დილით იმდენად საშინელი ამინდი დამხვდა, რომ ძალიან მეზარებოდა წასვლა, მაგრამ გოგოების გადაგდება არც მიფიქრია. შეხვედრა შარაგულთან დავთქვით. მე და მარომ წინა დღით მენიუ შევადგინეთ, რადგან სამივე მარხვაზე ვართ, შესაბამისად რაციონიც სამარხვო საჭმელებით იყო გაჯერებული. თუმცა რაც მივირთვით ყველაფერი უზომოდ გემრიელი იყო.
ამ შეხვედრისთვის ერთი კვირა ვემზადებოდით. იყო საშისროება ტყემალიკოს მხრიდან რომ არ მოსულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არც მან გვიღალატა.
სულ რამდენიმე წამით დავაგვიანე შეხვედრაზე, გოგოები უკვე შარაგულის წინ მელოდებოდნენ 2აათისთვის. როგორც აღმოჩნდა თავიდან ვერ მიცნეს :))), იქიდან კი უკვე შარაგულში გადავინაცვლეთ, ძალიან სიგემრიელე კარტოფილის ხინკალი მივირთვით, იქ პირველად ვჭამე კარტოფილის ხინკალი და აი რაღაც საოცრება გემო ჰქონდა, :) ასევე დავაგემოვნეთ ლუდი, რომელიც მარის აშკარად მოეკიდა, :))) დავგეგმეთ, რომ აღდგომების შემდგომ კვლავ შევიკრიბებით თუმცა უკვე +1 წევრი გვეყოლება ფორუმიდან. შემდეგ კი უკვე მამრობითი სქესის ფორუმელებსაც დავპატიჟებთ ჩვენს დაგეგმილ შეხვედრაზე, რასაკვიველია მათთვის მაღლების ჩაცმა არ იქნება აუცილებელი.:))) და საბოლოო ჯამში ალბათ ერთ დიდ გემრიელ შეხვედრასაც გავმართავთ :))). ვიჭუკჭუკეთ ბევრი, დავლიეთ ჩვენი გაცნობის სადღეგრძელოც.
ამ შეხვედრისთვის ერთი კვირა ვემზადებოდით. იყო საშისროება ტყემალიკოს მხრიდან რომ არ მოსულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არც მან გვიღალატა.

იქიდან სამივე ფრიად ნასიამოვნები წამოვედით.












