Apr 11, 2010

უკანასკნელი ცნობები

ხოდა ასე, სამშაბათს გადმოვსახლდი, დავტოვე ჩემი კერა რომელშიც 18წელი გავატარე. ნელ-ნელა ვლაგდებით, ნუ პრინციპში უკვე დავამთავრეთ ეს პროცესი. გადმოსვლიდან მეორე დღეს მეზობელს შეეშალა და ჩვენთან(თავის ძველ სახლში) ამოვიდა, კარები რომ გავაღე მხოლოდ მერე გაახსენდა, აქ არ უნდა ამოსულიყო :D
გადმოსვლიდან მეორე დღეს ყველა იმას მეკითხებოდა ღამე როგორ გაატარეო. მინდა ვთქვა რომ საშინლად. ნუ ეს სახლი იაღოველების იყო და პირველ ღამეს სწორედ იაღოველები დამესიზმრნენ. :D ანუ, პირველი ღამე კოშმარს უტოლდებოდა. ახლა გაიარა მაგ პროცესმა. სახლს ამ კვირაში აუცილებლად ვაკურთხებინებთ.
პარასკევს ნინო იყო ჩემთან კიდევ გიორგები და დეიდები, ჩემმა ყოჩაღმა და დაუზარელმა დეიდებმა ხინკალი გააკეთეს, რომელიც უგემრიელესი იყო, რაღაც საოცარი გემო ჰქონდა,
P.s ჩემი მოხვეული ხინკალი



მე და ნინომ ქინძმარაულის შავი ღვინო გავხსენით(ამ ღვინის გახსნის ისტორია ცალკე თემაა, სპეციალური სახსნელი ვერ ვიპოვეთ და :D )(საქართველოსაც ნუდ ავივიწყებთ)

ჩვენ ჩემს ოთახში მოვკალათდით და პირველი ალკოჰოლი დავაქციეთ.(ტოისწ ჩავღვარეეთ მუცელში). ნუ მოკლედ კარგი იყო რა.

ნუ ვინაიდან და რადგანაც მალე არჩევნები იქნება, კირკიტაძემ (ქვემო ქართლის გამგებელმა) თავისი კანდიდატისთვის პიარის გაკეტება გადაწყვიტა და კინო რუსთაველში შეხვედრა გამართა ჩვენი უბნის მეთორმეტე კლასელებთან. ჯერ წინასიტყით გამოვიდა, შემდეგ კი მაიტა ნასოსს ვუყურეთ. :| რატომღაც სახალისო ფილმი მეგონა, მაგრამ მართლა არ მომეწონა, აი ისეთია რა რომ გაგაღიმებს, მაგრამ არ გაგაცინებს. დარბაზში არც არავის სიცილის ხმა ისმოდა არც კომენტარი რა კარგიაო. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა, ისევე როგორც მე მოიხიბლა სვანეთის ბუნებით, :( ძალიან მომინდა იქ ყოფნა. უი ერთ სანტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი, შუა ჩვენებისას შუქი ჩაქვრა, კირკიტაძემაც ისარგებლა და გაიპარა :D
დღეს კიდევ რაღაც სასიამოვნო დღე მქონდა. ამ გადაბარგებისას ბევრი დაკარგული ნივთი ვიპოვე, ასევე შარვალი რომელიც რატომღაც პირველად იხილა ჩემმა თვალებმა. მაგრამ დიდი მქონდა აშკარად, თან ბევრი ცვლილებების განხორციელება მინდოდა. ავდექი და ერთ-ერთ მკერავს მივუტანე. იმ ქალს არ ვიცნობდი , მეზობელმა მირჩია ძალიან კარგად კერავსო, და მართალიც აღმოჩნდა. დღეს დამიმთავრა შარვალი და მართლა საკაიფო გამოვიდა, ყველა დეტალი გაითვალისწინა რაც ვუთხარი. დღეს რომ მივედი წამოსაღებად , ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული და დაველოდე, იქ ჩვენს გარდა არავინ არ იყო და ლაპარაკს შევყევით. ძალიან სასიამოვნო ქალია და რაც მთავარია ძალიანკარგი ხელი აქვს. რომ გაიგო რომ მეც მეხერხებოდა ხელსაქმეები, ასევე მძივები ძალიან გაუხარდა, და თანამშრომლობა შემომთავაზა, შემაქო კარგი გოგო ჩანხარო :D ხოდა ასე, მომწონს ჩემი ახალი შარვალი ;;))

3 comments:

Anonymous said...

ამ პოსტს დიდი ხანი ველოდი : ))) მაინტერესებდა გადაბარგების შედეგები :დ

ისე, სათავსო უჯრების კაპიტალური დალაგებისას რამდენ დაკარგულ თუ დავიწყებულ ნივთს ვპოულობ და შენ გადაბარგებისას რამდენს წააწყდებოდი წარმომიდგენია : )))

მეც მინდა გადასვლა, ოღონც ისე, რომ ჩემ სახლშიც შემეძლოს ნებისმიერ დროს მისვლა ...

როგორც მივხვდი რუსთაველი ხარ ხო? :)) ს

Taknatuna said...

ჩემი ოთახის შეცვლას რომ დავიწყებთ მერე დავწერ ერთ საიტნერესო პოსტს :D (nu ramdenad saintereსო იქნება ვნახოთ :D)
საყუურეები ვიპოვე კიდევ და გამიხარდა ძალიან. არადა ისიც დაკარგული მეგონა .
კი რუსთაველი ვარ

Anonymous said...

აუ, ნუ ივიწყებ ბლოგს, ძლივს კიდე ერთი რუსთაველი ვნახე ბლოგერობას რომ ცდილობს :დ
სად გაქრი? მეც დავიწყე სახლში რემონტი და ჩემი ოთახი რა ფრად გავაკეთო ვერ გადამიწყვეტია ...

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment