გამოცდებს რომ მოვრჩები, რაღაც -რაღაცეები უნდა გავაკეთო, ფორუმელების რეცეპტების მიხედვით,
იქამდე კი ჩემი გაკეტებული, უძალიან მაგრესი და უგემრიელესი ”მხლის კეცეულა”, (ჩემს სოფელში ასე უწოდებენ).
აი რაღაც სასწაული გემო აქვს, გულში აქვს ბალახი ანუ მხალი, რომლის მოკრეფვა არასდროს არ გვიყვარდა სოფელში ყოფნისას, მაგრამ ჭამაზე რიგი იყო. თან ბებოს გამომცხვარი მაინც ყოველთვის სუპერია.

ჯერ კიდევ აბიტურიენტობის ჟამს, როცა მასწავლებლიდან დაღლილი მოვედი, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის მესიამოვნებინა, და დაღლის მიუხედავად, გამოვიღე მაცივრიდან ხინკლის გული, მოვზილე ცომი და ესეთი პატარა ხინკლიკუნები გავაკეთე.

გუშინ წინ გავაკეთე ქამა სოკო, კვერცხით და პიტნით + ბევრი მწვანილები (სურათი არ მაქვს ) ცხელს გემო არ ჰქონდა, მაგრამ ცივი უმაგრესი იყო.მომიწონეს კიდევაც.
მოკლედ, მემგონი რაღაც დადგება ჩემგან :D