ვაიმე, როგორ დავიღალე იცით. განა სწავლით, სიარულით, დღეებით, ამინდით, აი დედაჩემისგან დავიღალე. უზომოდ დავიღალე.
რა უნდა არ ვიცი, არა როგორ არ ვიცი, უნდა ისეთი გოგო ვიყო, პირველ კლასში რომ მიდიან პატარა ბავშვები თავზე თეთრი ბანტით, კლასში რომ ხელი-ხელ გადადებული სხედან, ხმას რომ ვერ იღებენ. უნდა ყველაფერი ისე გავაკეთო რასაც თვითონ მეტყვის. უნდა ღამეები გავათენო სწავლისგან, უნდა, რომ მთელი დღე საქმეების გაკეთებაში გავლიო, ცოცხი არ დავაგდო ხელიდან. მაგრამ მე რატომ არ მეკითხება რა მინდა. არც ერთხელ არ მოსულა ჩემთან, არც ერთხელ არ უკითხავს რამე ხომ არ მჭირდება, რამე რომ არ მიჭირს, რაიმე რჩევა ხომ არ მჭირდება. არასდროს არ უკითხავს რამე ხომ არ მტკივა.
რა უნდა არ ვიცი, არა როგორ არ ვიცი, უნდა ისეთი გოგო ვიყო, პირველ კლასში რომ მიდიან პატარა ბავშვები თავზე თეთრი ბანტით, კლასში რომ ხელი-ხელ გადადებული სხედან, ხმას რომ ვერ იღებენ. უნდა ყველაფერი ისე გავაკეთო რასაც თვითონ მეტყვის. უნდა ღამეები გავათენო სწავლისგან, უნდა, რომ მთელი დღე საქმეების გაკეთებაში გავლიო, ცოცხი არ დავაგდო ხელიდან. მაგრამ მე რატომ არ მეკითხება რა მინდა. არც ერთხელ არ მოსულა ჩემთან, არც ერთხელ არ უკითხავს რამე ხომ არ მჭირდება, რამე რომ არ მიჭირს, რაიმე რჩევა ხომ არ მჭირდება. არასდროს არ უკითხავს რამე ხომ არ მტკივა.არასდროს მივსულვარ მასთან რჩევის საკითხად, ვიცოდი რომ რჩევის ნაცვლად რამე უაზრობას მეტყოდა, ვიცოდი, რომ მასთან მეორედ მისვლის სურვილს დამიკარგავდა. ხოლო, თუ იმ ერთ-ორ შემთხვევას გავიხსენებ როცა მას დავუჯერე, შევცდი არჩევანში.და აი ასე ილევა ლამის 20 წელია ჩემი ცხოვრება. ოცნება კი ოცნებად რჩება. როგორ მინდა მის კალთაში მედოს თავი, მეფერებოდეს და მისგან იმ დედობრივ სიყვარულს ვიღებდე, რომელიც მაკლია.
დედა მჭირდება, მოსიყვარულე და გამგებიანი.
დედა მჭირდება, მოსიყვარულე და გამგებიანი.
ბევრჯერ შემშურებია ჩემი მეგობრების რომელთაც თავიანთ დედებზე უთქვამთ, რომ ის მისთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩემთვის ასე იყოს.
მინდა, რომ გაგების უნარი ჰქონდეს, როდესაც ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, ჩემი ქულებისგან უკმაყოფილო 3 კვირის მანძილზე არ მელაპარაკებოდა, არადა, თავად დეპრესიაში მყოფი აქეთ ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ მან პირიქით გააკეთა ყველაფერი, დახმარების, გამხნევების ნაცვლად ზურგი მაქცია, თითქოს იმ ბუტიაობით რამე შეიცვლებოდა, რამეს მოიგებდა.
უკვე 2-3 წელია მისი წასვლა თუნდაც 1-2 დღით დიდ შვებას მგვრის, სულიერად ვისვენებ მისგან.
აღარ მინდა იმას ვნატრულობდე, ოღონდ სახლში არ მივიდე თქო. ამ ბოლო დროს კი მსგავსი სურვილი უფრო ხშირად მიტრიალებს თავში. მშვიდი ცხოვრება მინდა. მინდა სულიერად მშვიდად ვგრძნობდე სახლში თავს და არა პირიქით, რაც უკვე ძალიან ხშირად ხდება :(
დავიღალე!
დედა მინდა!
ნამდვილი დედა!
5 comments:
აუ ნამდვილად სამწუხარო ამბავია :( რა ვიცი რა ვერც ვერაფერს გირჩევ და ვერაფერი. მარა ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებ რომ დედა შვილს ისე ექცეოდეს, რომ შვილს დედის წასვლა (თუნდაც 1-2 დღით) შვებას გვრიდეს...
თაკნატუნა 20 წლის გოგოა, მეოცნებე, ვარდისფერ ფერებში უყურებს სამყაროს. უნდა, რომ დედიკო უფრო ყურადრებიანი და ალერსიანი იყოს მის მიმართ, მაგრამ თაკნატუნა იმას ვერ ხვდება, ვერ ხვდება კი არა, ჯერ არ შეუძლია, რომ გაუგოს დედას, მას ხომ ჯერ ცხოვრება შეუცნობელი, რაღაც სასიამოვნოდ საინტერესო გასავლელი გზა ჰგონია. აი მისმა დედიკომ კი დანამდვილებით იცის, რომ ცხოვრება ნამდვილად არ არის სასიამოვნოდ გასავლელი გზა, უფრო ზუსტად რომ ვთქვა მისი დედიკო უფრო რეალურად უყურებს ყველაფერს და შეიძლება პირადული პრობლემებიც ჰქონდეს, რასაც ვერ ეუბნება თაკნატუნას, რამდენადაც დედიკომ უკეთესად იცის, რომ მისი პირადული პრობლემა მხოლოდ მისია და თაკნატუნას, რომელსაც ასე უყვარს სამყარო, ცხოვრება, ბუნება, მზე, მხიარულება არ შეიძლება კი არადა, არა აქვს უფლება თავს მოახვიოს... ან უფრო სწორად, შვილის ხალისიანი ბუნება საკუთარი პრობლემით არ უნდა, რომ დაამძიმოს. დედა სხვა თვალით უყურებს ცხოვრებას, თაკნატუნა კი სხვა თვალით... თაკნატუნას მინდა ვურჩიო, რომ დედასთან უფრო მეგობრული და თბილი იყოს... თუ დედა აგრესიულია, აგრესიას აგრესიითვე ნუ უპასუხებს. აგრესია სუსტი და რაღაცით ქრონიკულად უკმაყოფილო ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.
ძნელია, მესმის თაკნატუნასთვის, ასეთი ხალისიანი და ბავშვური გოგოსთვის საკუთარი დედის გარდაქმნა. ან შეიძლება სულაც არ იყოს ძნელი...
შვილსა და დედას შორის უთანხმოების მიზეზი კიდევ სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ დედა განსხვავებული მენტალიტეტით გამოირჩევა და ის ვერ ეგუება თაკნატუნას მეგობრულ, ხალისიან, ე.წ. "გოგოშკურ პიკნიკებს", ასეთი მშობელი ვერასოდეს ვერ შეეგუება გოგონას ასეთი ცხოვრების სტილს. თაკნატუნას ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გოგონა კარგად არის აღზრდილი, გოგონა განათლებულია და აქ მშობლის დამსახურებაც არის.
მშობელი ფიქრობს, რომ თაკნატუნა რაღაცას ზედმეტს აკეთებს. დედა ცდილობს, რომ გოგონა უფრო მეტად იყოს დაკავებული სწავლით, ვინაიდან ფიქრობს, რომ მისი გოგონა თავის პოტენციას უაზროდ ფლანგავს. 20 წლის ასაკი ხომ ყველაზე საუკეთესო ასაკია, იმისათვის, რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი წაიკითხოს, მეტი ცოდნა შეიძინოს, ეს ცონა ხომ ისევ გოგონას გამოადგება და ეს იცის დედამ... მაგრამ თაკნატუნას გართობა ურჩევნია და თან დედის ალერსიც, დედის, რომელიც თაკნატუნას საქციელს ბევრ რამეში არ ეთანხმება თავის უკმაყოფილებას გოგონასთან ცივი ურთიერთობით გამოხატავს.... ამისი გაგება თაკნატუნას ან არ უნდა ან ჯერ ვერ იგებს:( დედა კი ნერვიულობს, "ვაი თუ თაკნატუნას გვიან აეხილოს თვალები, გვიან დაინახოს რეალობა და დაგვიანებული არ იყოსო" , აი ეს არის დედის ფიქრები...
თაკნატუნაც გახდება დედა, მასაც ეყოლება შვილები და მასაც ექნება შვილებთან დაკავშირებული ასეთი დედა-შვილური პრობლემა, რაც ბუნებრივია... ასე იყო და ასე იქნება, სანამ დედა-შვილობა არსებობს ქვეყანაზე...
ღმერთმა გვიმრავლოს შვილებზე მზრუნველი დედები...
ამ ბოლო დროს ვისწავლე ის რომ, რაზეც არ უნდა მისაყვედუროს, რაზეც არ უნდა დამიყვიროს, ხმა არ უნდა ამოვიღო, უნდა ვაგრძნობინო, რომ გავიგე, მესმისთ თუმცა ხმას მაინც არ ვიღებთ. ასე უფრო ნეიტრალდება სიტუაცია.
ასე კი განეიტრალდება სიტუაცია, მაგრამ თუ იგივე განმეორდება, რაც დედას არ სიამოვნებს, ეს უფრო ცუდ რეაქციას გამოიწვევს ჩემი აზრით. ისე, როგორ მაინტერესებს მეც მშობლების გულში რა ხდება? მეც დედა ვარ. ვცდილობ ჩემი გოგონა ძალიან არ შევზღუდო, ანუ გაიხაროს.. ეს წლები ხომ აღარ დაბრუნდება... მაგრამ თან ფრთხილად ვარ. ძალიან მეშინია, სანამ სახლში დაბრუნდება. ვაფრთხილებ ხშირად. ვუყვები სხვა და სხვა ისტორიებს, რაც სხვა მის ტოლ გოგოებს გადახდენიათ თავს. მირჩევნია, რომ გადაჭარბებული დარიგებებით არ მოვაბეზრო თავი და ცოცხალი ფაქტები მომყავს მაგალითად. მის ასაკში, ხომ ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ გოგოები. აი მაგალითად; როგორ არ უნდა ენდოს ადამიანს, რომელიც თვალთმაქცურად ძალიან კეთილად ექცევა... ასეთ დროს უნდა იყოს დაკვირვებული და სიფრთხილე გამოიჩინოს. ეს ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ასაკთან ერთად მოდის. ნამდვილად არ მინდა, რომ იგივე შეცდომები დაუშვას ჩემმა ანუკიმ, რაც თავის დროზე დავუშვი მე და რამაც ძალიან მატკინა გული.... არ ჯობია, რომ გავაფრთხილო ჩემი შვილი, ჩემი გამოცდილებები გავუზიარო? მე მგონი, რომ ცუდს არ ვაკეთებ. დაუსაბუთებლად რომ ავუკრძალო სადმე წასვლა, ან ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა, ამითი მხოლოდ ჩემი ახირებული შენიშვნებით გაღიზიანებას და გამუდმებულ ტყუილების გროვას მივიღებ ჩემი შვილისაგან. ასეთი მოქცევით მე თანდათან ფუნქციას დავკარგავ ჩემი შვილის თვალში, რაც არ მინდა და არცერთ მშობელს არ ვურჩევ. რაც შეიძლება შვილთან ახლოს უნდა იყოს დედა...
თუ ჩემი აზრი ჩემს შვილებს არ მოსწონთ ხოლმე, მეუბნებიან, რომ მე არ ვარ მართალი, მაგრამ თუ ჩემი თავი მაინც მართალი მგონია, მაშინ უნდა დავამტკიცო კიდეც, რის საფუძველზე ვითხოვ მე ჩემი შვილებისაგან რაღაცას. ეხლანდელი ბავშვები ძალიან ჭკვიანები ხართ. თქვენ გჭირდებათ არგუმენტირებული საუბარი და ასეც უნდა იყოს. ჩემს დროს დედაჩემი რომ მეტყოდა, დებილივით იმას ვაკეთებდი "მორჩილი შვილი ვიყავი". ჩემნაირი მორჩილი შვილი რომ მყავდეს რომელიმე გონებაშეზღუდულ დაწესებულებაში ჩავაბარებდი:D, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ რაც ჩემს აღზრდაში დაუშვა დედაჩემმა შეცდომები, ის ჩემს შვილებზე არ გავიმეორო... ჩემი შვილები ჩემზე ჭკვიანები არიან...
ძალიან კარგია, მომწონს შენი მიდგომა, სწორედ მმეც ასეთი მიდგომა მინდა მქონდეს სამომავლოდ ჩემს შვილებთან, შვილს ყველაზე მეტად უხარია როცა მისი მშობელი მის გვერდითაა, მიყვარს დედები, რომლებიც თავიანთი შვილის კაპრიზების მეტ-ნაკლებად შესრულებას ცდილობენ.
ისე ჩემი დეიდებიც (3 დეიდა მყავს) დედაჩემისებურად არიან, სოფელში როცა ვართ ხოლმე დღემდე აქვთ გართულება, იმხელა ეზო გაქვთ და ეზოში იყავითო :D:D არადა ჩემს დეიდაშვილებს 15 წლის შვილები ჰყავთ და ამათმა თავიანთი ვერ მოიშალეს, ჩემი დეიდაშვილები კი შენსავით არიან ზუსტად, ცდილობენ რაც დედამისმა დააკლო , თუნდაც ის რომ უშლიდაა ბევრ რამეს მის შვილზე ნაკლებად გაიმეოროს იგივე, მოკლედ სულ სხვა პოლიტიკას ატარებს დედამისისგან განსხვავებით და შვილები ჰყავს იდეალური. ამიტომაც ვემხრობი შენს პოლიტიკას
+++++++++
Post a Comment