Apr 4, 2011

შეხვედრა ქუსლოჩკური

გუშინ, მიუხედავად საშინლად ღრუბლიან-წვიმიანი ამინდისა ფრიად სასიამოვნო დღე იყო. მე და ორმა ფორუმელმა გოგომ, (giornalistka;tyemali) მოვაწყვეთ შეკრება "ქუსლოჩკური", რომლის მოხოვედრაზეც აუცილებელი პირობა იყო მაღლების ჩაცმა.
დილით იმდენად საშინელი ამინდი დამხვდა, რომ ძალიან მეზარებოდა წასვლა, მაგრამ გოგოების გადაგდება არც მიფიქრია. შეხვედრა შარაგულთან დავთქვით. მე და მარომ წინა დღით მენიუ შევადგინეთ, რადგან სამივე მარხვაზე ვართ, შესაბამისად რაციონიც სამარხვო საჭმელებით იყო გაჯერებული. თუმცა რაც მივირთვით ყველაფერი უზომოდ გემრიელი იყო.
ამ შეხვედრისთვის ერთი კვირა ვემზადებოდით. იყო საშისროება ტყემალიკოს მხრიდან რომ არ მოსულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არც მან გვიღალატა. სულ რამდენიმე წამით დავაგვიანე შეხვედრაზე, გოგოები უკვე შარაგულის წინ მელოდებოდნენ 2აათისთვის. როგორც აღმოჩნდა თავიდან ვერ მიცნეს :))), იქიდან კი უკვე შარაგულში გადავინაცვლეთ, ძალიან სიგემრიელე კარტოფილის ხინკალი მივირთვით, იქ პირველად ვჭამე კარტოფილის ხინკალი და აი რაღაც საოცრება გემო ჰქონდა, :) ასევე დავაგემოვნეთ ლუდი, რომელიც მარის აშკარად მოეკიდა, :))) დავგეგმეთ, რომ აღდგომების შემდგომ კვლავ შევიკრიბებით თუმცა უკვე +1 წევრი გვეყოლება ფორუმიდან. შემდეგ კი უკვე მამრობითი სქესის ფორუმელებსაც დავპატიჟებთ ჩვენს დაგეგმილ შეხვედრაზე, რასაკვიველია მათთვის მაღლების ჩაცმა არ იქნება აუცილებელი.:))) და საბოლოო ჯამში ალბათ ერთ დიდ გემრიელ შეხვედრასაც გავმართავთ :))). ვიჭუკჭუკეთ ბევრი, დავლიეთ ჩვენი გაცნობის სადღეგრძელოც.
მე და მარიმ ვახტანგურადაც დავლიეთ :)))



იქიდან სამივე ფრიად ნასიამოვნები წამოვედით.

Mar 20, 2011

ჩემი დაბი-დუბი



გუშინ ჩემი ოქროს დაბადების დღე იყო,რომელიც ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. ჩემთან თაკო და ნინო აპირებდნენ ჩამოტანტალებას, ხინკალი გაგვიკეთოს თამარამო, მაგრამ საბოლოო ჯამში გეგმები შეიცვალა და სხვანაირად დავგეგმეთ ეს დღე. პირველი ვარიატი ასეთი იყო, ლისზე ავსულიყავით გვეყიდა კიშკები და იქ ჩვენენბურად გაგვეტარა დრო. მეორე ვერსია კი, სახინკლეში წასვლას და უაზროდ ჭამას მოიცავდა.დღის 4ის ნახევრისკენ ტელევიზიასთან დავთქვით შეხვედრა, ნინო 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა და მას მოჰყვა თაკოც.იქიდან პეკინზე გავედით.ძალიან მინდოდა მინი cakeმქონოდა. ამიტომაც პეკინზე ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და პატარა ტორტი ვიყიდე.








ვიყიდეთ ასევე ლუდები, მისაყოლებელი კიშკები,


ნიქარდიც გავატარე და მთელი3 ქულა დამემატა საბოლოო ჯამში :D იქიდან ლისისკენ დავიძარით.გარეთ წვიმდა ცოტათი, რაღაცა სასიამოვნო იყო. ჩვენი მინი სუფრა მანქანაში კომფორტულად გავაწყვეთ.


ვენთან შორიახლოს ერთი ძროხა იდგა, იქ ყოფნის მანძილზე არ განძრეულა ჩვენ




ემოგვყურებდა, მეთქი ალბათ მამრია:D ნინომ და თაკომ არა დედლიაო, მოკლედ მკითხაობა დავიწყეთ, მე და თაკო მივედით იმ ძროხუკასთან, საბოლოო ჯამში დედალი აღმოჩნდა.ისე ჩვენს მაყვალას გავდა, რომელიც სოფელში დაკლეს :((, ნუ გემრიელი ხინკალი კი გამოვიდა მისი ხორცისგან :D.მაგრამ მაინც ძალიან შემეცოდა.








საბოლოოდ სანთლების ჩაქრობის დრო დადგა, მაგრამ რადგან სანთლები


გვქონდა, ერთი ასანთის ღერმა ფორმალურად რიცხვი 19 -ის როლი შეასრულა."ორტი გვქონდა ისეთი გამვლელსაც ვაჭამეთ გამომვლელსაც ჩვენც ვჭამეთ სახეზეც წავისვით და სახლშიც მივიტანეთ. "












უკვე ბინდდებოდა, გადავწყვიტეთ მზიურთან გადაგვენაცვლა. ნინოსთან წასვლამდე ჯერ თაკოსთან ავირბინეთ, თაკოს ბალრები, დათუნა და მარიც წავიყვანეთ და თან ჩელსიკუნა მოვინახულე, აი ძალიან ვირგლა კატაა უკვე.მაგრამ ძალიან საყავრელიც.














საღამოს გასაგრძელებლად ლუდები და სიმინდი ვიყიდეთ, ბავშვები სახლში დავტოვეთ ჩვენ კი მზიურთან გადავინაცვლეთ. ბევრი ვიჭუკჭუკეთ და 10საათისკენ სახლში დავბრუნდით.







ღამით ნინოსთან დავრჩი, რაღაცნირად საშინელი ღამე იყო. პირველად ვნატრულობდი ცხოვრებაში რომ მალე გათენებულიყო, ღამის სამიდან 6მდე ბუსავით ვიყავი. დილით დეიდაჩემი გემრიელი კარტოფილიანი ღვეზელით და კომპოტით გაგვიმასპინძლდა. ნინოს"მყუდრო სამყოფელიც" მალე დავტოვე.

მოკლედ, მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ.

საჩუქრები მივიღე რაღაც რუღაცეები, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამიხარდა იყო ჩანთა, რომელზეც ჭკუას ვკარგავ ♥♥♥



დღეიდან უკვე დიდი გოგო ვარ :D

Mar 18, 2011

გრიპიანი პოსტი


დღეს ძალიან გაციებული და გრიპინი ვარ, უნიშიც ვერ წავედი. მაგრად მიტყდება,რომ ჩემს დაბ დღეს გრიპიანი უნდა შევხვდე.გუშინ ჩემი ელექსირი, ცხვირში ჩასაწვეტებელი წვეთები აღარ მქონდა,იანვრის მერე გაციებული არ ვყოფილვარ და ყიდვაც არ დამჭირვებია. წუხელის რომ ვწვებოდი ცხვირით ვერ ვსუნთქავდი საერთოდ, მეთქი არ გინდა მთელი ღამე ესე ყოფნა, არადა გარეთაც ვეღარ გავიდოდი და სხვასაც ვერ ვთხოვდი რომ მოეტანა, არ ვაწუხებ არასდროს სხვას ჩემი საქმის გამო.დილა რომ გათენდა და ერთი ნესტოთი მაინც შემეძლო თავისუფლად სუნთქვა გამიხარდა, თუმცა გაღვიძება და ცხვირში კაპილარის გასკდომა ერთი იყო. ასეთებს უკვე შეგუებული ვარ, გაზაფხულის პირზე მუდამ მომდის სისხლი, სუსტი კაპილარების გამო.
სისხლზე ბავშვობის ამბავი გამახსენდა,:)) 4-5 წლის vიქნებოდი, ეზოში ვიყავი და ერთმა მეზობელმა ბიჭმაზურგზე ხელი დამადო, ამ დროს ისევ ცხვირიდან წამომივიდა სისხლი, მეზობელმა ვაიმე ეს რა ვქენიო და ჩემს მშობლებს რომ ხედავდა სადმე სულ ემალებოდა,რამე არ მითხრანო:D
2-3 დღის წინ ავარიას მომენტალურად გადავურჩი, უნიდან სახლში მოვდიოდი, ქავთარაძეზე მე და მეგობრები 6 ნომერს ველოდებოდით, მაგრამ რადგან 6-მა მთელი ნუცუბიძე უნდა შემოიაროს, მეთქი 150ით წავალ, იმათმა გაიგიჟეს თავი არა 6ით წავიდეთო. ბოლოს გავყევით 6ს-ს. პეკინზეც მოვრჩი ჩემს საქმეებს და სანამ გაჩერებაზე გადავედი ჩემმა მარშუტკამ გამასწრო, მერე შემდეგს გამოვყევი, რუსთავში ის მარშუტკა (რომელმაც გამასწრო) ავარიაში მოყვა,ტროიკა დაეჯახა და ბმვ-სიც და მარშუტკის ნაწილებიც აქეთ იქით იყო მიმოფანტული. დაღუპვით არავინ არ დაღუპულა, მაგრამ დაშავებულები იყვნენ. მოკლედ ჩემდა სასიკეთოთ გამასწრო იმ მარშუტკამ, მადლობა უფალს, რომ არ გამიმეტა იმ ავარიაში მოსაყოლად. :)
მეორე დღეს ჩემი ჯგუფელები მეხუმრებოდნენ, შენ კიდევ 6 ნომრით წამოსვლა არ გინდოდაო :)))

P.sზაფხული მინდა ძალიან, ძალიან, ძალიან

Mar 17, 2011

ჩემი განახლებული ცხოვრება

ხომ ვთქვი გაზაფხული სიახლეებით უნდა დავიწყო თქო და ასეც არის, მე მოვიშორე ვალი/ვალები და თავს ვგრძნობ უბედნიერეს ადამიანად. მიუხედავაც იმისა რომ ეს ვალი არ იყო დიდი თანხა (თვეში 54 ლარი)მაინც ძნელი გადასახდელია ადამიანისთვის, რომელიც არ მუშაობს და მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. ფული ბანკში შეტანილი არ მქონდა, რომ უკვე მეორე თვის თანხისთვის უნდა დამეწყო ზრუნვა. წინა ექვსი თვე უსაშინლესობა იყო. უკვე სამჯერ აღვმოჩნდი მსგავს შემთხვევაში და საბოლოოდ ვისწავლე ჭკუა, აღარ შევიცვლი ტელეფონს მანამ სანამ თავად არ მექნება შემოსავლის წყარო.
ზეგ ჩემი დაბადების დღეა, ნუ უბრალო დაბადების დღე არა ოქროსი.ანუ როგორც მე ვუწოდებ ჩემს თავს ”ოქროი გოგო” ვიქნები 19 მარტს.წელს ყველაზე სასიამოვნო, სტუდენტის ამპლუაში შევხვდები ამ დღეს. არ ვაპირებ აღნიშვნას. მირჩევნია ამ დღემაც სხვა დღეების მსგავსად მშვიდად ჩაიაროს. თუმცა საჩუქრებისთვის ჩემი დაბ დღე მუდამ ღიაა.ჩემებმა უკვე მაჩუქეს ფული,როგორც შენ გაგეხარდება ისე გამოიყენეო. რადგან დაბადების დღის აღნიშვნას საერთოდ არ ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყიდო ოქროს ბეჭედი. რაიმე გოგოშკური, რომელიც მუდამ მეკეთება. სამკაულების მომხმარებელი დიდად არ ვარ, განსაკუთრებით კი ოქროსი, მაგრამ ამას წინათ ერთი ლამაზი ბეჭედი ვნახე ინტერნეტში. რამაც ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მომიწონეს, აქ თუ მსგავს ვერ ვიშოვი გაკეთება პრობლემა არ იქნება. ყვავილებში ბრილიანტის თვლებს ჩავასმევინებ. დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ძვირი არ დამიჯდება ეს სიამოვნება.
გარდა ამისა, ჩემს თავს დაუბრუნდა ის შემართება, რომელიც მართვის მოწმობის აღებაში დამეხმარება, პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის ბილეთები უნდა ვისწავლო. წინა ზაფხულს გაგანია გამოცდების პასუხების მოლოდინში 500 ბილეთი ვისწავლე, მაგრამ იმდენად დათრგუნული ვიყავი შინაგანად, რომ მეტის სწავლა ვეღარ შევძელი. ახლა კი დიდი იმედი მაქვს რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან წარმატებით.
ნელ-ნელა მზეც უფრო მცხუნვარე ხდება, და დათბობასთან დაკავშირებით მშვენიერი დრო ჩნდება იმისთვის რომ ადამიანმა მოიარო საქარტველოს ულამაზესი კუთხეები. უნივერსიტეტი მალე განაახლებს ექსკურსიებს. ძალიან მინდა, რომ ივნისამდე მოვინახულო ყაზბეგი, ზედაზენი, რკონი, ანანური, ჩარგალი და ასევე მლეთა. მლეთაში წასვლა ყველაზე მეტად მინდა. ლომისობას (წელს ივნისის შუა რიცხვებში იქნება) თავს არ დავზგოგავ რომ წავიდე, უკვე 3 წელია მუდამ რაღაც მიშლის ხელს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ამჟამად ნამდვილად მეღირსება იქ წასვლა.
გარდა ამისა ნინოსაც სურს, ყოველ შაბათ-კვირას უქმე დღეებში ახლობელ ადამიანებთან ერთად მოინახულოს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები.მოკლედ 1-2 დღიანი ლაშქრობები იქნება. მას მეც დიდი სიამოვნებით ვუერთდები. რაც უფრო ამწვანდება ბუნება, ალბათ მით უფრო სასიამოვნო იქნება სიარულიც. ძალიან მინდა გვირილებითა და ყაყაჩოებით სავსე ადგილას მოვხვდეთ, ალბათ იმ ადგილს ვერავინ მომწყვეტავს (:
p.sერ შევასრულე ჩემი სიტყვა,ვერ ავედი სკოლაში. ასევე ვერ ვნახე ჩემი ყოფილი სკოლის მასწავლებელიც,რომელიც აღმოჩნდა რომ ჩემს ბლოგს კითხულობს ხოლმე. :))

Mar 6, 2011

თმისეული ექსპერიმენტი



ესეც ასე, მოვიცალე ჩემი ბლოგისთვის. ვაგრძელებ თემას თმის ლურჯად შეღებვასთან დაკავშირებით. პარასკევს ვაგზალზე ბევრი ვიტანტალე. ვეძებდი ლურჯ ტონიკს, უკეთესი შემთხვევისთვის საღებავს. ბევრი ძებნა-ძიების შემდგომ მივაგენი როკოლორის ლურჯ ტონიკს, თუმცა კარგი ლურჯი არაა, მაგრამ ამასთანავე სულ არაფერსაც ნამდვილად სჯობს. ადრე 4.50 ღირდა ხოლმე ახლა 6.50 მივეცი. თმის შეღებვისას აუცილებელია ხელთათმანი ვიხმაროთ (რასაც მე ნაკლებად ვასრულებ) წინააღმდეგ შემთხვევაში ხელებიც და ფრჩხილებიც უსათუოდ ლურჯად გექნებათ. ადრე როკოლორის მწვანე ფერის ტონიკიც მქონდა, საკაიფოდ დამიჯდა მაგისი ფერი ჩემს მუქი ფერის თმაზე. მაგრამ ამან ცოტა იმედები გამიმტყუვნა.
სახლში გახარებული მოვდიოდი, როგორც იქნნა მეღირსა ლურჯი ფერის საღებავი თქო. სუნი აქვს ძალიან ძალიან სასიამოვნო. ასევე მინდა გითხრათ რომ არ აზიანებს თმას. პირიქით ბალზამითაა შეიცავს ასევე ვიტამინ E-ს.ადრე ბორდოსფერი და მწვანე გამოვიყენე და თმა არანაირად არ დამზიანებია პირიქით.
მოკლედ, თავიდან საცდელად მხოლოდ ორი ზოლი შევიღებე,მაგრამ უფრო გადახუნებული იასამნისფერი უფრო მქონდა ვიდრე ლურჯი :D თავს ვინუგეშებ იმით, რომ 30 წუთის ნაცვლად 20 წუთი მქონდა საღებავი თმაზე. სამშაბათს ვაპირებ მთლიანად შევირებო თმა. 40 წუთი გავიჩერებ საღებავს. (რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ მით უფრო დაგემჩნევათ). ვნახოთ საბოლოო ჯამში იმ ექსპერიმენტის შედეგად რა ფრად მექნება. სურათს აუცილებლად შემოგთავაზებთ.
ეს კი ჩემი ჩოლკა, მწვანედ რომ შევიღებე.






ჰო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა.ჩემმა ძმამ ჩამოიყვანა მანქანა ამერიკიდან, აკურა ინტეგრა, მანქანის პატრონმა გამოაყოლა IPOD CLASSIC, 120 გეგაბაიტიანი შიდა მემხსიერებით.არის შავი ფერის.შიგნით ჩაწერილი იყო 19 988 სიმღერა, ეკრანზე 3 ნაკაწრი აქვს.მუშაობს საკაიფოდ.მაგრამ არ აქვს ყუთი, ყურსასმენები, უსბ. ვყიდით 250 ლარად.ეს ნივთი ფაქტობრივად ჩვენთვის გამოუყენებელია. ამიტომაც ტყუილად დებას გაყიდვა ვამჯობინეთ. თუ ვინმე დაინტერესდებით მომმართეთ. ესეც სურათი (ცოტა უხარისხოა მაპატიეთ...)

Feb 11, 2011

მზიანი პოსტი

დღეს გამოცდებს მოვრჩი :yochagiolegismaili:97 ქულით დავხურე გამოცდები. ახლა 7მარტამდე თავისუფალი ვიქნები, თუმცა სიმართლეც რომ გითხრათ, მეზარება სახლში ყოფნა.მინდა სულ საქმეებში ვიყო ჩართული, მუდამ დაკავებული ვიყო, მხოლოდ ასე თუ შემიძლია ვიყო დადებით განწყობაზე თუმცა ახლა უფრო ბევრი დრო მექნება იმისთვის, რომ გავაკეთო ის რაც მინდა. არ მიყვარს ზამთრის არდადეგებები, არ მიყვარს იმიტომ, რომ ცივა.მე კი სიცივე სასტიკად მძულს. დიდი იმედი მქონდა, რომ თებერვალში მუშაობას დავიწყებდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, ძალიან მწყდება გული.მაგრამ არაუშავს.:((
ეჰ, როგორ მინდა გაზაფხული იყოს, მზიანი, თბილი, მწვანე. ძალიან მინდა გვირილის დიდი თაიგული მაჩუქონ. დიდ ფოთლიანი ქათქათა გვირილებით სავსე. ძალიან მიყვარს, ნაზი, სათუთი და უბრალოა.
ჰო,გადავწყვიტე სხვანაირი გავხდე, არა შინაგანად არამედ გარეგნულად.ხვალიდან აქტიური დილა მექნება. ყოველ დილით ვირბენ,მუცლის პრესებს გავაკეთებ, (დილა-საღამო 50-50) ცოტათი რომ დათბება კი, ცურვაზე შევალ. ძალიან მინდა ზაფხულისთვის მუცელზე პრესები მქონდეს. გარდა ამისა 1-2კილოგრამის დაკლებაზეც უარს არ ვიტყოდი.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმასთან დაკავშირებით თუ რა მაქვს შესაცვლელი შინაგანად, თუმცა ჩემი თავი ასეთი მიყვარს არ ვამბობ რომ იდეალური ვარ, მაგრამ მე ასეთი მიყვარს ჩემი თავი. რაც შეეხება გარეგნულად შეცვლას, მინდა მაღლების მომხმარებელი გავხდე, ცოტა არ იყოს და დამღალა სულ დაბლებით სიარულმა, მგონი დროა გაზრდა დამეტყოს. ამასთანავე უახლოეს ორ კვირაში თმას შევიღებავ ლურჯად. ოღონდ არა მთლიანად, 2-3 ზოლი, ალბათ წვრილი ზოლი ასევე ჩოლკაშიც მექნება ლურჯად. ვაიმეეე, რამდენი ხანია მინდა ლურჯად შეღებვა თუმცა აქ დაქვეითებულ ქვეყანაში ვერსად ვერ ვიშოვე, სალონებში კი ისეთი ფასი მოხიეს არ ღირდა. მოკლედ ეს ფაქტი მახარებს ფრიად, აი ესეთი ლურჯია.ამ კვირაში გამოწერს დეა ინტერნეტიდან.
მარხვის დასაწყისში 7მარტს ჩემი მეგობარი მელანო რუის-ურბნისის მონასტერში მიდის 2 კვირით, მეც უზომოდ მინდა იქ წასვლა. სავარაუდოდ პირველი კვირა მეც წავალ იქ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი. უზომოდ მინდა რამდენიმე დღე სულიერად დავისვენო ყველასგან, მშობლებისგა, ნაცნობებისგან და საერთოდაც ყველასგან. მომწყინდა ყველასთან ურთიერთობა. ცოტახანი სიმარტოვე მინდა. შარშან გამოცდების დასასრულს ვაპირებდი მარტყოფში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ ადგილები არ იყო, შემდგომ კი ცუდად ვიყავი, მერე სწავლა დაიწყო და მონასტერშიც ვეღარ წავედი. დავრჩი იმედგაცრუებული.
ამჟამად თუ ყველაფერმა გაამართლა, აუცილებლად მოგიყვებით მონასტრის ცხოვრებაზე, ასევე იმაზეც თუ როგორ ცვლის ადამიანს იქ ყოფნა და კიდევ მრავალ სხვა დეტალზე.

Feb 2, 2011

თმის მოვლის ჩემებური ხერხები

ძალიან მიყვარს ჩემს თმებზე ზრუნვა, ასე რომ ვთქვათ ცივ ნიავსაც არ ვაკარებ. კარგი, მოვლილი თმა ხომ ქალბატონების სილამაზის საწინდარია.თავისუფალ დროს ჩემს თმებზე ექსპერიმენტების ჩატარებით ვარ ხოლმე დაკავებული. ვცდილობ თმას რაიმე სიახლე შევთავაზო, რომ მას მუდამ ჯანმრთელი იერი ჰქონდეს. ერთი პერიოდი აქტიურად ვიყავი დაკავებული თმის გადაღებვ-გადმოღებვით, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ტონიკების დახმარებით მიმდინარეობდა, ძირითადად როკოლორის ტონიკებს ვხმარობდი, რადგან ეს ტონიკი არ აზიანებს თმას, პირიქით თმას ბზინვარებას მატებს+შეიცავს ბალზამს და აქვს ძალიან კარგი სუნი. ნაკლი აქვს ის რომ ხელზე თუ მოგხვდათ საღებავი ძალიან ძნელად შორდება. მე კი,როცა მწვანედ ვიღებავდი თმას ხელები 1-2 დღე სულ მწვანე მქონდა. ნაკლად მივიჩნევ იმასაც, რომ მასიურად ვერ შევხვდებით მაღაზიებში ამ საღებავს, ძირითადად ლილოში ან ვაგზალზე უნდა ვეძებოთ და ისიც მხოლოდ საშინელი ფერებია, ვერ ვნახავთ ვარდისფერს, ლურჯს, იასამნისფერს, უფრო შინდისფერი, შავი ან ნაცრისფერია. ეს ფერები არ მხიბლავს დიდად, მაგრამ თუ ძირფესვიანად მოვძებნით შეიძლება დავაკმაყოფილოთ კიდევაც ჩვენი მოთხოვნა.
თმის მოვლის მოყვარულებს ხშირად ექმნებათ ”ბოლოჭამიების” ანუ გაყოფილი ბოლოების პრობლემა. პირადად მე არ მსიამოვნებს, როდესაც ბოლოჭამიები იჩენენ თავს, ამიტომაც ვცდილობ დაუყონებლივ გარკვეული ზომების მიღებას. ასე მაგალითად: ერთი პერიოდი აქტიურად ვიყენებდი კომბოსტოს წვენს, ანუ კომბოსტოს წვენი უნდა გამოვადინოთ და შემდგომ ეს წვენი თმის დაბანამდე 30 წუთით ადრე უნდა წავისვათ, სიმართლე გითხრათ ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ თავად კომბოსტოს გაწურვა საშინელებაა და ძალიან ძნელია ამიტომაც ვეცადე სხვა გზისთვის მიმემართა.
ამჟამად ვხმარობ Avon Advanced Techniques Hair Care Line, ძალიან ეფექტური და კარგია. დაახლოებით 2 თვე მყოფნის ხოლმე, აქვს სასიამოვნო სუნი და არის ზეთოვანი, სველ თმაზე უნდა წავისვათ არ საჭიროებს ჩამობანას.
მინდა გითხრათ ისიც, რომ არანაირ ზეთის თუ მასკის გამოყენებას არ აქვს აზრი თუ ჩვენ ეს გაყოფილი ბოლოები არ მოვიჭერით. მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია დავიწყოთ ზრუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ გაიყოს ჩვენი თმა. გარდა ამისა რჩევის სახით მინდა ვთქვა ისიც, რომ უმჯობესი იქნება თუ 2 თვეში ერთხელ, მაკრატელს ხელს მოვკიდებთ და თმის ბოლოებს, რამდენიმე მილიმეტრით მოვიჭრით.ვისაც ჩოლკა აქვს იმათ არასდროს არ აქვთ ჩოლკაში გაყოფილი ბოლოები. თუ ჩვენი თმისთვის სიკეთე გვინდა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მასიურად ფენის, თმის უთოს გამოყენება არ არის მიზაშეწონილი.
შარშაან ფორუმზე აღმოვაჩინე ერთი საოცარი ზეთი, თალგამის ზეთი, რომელსაც 3-4 თვის მანძილზე ვხმარობდი. ზეთი მართლა ეფეექტურ გამოდგა. გარდა იმისა რომ მისი საშუალებით თმა უფრო მალე იზრდება, ასევე თმას მატებს მბზინვარე იერს, მოცულობას. მოკლედ, არამარტო ჩემი, არამედ ექსპერიმენტში მონაწილე გოგოების სახელიტაც მინდა ვთქვა, რომ ეს ზეთი მართლა ეფექტურია. იგი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება და ფასი 5 ლარამდე მერყეობს.
მარჯანიშვილზე აღმაშენებლის გამზირზე მივაგენი ერთ საოცარ მაღაზიას, რომელსაც ”ქალთა ბედნიერება” ჰქვია. იქ შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი რაც თმის მოვლისთვის არის საჭირო. თუ გაქვთ თმის ცვენის პრობლემა კონსულტანტი თმის ტიპიდან გამომდინარე შეგირჩევთ შესაბამის შამპუნს, თუმცა ფასებიც კარგი აქვს მინდა გითხრათ. თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი 200 მილიგრამი 15 ლარი მითხრეს. თმის ტონიკი ლურჯი ფერის 25 ლარიო. გარდა ამისა არის საღებავებიც და ყველა ის საჭირო რამ რაც თმის მოვლას გაგვიადვილებს.
ამჟამად ჩემი თმა ასე გამოიყურება, სიგრძე ახლა უფრო გამეზარდა, თმისერთი ნაწილი გამიღიავდა შედარებით, მეორე ნაწილი კი უფრო მუქი მაქვს,
ცოტა რომ დათბება ვაპირებ მწვანედ შევიღებო ისევ თმა. საერთოდაც ლურჯი საღებავი მინდა ძალიან, მაგრამ აქ ვერსად აღმოვაჩინე.ვინმეს თუ სადმე გეგულებათ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ.