი.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმასთან დაკავშირებით თუ რა მაქვს შესაცვლელი შინაგანად, თუმცა ჩემი თავი ასეთი მიყვარს არ ვამბობ რომ იდეალური ვარ, მაგრამ მე ასეთი მიყვარს ჩემი თავი. რაც შეეხება გარეგნულად შეცვლას, მინდა მაღლების მომხმარებელი გავხდე, ცოტა არ იყოს და დამღალა სულ დაბლებით სიარულმა, მგონი დროა გაზრდა დამეტყოს. ამასთანავე უახლოეს ორ კვირაში თმას შევიღებავ ლურჯად. ოღონდ არა მთლიანად, 2-3 ზოლი, ალბათ წვრილი ზოლი ასევე ჩოლკაშიც მექნება ლურჯად. ვაიმეეე, რამდენი ხანია მინდა ლურჯად შეღებვა თუმცა აქ დაქვეითებულ ქვეყანაში ვერსად ვერ ვიშოვე, სალონებში კი ისეთი ფასი მოხიეს არ ღირდა. მოკლედ ეს ფაქტი მახარებს ფრიად, აი ესეთი ლურჯია.ამ კვირაში გამოწერს დეა ინტერნეტიდან.
მარხვის დასაწყისში 7მარტს ჩემი მეგობარი მელანო რუის-ურბნისის მონასტერში მიდის 2 კვირით, მეც უზომოდ მინდა იქ წასვლა. სავარაუდოდ პირველი კვირა მეც წავალ იქ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი. უზომოდ მინდა რამდენიმე დღე სულიერად დავისვენო ყველასგან, მშობლებისგა, ნაცნობებისგან და საერთოდაც ყველასგან. მომწყინდა ყველასთან ურთიერთობა. ცოტახანი სიმარტოვე მინდა. შარშან გამოცდების დასასრულს ვაპირებდი მარტყოფში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ ადგილები არ იყო, შემდგომ კი ცუდად ვიყავი, მერე სწავლა დაიწყო და მონასტერშიც ვეღარ წავედი. დავრჩი იმედგაცრუებული.
ამჟამად თუ ყველაფერმა გაამართლა, აუცილებლად მოგიყვებით მონასტრის ცხოვრებაზე, ასევე იმაზეც თუ როგორ ცვლის ადამიანს იქ ყოფნა და კიდევ მრავალ სხვა დეტალზე.

2 comments:

Anonymous said...

მეც არ მევასება თებერვალში დასვენება
რა იქნებოდა გამოცდები თებერვალში რომ იყოს ხოლმე

Taknatuna said...

მე იმიტომა რ მიყვარს რომ, დასასვენებლად ძირითადად თოვლიანა დგილას გიწევს წასვლა, და მე თოვლს ვერ ვიტან

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment