Jun 5, 2011

თმისეული ექსპერიმენტი N2

არ მახსოვს ადრე გითხარით თუ არა, მაგრამ თმის ერთი ნახევარი მაქვს უფრო ღია ფერის, ხოლო მეორე ნახევარი შედარებით მუქი. რაც მგონი გამოწვეულია იმით, რომ შარშან ერთი ანხევარი მწვანე ტონიკით მქონდა შეღებილი, და უკვე გადასვლის პროცესში იყო, როცა ჩვეულებრივი საღებავის ბალზამი წავისვი თავზე. ხოდა ეს ფერიც მას შემდეგ აღარ მომშორდა.
არადა ძალიან უჯიშო თმა გახდა. არა ხარისხით, არამედ იმით რომ რა საღებავიც არ უნდა დავიდო მაინც არ ღიავდება ის თმა. ამას წინათ ხნა დავიდე თმებზე, (ვინც არ იცით, ხნა არის ბუნებრივი საღებავი, რომელიც არ აზიანებს თმას, პირიქით. სასარგებლოა ძალიან.) წესით და რიგით, 1 საათში თმა მოწითალო უნდა მქონოდა, თუმცა ვერ მოგართვით, რეაქციაც არ ჰქონია თმის ფერს, მითუმეტეს რომ 1 საათის ნაცვლად 4 საათი მქონდა. ანუ გამვიდა, რომ ერთი მხარე ისევ ღია, მეორე კი ისევ მუქი ფერის მქონდა.. არადა, ოდნავ მოვსინჯე ღია ფერის თმაზე ხნა და იმ მხარეზე იმოქმედა აშკარად.
ამას წინათ მომინდა, რომ ხნის ნაცვლად ჩვეულებრივი საღებავი მეცადა მუქი ფერის თმაზე, და გაუღიავებლად წავისვი მუქი წითელი ფერის საღებავი, დაახლოებით 10 წუთი მქონდა გაჩერებული თმაზე, რადგან არ დამწვოდა შემეშინდა. მუქი ფერის თმას კვლავ რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ ღია ფერის თმაზე იგივეს ვერ ვიტყვი. საბოლოოჯამში ასე გამოიყურებოდა.


თმა არ დამწვია საბედნიეროდ, არც გამეყო ბოლოები და კარგად გამოიყურება ნამდვილად. რამდენიმე დაბანაზე ეს ფერი გამიქრა და თითქმის იგივე ფერის თმა დამრჩა რაც აქამდე მქონდა.
ამას წინათ ბეთანიაში,რომ მივდიოდი, მომინდა თმის ლურჯად გადაღებვა ტონიკით,(ეს ტონიკი ბალზამს შეიცავს და არ აზიანებს თმას) გარეთაც მშვენიერი ამინდი იყო და ხალისიანად შევუდექი თმის შეღებვას. რადგან ზერელედ წავისვი საღებავი, შესაბამისადაც შეიღება, სამაგიეროდ შემეღება ყურები და კისერი. ძლივს მოვიშორე საღებავი. :D ეს კი ჩემი ლურჯი თმა.

ახლაა ეს ფერიც გადამივიდა თითქმის, აღარ ვაპირებ თმის შეღებვას. ხოლო სურვილი, რომ მქონდეს 2 ლურჯი ზოლი, ეს ისევ ძალაში რჩება, პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი საღებავი ვერ ვიპოვე ისეთი ფერის როგორც მე მინდა.
ჩემი თმები კი შარშანდელიდან დღემდე ძალიან გაიზარდნენ.



მიყვარს ჩემი თმები.


2 comments:

Anonymous said...

რა მალე გეზრდება თმა..როგორ მშურს :ო : ))

Taknatuna said...

Tmiს ნიღაბი გასაზრდელად: გატქვეფილ კვერცხის გულს დაუმატეთ 1სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ათი წვეთი ვიტამინი და 50გრამი სპირტი ან არაყი. მიღებული მასა ტმის ძირებში სეიზილეთ და ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი. გააწერეტ 1საათი და ცამოიბანეთ. ნირაბი კვირაში ერთხელ კეთდება.

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment