Jun 5, 2011

დავიღალე!

ვაიმე, როგორ დავიღალე იცით. განა სწავლით, სიარულით, დღეებით, ამინდით, აი დედაჩემისგან დავიღალე. უზომოდ დავიღალე. რა უნდა არ ვიცი, არა როგორ არ ვიცი, უნდა ისეთი გოგო ვიყო, პირველ კლასში რომ მიდიან პატარა ბავშვები თავზე თეთრი ბანტით, კლასში რომ ხელი-ხელ გადადებული სხედან, ხმას რომ ვერ იღებენ. უნდა ყველაფერი ისე გავაკეთო რასაც თვითონ მეტყვის. უნდა ღამეები გავათენო სწავლისგან, უნდა, რომ მთელი დღე საქმეების გაკეთებაში გავლიო, ცოცხი არ დავაგდო ხელიდან. მაგრამ მე რატომ არ მეკითხება რა მინდა. არც ერთხელ არ მოსულა ჩემთან, არც ერთხელ არ უკითხავს რამე ხომ არ მჭირდება, რამე რომ არ მიჭირს, რაიმე რჩევა ხომ არ მჭირდება. არასდროს არ უკითხავს რამე ხომ არ მტკივა.
არასდროს მივსულვარ მასთან რჩევის საკითხად, ვიცოდი რომ რჩევის ნაცვლად რამე უაზრობას მეტყოდა, ვიცოდი, რომ მასთან მეორედ მისვლის სურვილს დამიკარგავდა. ხოლო, თუ იმ ერთ-ორ შემთხვევას გავიხსენებ როცა მას დავუჯერე, შევცდი არჩევანში.და აი ასე ილევა ლამის 20 წელია ჩემი ცხოვრება. ოცნება კი ოცნებად რჩება. როგორ მინდა მის კალთაში მედოს თავი, მეფერებოდეს და მისგან იმ დედობრივ სიყვარულს ვიღებდე, რომელიც მაკლია.
დედა მჭირდება, მოსიყვარულე და გამგებიანი.
ბევრჯერ შემშურებია ჩემი მეგობრების რომელთაც თავიანთ დედებზე უთქვამთ, რომ ის მისთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩემთვის ასე იყოს.
მინდა, რომ გაგების უნარი ჰქონდეს, როდესაც ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი, ჩემი ქულებისგან უკმაყოფილო 3 კვირის მანძილზე არ მელაპარაკებოდა, არადა, თავად დეპრესიაში მყოფი აქეთ ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ მან პირიქით გააკეთა ყველაფერი, დახმარების, გამხნევების ნაცვლად ზურგი მაქცია, თითქოს იმ ბუტიაობით რამე შეიცვლებოდა, რამეს მოიგებდა.
უკვე 2-3 წელია მისი წასვლა თუნდაც 1-2 დღით დიდ შვებას მგვრის, სულიერად ვისვენებ მისგან.
აღარ მინდა იმას ვნატრულობდე, ოღონდ სახლში არ მივიდე თქო. ამ ბოლო დროს კი მსგავსი სურვილი უფრო ხშირად მიტრიალებს თავში. მშვიდი ცხოვრება მინდა. მინდა სულიერად მშვიდად ვგრძნობდე სახლში თავს და არა პირიქით, რაც უკვე ძალიან ხშირად ხდება :(
დავიღალე!
დედა მინდა!
ნამდვილი დედა!


Jun 3, 2011

მზის ფესტივალი



1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მზიურში ტრადიციულად გაიმართა მზის ფესტივალი. შარშან აბიტურიენტობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა, წელს აღარ გავუშვი შანსი ხელიდან, რომ წავსულიყავი და ნინოსთან ერთად ვესტუმრე მზიურს. ვფიქრობ, რომ ბავშვებზე მეტად გავერთე. ვნახე ბევრი ფორუმელი, ასევე მეგობრებიც და ამ დღემ საბოლოო ჯამში ჩემში ძალიან დიდი სიამოვნების განცდა დატოვა.

ის თუ ვისი ორგანიზატორობით იმართება ეს დღეს ცალკე სალაპარაკოა. მიხარია, რომ ქვეყანას ჰყავს ანიას მსგავსი, ადამიანები. მიუხედავად მისი მდგომარეობისა ის თავის საქმეს ყოველთვის ხარისხიანად და წარმატებულად აკეთებს. ჩემთვის ანია ნამდვილად მისაბაძი ადამიანია, თან ძალიან თბილი, ულამაზესი და უსაყვარლესი. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ შორიდან ვიცნობ ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ.
მზიურში 1საათისკენ მივედით და ჯერ ხალხმრავლობა დიდად არ შეიმჩნეოდა. რადგან ნინომ თმები გადაიხოტრა,პატარა ბავშვებში აშკარად ყურადღების ცენტრში მოექცა, ერთმა მამამისს ჰკითხა: -მამა, მამა ეს გოგო ქალია თუ კაცი? :))



55 სკოლის ბავშვემა ჩამოგვართვეს ინტერვიუ, თუ რას ვფიქრობდით ამ დღესთან დაკავშირებით, თუ ვყოფილვარ ადრეც და თუ მომეწონა წლევანდელი მზის ფესტივალი. ისიც დაამატეს ფეისბუკზე დავდებთ და მოგძებნითო :)))
ჩემი უნივერსიტეტიც აქტიურად მონაწილეობდა ობოლი ბავშვების დახმარებლად. შეაგროვეს ტანსაცმელი, და ფული მზიურში. ძალიან ბევრი გულუხვი ადამიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ არ ვიცი საბოლოო ჯამში რა რაოდენობის თანხა მოგროვდა.


ძალიან ვიხალისე ბავშვებზე, რომლებიც დუტას დანხვაზე ერთ დღეში ჩაცვივდნენ, ვაიმე დუტა, დუტაო :D

უიჰ, ჯეოსელის 4 ბუშტი მქონდა, ხალხი მოდიოდა და მეკითხებოდა რამდენად ვყიდდი, ლამის გარემოვაჭრეობას მოვკიდე ხელი :D სამაგიეროდ ერთიცალი ჯოხიანი ბუშტი, 4ცალ ბუშტში გავცვალე :D :D

მოკლედ, მართლა კარგი და საოცარი დღე იყო არ გამოვტოვებ შემდგომშიც მზის ფესტივალს. გული დამწყდა იმაზე, რომ კიდევ ბევრი ადამიანი ვერ ვნახე.



ხვალ სიღნაღი ტური გვექნება გოგოებს, დაწვრილებით რამდენიმე დღეში მოგიხმობთ.
წინა ხუთშაბათს ბეთანიაში ვიყავი, ნუ მის სესახებ არ დამიწერია არაფერი, საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, თუმცა თავად ბეთანია ძალიან ძალიან მომეწონა, რა სილამაზე და რა ბუნებაა. ვინც ჯერ არ ყოფილხართ გირჩევთ რომ ესტუმროთ.ჩემ თმისეულ ექსპერიმენტებსაც მოგიყვებით, (თმები ლურჯად მთლიანად გადავიღებე) მოკლედ, ბევრი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი და ყველაფერს ვრცლად რამდენიმე დღეში დავწერ.

May 22, 2011

გოგოშკური პიკნიკი


  • დღე-შაბათი.
  • რიცხვი-21.
  • ადგილი-მცხეთა.
  • სახელწოდება-გოგოშკური პიკნიკი.
გუშინ გოგოშკური პიკნიკი მოვაწყვეთ ქალაქგარეთ. დილა ხალისიანად დავიწყე, 10სთვის მოვწესრიგდი და ნინოსთან წავედი, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში კოტრიალობდა. გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყო. წესით ისეთი პირი უჩანდა რომ უნდა ეწვიმა, მაგრამ თავს ვინუგეშებდით იმით, რომ არ იწვიმებდა. მოწესრიგების შემდეგ ლიკასთან ავედით სახლში, ჩავაწყვეთ საჭირო ნივთები და ვაგზლისკენ დავიძარით ხორცის საყიდლად. ეს გამყიდველები მეტად უცნაური არსებები არიან. ყველას უნდა თავისი "ტავარი" გაასაღოს, ამ მიზნით შორიდანვე გიქნევენ ხელებს, მოდი ახალი ხორცი მაქვსო. თუ მიხვალ, ნახავ ხორცს და არ იყიდი ბუზღუნს იწყეებენ, და ცდილლობენ სხვის პროდუქტს ანტირეკლამა გაუკეთონ. ერთმა კაცმა, არ იყიდოთ ხორცი იქით თორემ გადაგიყრითო :)). ბოლოს როგორც იქნა ავარჩიეთ მეტნაკლებად სასურველი სამწვადე და გადავინაცვლეთ სხვა პროდუქტების საყიდლად. ლიკა მეტად "ბაზრის ქალი" გამოდგა. აქტიურად ვაჭრობდა. შემდგომ ისევ ნინოს სახლში გადავინაცვლეთ, გავასუფთავეთ ხორცი, დავჭერით. გავრეცხეთ სხვა პროდუქტებიც და ჩავლაგდით მანქანაში. ტელევიზიასთან გაბრაზებული სახით გველოდა მარი, რომელიც ნახევარ საათზე მეტი ვაყურყუტეთ იქ. უმალვე მოვიდა თაკოც. ადგილმდებარეობა ჯერ უცნობი იყო, მამკოდა ან კოჯორი იდგა დღის წესრიგში.საბოლოოდ გადაწყდა რომ კოჯორში მივდიოდით. მაგრამ იქ მისულებს სსაშინელი წვიმა დაგვხვდა. ეტყობოდა რომ აღარასოდეს გადაღებას არ აპირებდა. დიდი ბჭობის შემდგომ გადავყვიტეთ იმ მხარეს წავსულიყავით სადაც ოდნავ მზის სხივები მაინც მოჩანდა. ჯვარზე მისულებს ისეთი სიცივე დაგვხვდა რომ მანქანიდანაც კი ვერ გადმოვედით. ჯვრის მონასტერთან მდებარე ფაცხებიც განადგურებული დაგვხვდა. მარი და თამუნა აწუწუნდდნენ, სახლში წავიდეთ და იქ შევწვათ მწვადიო. ნინო და ლიკა კი იმედს არ კარგავდნენ, რომ გამოვიდოდა ამინდი.
საბოლოოდ მოვნახეთ ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც დავბანაკდით. წვიმამაც ძალიან მალე გადაიღო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.


ყველამ მოვალეობები გადაინაწილა, ნინო და ლიკა ცეცხლის ანთებას შეუდგნენ. მარიც აქტიურად იღწვოდა ამ პროცეში. მე და თაკო კი ვხმალაობდით :D ჩვენ ხომ ზარმაცი ოლეგები ვართ.

ამ დუელს გამარჯვებული არ გამოუვლენია.
დავანთეთ ცეცხლი, ალბათ ისეთი ჯოჯოხეთში რომ არის ხოლმე.

მალე ისე დდაცხა, რომ მარი მზის გამორთვას ითხოვდა. მე კი, უქმად არ გამოვიყენე ეს მზე და სპალნიკზე წამოვწექი დასაზაგრად.
ბავშვები თავიანთთვის ერთობოდნენ,
მალე ჩვენს ირგვლივ ბავშვების მთელი ხროვა გაჩნდა. ყიჟინამ დაისადგურა. თუმცა იმდენად ვიყავით გათანგულები შიმშილისგან, რომ მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია დიდად.


მწვადი ძალიან გემრიელი გამოგვივიდა. ღირდა ლიკას სკამების შეწირვა ამ მწვადად.
ბოლოს იმდენად დავიღალეთ ჭამისგან რომ მოვითენთეთ და ყველა "დავეყარენით".
ლიკას დესერტად ნამცხვარი მოუნდა. ბავშვებს "შპიონი ბავშვების" ფუნქცია მივანიჭეთ და ირგვლივ რაც კი ექსკურსია იყო, ყველა სუფრიდან ხან თეფშებით ხან სალფეტკში გახვეული ნამცხვრები მოგვიტანეს. მოვაწყვეთ კონკურსი, რომელშიც ლურჯი მარშუტკის ექსკურსიის ნამცხვარმა გაიმარჯვა.

ვიცეკვეთ, მოვილხინეთ და დავასკვენით ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ პიკნიკებზე მამაკაცების ყოფნა არანაირ საჭროებას არ წარმოადგენს, ხანდახან ისინი უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილები არიან.
7საათისკენ ისევ მოიღრუბლა და წვიმა დაიწყო. ყველანი ჩავლაგდით, დავემშვიდობეთ იმ ადგილს, რომლიდანაც ულამაზესი ჯვრის მონასტერი დაგვყურებდა.

გოგოშკურმა პიკნიკმა ლიკას სახლში გადაინაცვლა. ყველანი აივანზე მოვკალათდით, ვსაუბრობდით და ლუდს ვსვამდით.
ლიკას სახლის უკან, ტელევიზიათან აქციები მიმდინარეობდა, იქაური შეძახილები აივანზე გვესმოდა.
მოგვიანებით თაკომ და მარიმ დაგვტოვეს, მე და ნინო კი 11 საათამდე ვსვამდით ლუდს. 12ის ნახევარზე მივედით მე და ნინოც სახლში და ნასვამ-დაღლილებმა პირდაპირ ლოგინისკენ ავიღეთ გეზი.
საბოლოო ჯამში კი დღე გამოდგა ფრიად სასიამოვნო.

Apr 18, 2011

მაგრანეთი tour





უნიში ერთი კვირა დათხოვილი ვარ, აღდგომის არდადეგებები მაქვს, ხოდა აქ ყოფნას გადავწყვიტე 1 კვირით ჩემს საყვარელ მაგრანეტს ვესტუმრო, თანაც მარტო ვიქნები პარასკევ დღემდე და ძალიანაც გემრიელად დავისვენებ.

თუ გავითვალისინებთ იმას რომ იქ მელის ჰამაკი, ულამაზე მწვანე ეზო, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ნამდვილად ერთი სული მაქვს როდის წავალ. სავარაუდოდ სამშაბათს საღამოთი ან ოთხშაბათს დილით. მივდივარ ჩემი განუყრელი შავი ღვინით, რომელზეც უკვე შეკვეთა მივიღე რომ წამოიღე აუცილებლადო, ჰოდა მიმაქვს მეც იმდენი რამდენსაც მოვერევი :D იქ მთებზე ალბათ ჯერ ისევ თოვლი იქნება და საკმაოდაც ეციება.


დავგეგმე უკვე თუ რას გავაკეთებ იქ. პირველ ყოვლისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თხილი გვაქვს სახლის უკან მინდა რამდენიმე კარგი ძირი თხილისა გადავრგო და გავამრავლო. ჩემს სახელობის მინდა რომ იყოს ის თხილები. :)) აგვისტოს პერიოდში, სადღაც 15 იდან იქ თხილი შესასანსლად უკვე მზად არის, ხოდა მინდა გითხრათ ისიც რომ ყველაზე გემრიელი თხილი გვაქვს რაც კი საქართველოშია.დიდები, მრგვალები და გემრიელები.
ასევე ჯონჯოლის გადარგვასაც ვაპირებ.
გარდა ამისა დილაობით აუცილებლად ვირბენ იქაც.
პარასკევს საღამოთი ნინო და თაკო ჩამოვლენ, მათთან ერთად მინდა ვესტუმრო მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, აუცილებლად განახებთ თქვენც, ძალიან ლამაზი ადგილია, ძირითადად მარიამობას , 28 აგვისტოს ადიან იქ. ასევე ჭიჭახის სალოცავში მინდა ასვლა. დიდი ხანია მინდა ვესტუმრო იმ ადგილს რომლის შესახებაც ადრე გიამბეთ. რა მდგობარებოაშია ის ადგილი მაინტერესებს. ვინმე თუ დაინტერესდა ცნობისმოყვარეობით და გათხრა თუ დაუწყო ნეტავ?
გვერდითა სოფელში არის ასევე ულამაზესი სალოცავი,რომელსაც ასევე მოვინახულებთ. ამ პერიოდში ულამაზესი ცისფერი ყვავილებით არის გადაპენდილი იქაური მიდამო. იქ ძირითადად მამალს სწირავენ ხოლმე ასევე მიაქვთ ქადები და სანთლები, აუცილებელია რომ ერთი ნაჭერი ქადა მაინც შეჭამო, მაგრამ ეგ პროცესი არ მხიბლავდა რატომღაც არასდროს, რადგან ქადები არ მიყვარს.
თუმცა აღდგომას გვექნება უგემრიელესი ნაზუქები, თუ თქვენ არ გყავთ არავინ მთიული, ან თუნცად არ ხართ ნამყოფი და არ გაქვთ დაგემოვნებული იქაური ნაზუქი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჭეშმარიტი ნაზუქის გემო არ იცით. საოცრებაა, მერწმუნეთ სრულიად განსხვავებული გემო აქვს იმისგან რასაც თბილისში ყიდიან. ნაზუქების გამოცხობაში მონაწილეობას მეც დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე.

და ბოლოს:
ვის გაუგია მაგრანეთში ჩასვლა ისე რომ, დამბალ ხაჭოს გემო კიდევ ერთხელ არ გაუსინჯოს?დამბალ ხაჭო 1 კგ-15 ლარი ღირს, მეტად ძვირფასი საჭმელია. რამდენადაც დაკვირვებული ვარ იგი მხოლოდ მთიულ ხალხს მოსწონს. არაყი და დამბალ ხაჭო ძალიან სიგემრიელეა ერთად.
ალბათ ტრადიცია არც წელს დაირღვევა სოფელში და ეზოში დაინთება ცეცხლი, სადაც მოვხარშავთ ხინკალს და შევწვავთ მწვადს.



Apr 14, 2011

ნუთუ ჩემს თმებს დავემშვიდობები?

ხომ ვთქვი წინა პოსტში რასაც ერთხელ ამოვიჩემებ და თავიდან არ ვიყიდი, მერე ისევ ჩემი ხდება თქო. ხოდა დღესაც ანალოგიურად იყო. ლექციების დასრულების შემდეგ იმ მაღაზიაში გავეშურე სადაც ჩემი კაბა მეგულებოდა და და კიდევ ერთხელ შევათალიერე, დიდი რომ მაქვს მაგიტომ თავს ვიკავებდი ყიდვისგან, არადა ნაჭერი ძალიან მომწონს. ძალიან გაზაფხულისებურია. სხვა ზომებიც არ ჰქონდათ. ამიტომაც ისევ ჩემს ადრინდელ იდეას დავუბრუნდი, რომ მკერავთან მივიტანო და მან გადააკეთოს ისე როგორც მე ვეტყვი. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კაბას. გვერდებში მოვაკლებინებ 5-5 სანტიმეტრს და სიგრძესაც ცოტათი დავამოკლებ, მუხლს ქვევით მაქვს და მუხლზე მინდა რომ იდგეს ზუსტად. მე მომწონს ძალიან. ახლა ვურჩევ ამ კაბას რაიმე მომწვანო ბალეტკებს. ubranog-ზე ჩემი უსაყვარლეის ფერის ბალეტკები ვნახე, მაგრამ რათ გინდა,როგორც ყოველთვის ჩემი ზომა არ იყო. 39 დეფიციტია ხოლმე რა მანდ :|
ერთი სული მაქვს ჭრელა-ჭრულა ტანსაცმლის სეზონი მალე მოვიდეს. ჩემი სალათისფერი კაბაც მოუთმენლად ელის თავის სეზონს.
ერთ საკითხთან დაკავშირებით ეს დღეებია გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღე, კერძოდ მინდა რომ თმა შევიჭრა ე.წ "კრისწინკა" ს სტილში, რასაკვირველია სიგრძეს უცვლელად დავტოვებ, მაგრამ რადგან თითქმის ერთი სიგრძის თმა მაქვს სულ ვერ ველევი, არადა პრობლემა იმაშია, რომ თმის შუა ნაწილში ალაგ ალაგ გაყოფილი ბოლოები გამიჩნდა, სათითაოდ ვერ დავუწყებ ამათ მოჭრას. არადა ჩეულებრივად რომ შევიჭრა თმის სტილის შეცვლას გამოიწვევს :((((.
ახლა მაქვს ასე:და ძალიანაც მომწონს ეს სტილი. გრძელი თმა ჩემი სისუსტეა.

Apr 5, 2011

სამოსელი პირველი

ნელ -ნელა ზაფხული მობრძანდება, ეს წვიმებიც მალე მოგვშორდება და დაიწყება ყველაზე "წკაპუნა" სეზონი, ანუ ფერად-ფერადი ტანსაცმლის სეზონი. ძალიან მინდა მცირედი რადიკალური გარდაქმნა განვიცადო, უფროსწორად განიცადოს ჩემმა ტანსაცმელმა და ყვავილებიანი ტანსაცმელი ვიყიდო. თავდაპირველად ეს გარდაქმნა ჩემი ლოგინის თეთრეულში გამოიხატა, აი ასეთი ყვავილებიანი თეთრეული ვიყიდე.ძალიან მსიამოვნებს ამ ყვავილუკებში ძილი.
ისე, მგონი დიდად არ უნდა მიხდებოდეს,მაგრამ უზომოდ მომწონს თეთრი ფერის, წვრილი ყვავილებით გაფორმებული ჩასაცმელი.

ზაფხული სიჭრელისაა, ასე რომ ეს ნამდვილად ის ტანსაცმელია რაც ამ სეზონს სჭირდება.


პავლოვზე ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე უძალიანსაყვარლესი კაბა, თეთრი ფერის რომელსაც მწვანე წვრილი ყვავილები ახატია, გავისინჯე მაგრამ სამწუხაროდ დიდი მქონდა, :( ძალიან დამწყდა გული, ვაპირებ ვიყიდო და მკერავს გადავაკეთებინო ცოტათი, ალბათ მხოლოდ სიგანეში დასჭირდება მოკლება. თან ძალიან რბილი ნაჭერია. გუშინ წინ ვიყავი იმ მაღაზიაში და არ იყო გაყიდული, ალბათ ჩემი ბედია. :))) ისე, ხშირად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ მაღაზიაში რაიმე მომწონებოდა, მაგრამ მის ყიდვაზე შევყოყმანდი, რამდენიმე დღის მერე კი ის ნივთი გაუყიდავი დამხვედრია, აი მაშინ კი დაუფიქრებლად ვყიდულობ. უკვე 3-4 ჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა და ახლა ალბათ კაბის პონტიც ეგეთია. :)))
მინდა ასევე ჩემი ფავორიტი ფეხსაცმელები განახოთ.
1.
ძალიან მომწონს ესენი, მართალია არაა ყოველდღიური ფეხსაცმელი მაგრამ მერერა, მე მაინც დიდი სიამოვნებით ჩავიცმევდი, ლამაზ ჯინსებზე ძალიან მოუხდება.
2.

ვგიჟდები ამ ფერის ტანსაცმელზე და საერთოდაც ამ ფერზე. ძალიან მიხდება ამ ფერის რაღაც-რუღაცეები. ასე რომ ვთქვათ ზუსტად ჩემი ფერია რა. ჩანთუკაც მაქვს ასეთი ფერის. წინა კვირას ასეთი ფერის "საროჩკაც" ვიყიდე. ძალიან მომწონს.
3.
თითქოს სამივე ჰგავს ერთმანეთს , მაგრამ აი ძალიან ძალიან მომწონს სამივე, მიყვარს უზომოდ ეს ფერი.
ასევერამდენიმე ბალეტკა.
ძალიან ცოცხალი ფერია,

ზუსტად ისეთია როგორზეც ვგიჟდები :((
რაღაც ასეთი სტილის ბალეტკები ვნახე, ოღონდ ვერცხლისფრები. ჩემს გულიან ჩანთუკას ძალიან მოუხდება, გეგმაში მაქვს რომ ისინიც ვიყიდო. მაგრამ რამდენად გავწვდები ჩემი მშობელბის დახმარების გარეშე ამ რაღაც-რუღაცეების ყიდვას არ ვიცი :S