Apr 8, 2012

ჩემი ლეპი

 როგორც იქნა 2012 წლის პირველი ოცნებათაგანი ასრულდა და ჩემი საოცნებო ლეპი ჩემს ხელთაა უკვე, სხვათაშორის ეს პირველი პოსტია ჩემი ლეპიდან, იმედია აწი სულ აქიდან დავწერ ახალ ახალ ამბებს. ჯერ თავიდან ჩემი ახალი სიყვას შესახებ მინდა გიამბოთ, მართალია ვარდისფერი ან ლურჯი ფერის ლეპტოპი მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სულაც და სულაც შავი ლეპტოპი შემრჩა ხელთ, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს უკვე,  რომ ამას არც კი განვიცდი. იბეიდან გამოვწერე ლეპტოპის სტიკერი, ვნახოთ თუ მოუხდება გარედან დავაკრობ, თუ არადა იყოს ასეთი შავტუხა. :D  გადაბარგებები მაქვს ძველი კომპიდან ახალ კომპში.ახლა WIFI მაქვს სახლში დასაყენებელი, ამ დღეებში ალბათ მაგასაც მივხედავ და მთელ სახლში გვექნება ნეტი.  
რადგან პირველი ოცნება ავიხდინე ახლა დროა სხვა ოცნებებსაც გადავხედო,  რამდენადაც მახსოვს პარაპლანით ფრენა ერთ-ერთი ჩემი ყვეეეელაზე ექსტრემალური სურვილია, და ამ ყველაფრის განხორციელებას მაისში ვგეგმავდი, როგორც კი ცოტათი დათბება, მაშინვე თბილისის ზღვაზე გავეშურები სავარაუდოდ და ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებების ზღვარზე ვიქნები.
19 მარტს დაბადებისდღე  მქონდა, მთელი  დვა ი ნოლი ვარ ახლა. რაღაცნაირად საყვარელი დაბი დუბი მქონდა. მე ხომ დიდად არ გამოვირჩევი ამ ხმაურიანი აღნიშვნებით, შესაბამისად ჩემი დაბ დღეც შესაბამისი იყო. უგემრიელესი და ულამაზესი ბელას ტორტი მქონდა, ტორტის მოყვარული დიდად არ ვარ, თუმცა ბელას ტორტის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის ხოლმე.  თან მზიანი დღე იყო, სამსახურიდან 1 საათით გავედი, ჯერ მაკდონალდში შევტანტალდით მე და ვიტალი, გემრიელი მარწყვის ნაყინები მივირთვით, თბილი მზითაც დავტკბით, პატარ-პატარა აღმოჩენებიც გავაკეთეთ, ასე მაგალითად ე.წ პოლიტექნიკურის მეტროს ჭერი დაიმონდის ბარაბნის მსგავსია, ერთი განსხვავებაა უბრალოდ, ამ დაიმონს ნახვრეტები არ აქვს, :D საღამოთი დაღლილი დღის შემდგომ, საყვარელი საჩუქრები მივიღე და გემრიელი რაღაცეებიც მივირთვით. მოკლედ კარგი 19 მარტი მქონდა. 
ჩემი ტორტიკო
 ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი მარკიზის თვლებიანი ბეჭედი იყო, რომელიც ძალიან მაგრად მიყვარს უკვე. არადა ბეჭდების მოყვარული თითქმის საერთოდ არ ვარ.
სამსახურში ყველაფერი რიგზეა, ცოტა არ იყოს და ძალიან სათუთი ხასიათის გავხდი, გადაღლილობისგან რესტარტს ვეღარ ვაკეთებ და ავტომატურად ქვითინს ვიწყებ, მერე კი ძველებურ განწყობას ვუბრუნდები. ეს მგზავრობა ისე მღლის ხოლმე, რომ  ხანდახან ჩამომეძინება კიდეც მგზავრობისას. სხვათაშორის შემთხვევითად ერთ-ერთ ბლოგერს შევხვდი ჩვენს მაღაზიაში, მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა იყო ვეკოსთან. სამახსოვროდ სურათიც გადავიღეთ, და ცოტახანი ვიჭორავეთ კიდევაც. აღდგომების შემდგომ აუცილებლად გავსეირნდებით ერთად. 

მე და ვეკო

Feb 7, 2012

ჩემი პირველი ხელფასობა

ესეც ასე, ერთ თვიანი რელაქსაციის პერიოდი მაქვს, ნუ სამსახური არ ითვლება, უნივერსიტეტი დროებით გამოეთიშა ჩემს ცხოვრებას, გამოცდები  ჩავამთავრე და ახლა ის შფოთისმომგვრელი შეგრძნებაც დროებით ჩაკვდა, რომელიც წინა პერიოდში მუდამ თან მდევდა. საბოლოო ჯამში ძალიანაც კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. მოკლედ. 6 მარტამდე დიდება თავისუფლებას. 

20 იანვარს რესტორან კერიაში ჩვენი კომპანიის კორპორატიული საღამო იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ, ვეღარ მოვახერხე ამ დღის ამბების დაწერა, არადა ძალიან კარგი რაღაცეები ხდებოდა.  

ყაზბეგი
   ამ ბოლო დროს ჩემს თავში ბევრი რამ გავაცნობიერე და მივხვდი, რომ სწორედ ახლა მაქვს ის პერიოდი როცა შემიძლია ყველაფერი ჩემს სასარგებლოს გამოვიყენო. ადამიანს არაფერი არ უნდა დააძალო, ყოველთის თავისით მოვა ის მომენტი, როცა მიხვდება რომ ის რაზეც თავის დროზე უარი თქვა დროა ახლა აინაზღაუროს. 
ისე, ეს ფილოსოფია იქით იყოს და  ჩემი პირველი ხელფასობით მცირედი შოფინგობანა მოვიწყვე და რაღაც-რუღაცეები ვიყიდე. ნუ ვალებიც ავიკიდე მართალია მაგრამ უკვე ყველაფერი გავისტუმრე და შემიძლია ახლა ჩემი შენაძენებით დავტკბე.

Jan 11, 2012

ცენტრალის OK

ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად მეწერინება, რადგან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი. მაგრამ კომპის უკმარისობის გამო თითქმის ჩამოვრჩი ინტერენტ სამყაროს ცხოვრებას.
მას მერე რაც  თავი შვებულებაში გასულ ადამიანად მიმაჩნდა და თავისუფლების წუთებით ვტკბებოდი , ნატამ (ჩვენმა HR) მა დამირეკა რომ ხვალ დილით ყაზბეგზე მივსულიყავი, რადგან პატარა გამოცდასავით გვექნებოდა და ამ მიზნით ერთ-ერთ უფროსს ბადრის, და კიდევ რამდენიმეს უნდა შევხვედროდი. უცბად შიშმა ამიტანა რაღაცნაირად. შიში არა, ღელვის გრძნობა იყო ალბათ უფრო. და ნერვიულობისაც. რომ არ იცი რა გელის ხვალ და ან საერთოდ რა იქნება.
 გათენდა მეორე დღეც,  პირველი რასაკვირველი მე მვიედი იმ ადამიანებს შორის, ვინც იმ დღეს უნდა შევკრებილიყავით, რაღაცეებს ვიხსენებდი კიდევ, თუ რამე მაინტერესებდა ტექნიკასთან დაკავშირებით იქაურ  გამოცდილ ბავშვებს ვეკითებოდი. ჯერ ზამბო მოვიდა, შემდგომ ნატო და ბადრი და ჩვენი გამოცდაც დაიწყო. ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა ყველაფერი, და ძალიან კარგი განწყობითაც ჩაიარა იმ ღელვამ, რომელიც  წინა დღიდან მოყოლებული თან მდევდა. იმ დღეს უნდა გადაწყვეტილიყო იმ 11 ადამიანიდან ვის აიყვანდნენ და ასევე გადაწყდებოდა ვინ რომელ ფილიალში მოხვდებოდა. სიმართლე გითხრათ ყველაზე საშინელი წუთები სწორედაც, რომ მაშინ მქონდა. არ მინდოდა ყაზბეგის "სასტავს" მოშორება, ამ ერთი თის მანძილზე უზომოდ შევეჩვიე ყველას. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ მინდოდა რომ მომხდარიყო თბილისი ცენტრალში OK-ის მაღაზიაში გადამანაწილეს.  ნატამ შეგიძლია ხვალიდან იქ მიხვიდე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობაო. ერთი მხრივ გამიხარდა რომ ჩვეულ შტატში მყოფი თანამშრომელი გავხდი მეც და ახლა ჩემი მიზნების მოყვანა სისრულეში ყველაზე უფრო რეალური გახდებოდა. მაგრამ ჩემი ბავშვები :((( .
მეორე დღეს ზუსტად 10ზე სამუშაოზე ვიყავი. რაღაცნაირად არც კი გამოუჩენიათ დიდი ყურადღება, ან ახალი ხარ, ან ის ან ის. სტუმრის გამასპინძლება აშკარად არ იციან. შემდგომ ნელ-ნელა ჩადგა მწყობრში, ბავშვებიც გავიცანი და მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მათთან.  თუმცა რამდენიმე დღე ყაზბეგის მოგონებებით ვარსებობდი იქ, სულ მათზე მეფიქრებოდა. არც კი მეგონა ამ 1 თვის მანძჳლზე ასე ძალიან თუ შევეჩვეოდი მათ.
ჩვენი ყაზბეგი
დღეს დასვენების დღე მქონდა ჯერ უნიში წავედი, 2 შუალედური მოვიშორე, შემდგომ ბავშვებს  შევუარე და  იმდენად მომღიმარი სახეებით შემხვდნენ , ძალიან გამიხარდა.  ცოტახანში დაუგეგმავად ამექვითინა კიდეც. დამცინეს :D  იქიდან სხვანაირად დამუხტული  დადებითი  ემოციებით წამოვედი. იმედი მაქვს რომ ცენტრალის ბავშვებსაც მალე შევეჩვევი. 20იანვარს კორპორატიული საღამო გვაქვს, ძალიან ლამაზი კაბის ჩაცმას ვგეგმავ. მმმ ერთი სული მაქვს მოვიდეს ის დღე. გარდა ამისა რაც მინდოდა მეთქვა არის ის რომ, მგზავრობისას კითხვა დავამუღამე, მაგალითადად 2 მგზავრობისას წავიკითხე ფალიაშვილის ქუჩჳს ძაღლები, ცოტა არ იყოს და ამექვითინა კიდეც. ახლა რიგში ნაირა გელაშვილის არბნი ურბნი არაბნი მაქვს. :) ისე უცბად ჩამოვდივარ სახლში ვერც ვიგებ.
:))))

Jan 3, 2012

2012

ჩვენ თანამშრომლებმა, წასვლის წინ მოვილაპარაკეთ რომ ჯერ სახლებში შევხვდებოდით ახალ წელს, შემდგომ კი პეროვსკაიაზე  გავაგრძელებდით აღნიშვნას.  უნდა ავღნიშნო ისიც, რომ წლის გაყიდვები დავასრულე მე. მაღაზიის დაკეტვის მერე მაინც მოდიოდა ხალხი, ჰმმ გამებრაზა ძალიან, ან სახლში საქმე არ გაქვს ან ის ან ის. საბოლოოოდ ერთმა თავი შეგვაცოდა და mp3 გავუფორმე. ამის შემდეგ მე და ნინო წამოვედით მასთან, სადაც ვარდო გემრილი  საჭმელების მომზადების პროცესში იყო. ჰმმ 2011 წელი დავასრულე ყოჩაღ ოლგეურად, მთელი მომტვერსასრუტებით და 2012 წელს ხინკლის ამოღების პროცესში შევხვდი. ანუ "21 ნაოჭიანი" წელი მექნება, ანუ უფრო ფილოსოფიურად რომ ავხსნა ხინკლის ყველა ნაოჭი ერთი შეხედვით ერთნაირია, თუმცა რეალურად განსხვავებული. ასეა  ჩვენი ცხოვრებაც. 
ახალი წლის შეხვედრის შემდგომ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე, სულ მიდნდოა ახალ წელს მენახა ჩემი უძალიანსაყვარლესი ფილმი, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები. იმდენად მიყვარს ეგ ფილმი, იმდენად, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. შუა ყურებაში ჩამეძინა და როგორც ნინო იტყოდა "მადლობას ვუხდი ჩემს სამსახურს იმისთვის რომ სუფრაზე დამეძინა".
2012 წლის 1 ფოტო
   მინდა რომ 2012 წელი რადიკალურად განსხვავებული იყოს 2011ისგან, ის რამაც გზა უნდა გამიკვალოს ცხოვრებაში უკვე მიღწეულია ასე ვიტყოდი მე, დანარჩენი კი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. ვისურვებდი რომ 2012 წელს ღმერთმა +ბევრი იღბლით დამაჯილდოვოს. 
2012 წელს  ვაპირებ:

1. ლეპტოპის ყიდვას
2. პრავის  აღებას. (ეს შარშანაც მინდოდა, მაგრამ წელს უეჭველად)

3. მანქანისთვის ფულის მოგროვებას. 
4.ბევრ ლაშქრობებს.
5. bungee jumping`-ს 

6.პარალანით ხტომას.
 და რაც ყველაზე მთვარია, 
7. ბედნიერად ცხოვრებას. 

მმმ, ასეთ განწყობაზე ვარ

OK ballons



Jan 1, 2012

2011დან 2012 მდე

 ვა, 1 წელია უკვე აქ არ დამიპოსტავს. ანუ გამოდის 2012 წლის პირველი პოსტია ეს. ხოდა ძალიანაც კარგი. ძალიან ბევრი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა ამ ხნის მანძილზე.  ჩემი მე ვეღარ იტევს ამდენ რამეს, ამიტომ ცოტ-ცოტა ამბებს ბლოგსაც გავუყოფ.  ისე ძალიან მომენატრააა. ძალიან განვიცდი ხოლმე უბლოგობას, თუმცა უახლოესი 1 თვის მანძილზე ეს დანამდვილებით ვიცი რომ აღარ მოხდება.
 მშვენიერ განწყობაზე ვარ, ამდენი ახალი წლისეული ყიჟინის მიუხედავად. ერთდერთი რასაც ვისურვებდი გულით არის ის, რომ ახალი წლის აღნიშვნა 2 დღეზე მეტხანს არ უნდა ხდებოდეს. დაე მხოლოდ ოცნებად დამრჩება ალბათ ეს ყოველივე. 
ეს არ იყო ის ახალი წელი, რომლის მოსვლასაც სულმოუთმენლად ველოდებოდი. პირიქით, რაღაც ჩვეულებრივი დღე არის ჩემთვის, რომელთანაც პირველ რიგში უამრავი საჭმელი და ღიპიანი კაცები ასოცირდება.
მაგრამ ყველაზე მეგობრული და ემოციებით დატვირთული ახალი წელი ალბათ ამ ხნის მანძილზე გუშინ მქონდა. 

დავიწყოთ იქიდან რომ გუშინდელი დღიდან 1 თვით გამოვეთიშე ჩემს სამუშაოს, რადგან ჩვენი OK კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის, რის გამოც მთელი რიგი რეორგანიზაციები მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდანაც, რომ მე დროებითი კადრის სტატუსი მქონდა ახლა ერთი თვე დავისვენებ და თებერვლიდან სრულფასოვანი თანამშრომლის სტატუსით დავუბრუნდები მაღაზიას. 
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არდადეგებები მეწყება, და თებერვალში 1 სექტემბრის მსგავსი პონტი მექნება.  არადა მართლა ძალიან მაგარი ერთი თვე მქონდა. ძალიან ბევრი ახალი ნაცნობით და საინტერესო დღეებით.  ისე შევეჩვიე ყველას. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს უკვე დიდი ხნის მეგობრები ვართ ჩვენ ყველანი.  ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი დღე გვქონდა გუშინ. 
დავიწყოთ იქიდან, რომ ყველას გვეგონა მაღაზიაში კაციშვილის ჭაჭანება არ იქნებოდა, თავიდან მართლაც ასე იყო, თუმცა შემდგომ იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ იქაურობა ისეთმა ხმაურმა მოიცვა, როგორიც ბაზარშია ხოლმე. 13 ადამიანს არ სძალუძს ერთდროულად მოემსახუროს 50ზე მეტ ადამიანს, შესაბამისად  რიგს უნდა იკავებდნენ ადამიანები, რომ სრულიად ხარისხიანი კონსულტაცია ჩაუტარო და შემდგომ არ მოდიოდნენ თუნდაც  უკმაყოფილები, რომ იცით რა მე ეს ვერ გავიგე და ა.შ. თუმცა ჩვენთან ხომ ყველას უნდა რომ პირველი მას მოემსახურონ და რიგის დაცვაც ავიწყდებათ. 

Dec 13, 2011

პირველი კვირა OK ში

ჰმმ, როგორც იქნა მაღაზიაშიც გადამიყვანეს, ყაზბეგის 44  ნომერში განთავსებულ ტექნიკის სახლ ok ში.  ძალიან კარგად შევეგუე იქაურობას და ასევე იქაურ სასტავსაც. ორი ადამიანი ჩემი თანასოფლელი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.
ჰმმ, სხვებს რაც შეეხებათ თითქმის ყველა ჩემს ნათესავებს მივამსგავსე. მომწონს მუშაობა, უნიშიც  დავდივარ ჩვენი მენეჯერის დამსახურებით, და ასე რომ ვთქვათ ერთდროულად ორ კურდღელს ვიჭერ. :D 
მუშაობის დაწყებასთან ერთად გამომიმუშავდა დღეში სამჯერ კვების რეჟიმი, ადრე მხოლოდ ერთხელ მივირთმევდი. მაგრამ მგონი აჯობებს მხოლოდ დილით და შუადღისას მივირთვა.  საღამოთი ვისაც საჭმელი გაუთავდება თვითგადარჩენის მომენტი დგება და სხვის საჭმელებს მიადგენბიან ხოლმე :D 
 ამ ერთი კვირის მანძილზე შემთხვევითად დიდი ხნის  უნახავ ნაცნობებს გადავაწყდი. გამიხარდა მაინც რარაცნაირად. 
 უკვე ყოველდღე დღის რეჟიმი თავისით იგეგმება ხოლმე.მაგალითად დილით ვდგები 8 საათზე, რათა საჭმელები მოვიმზადო წასაღებად. ცხრა საათზე სახლიდან გავდივარ და რვა საათამდე იქ ვარ. შემდგომ ისევ სახლში ვბრუნდები, ვმემცადინეობ და ვიძინებ.  ცოტა ერთფეროვანი გახდა მაგრამ რას ვიზამთ. ნელ -ნელა შეიცვლება ყველაფერი.  გული მწყდება იმაზე რომ კომპიუტერისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი, ფაქტობრივად დღეში 20 წუთიც კი ვეღარ ვჯდები.
კვირაში ერთი დღე ვისვენებ, სამშაბათი ავირჩიე დასასვენებლად და ისიც უნიში დავდივარ. შუადღისას წავუძინებ და ასე. 

 ამ დღეების მანძილზე იმდენი რამ მოხდა, მაგრამ მართლა ვეღარ ვიცლიდი საწერად.  მოხდა ის, რომ ჩემი ბლოგი 2 წლის გახდა.  ძალიან მიყვარს  ჩემი ბლოგი, აი უზოოოომოდ და უსაზღვროდ. ვიცლები ხოლმე აქ წერით როცა რაიმე მაწუხებს.  ეს ყველაფერი თავიდან დაბადებას ჰგავს ხოლმე. ჩემი ბლოგისთვის პატარა ქაფქეიქის გაკეთება მინდოდა მაგრამ მართლა ვერ მოვიცალე.

 ერთ-ერთმა ბლოგერმა - თმის ვარდისფერი საღებავი მიწილადა. ჰმმ რასაკვირველია იმდღესვე შევიღებე ვარდისფერი ზოლი. უზომოდ მომეწონა. ახლა კი, უკვე გადამიარა ვარდისფერი ზოლის ქონის სურვილმა, ეგ ხომ უკვე ავიისრულე. 

იმდღეს ვფიქრობდი, რომ დიდი ხანია აღარ მიქვითინია. ჩემში ბევრი უარყოფითი ემოცია დაროვდა ამ ხნის მანძილზე, შემდგომ კი, ერთმა წამიერმა მომენტმა მთელი საღამო მაქვითინა. სახლში მომავალი ტირილით მოვდიოდი. ტირილით ვჭამე საჭმელიც, და ასევე ტირილ ტირილში ჩამეძინა. მეორე დღეს ყველაზე სასიამოვნოდ გამეღვიძა.  აღარც  კი მახსოვდა წინა დღის ტირილები. 

მოკლედ ასე, ზამთარი შემგოვიერთდა და მალე ახალი წელიც მოვა, წელს ჩემს აწ ყოფილ კლასელებთან ერთად შევხვდები ახალ წელს. მომბეზრდა სახლის მიდამოებში ყოველ ახალ წელს შეხვედრა. 
OK  ნაძვის ხე

Dec 2, 2011

მოგვეცით წყნარად მგზავრობის საშუალება

ჩვენ ადამიანებს,  ყოველდღიურად გვიწევს მარშუტკით მგზავრობა, რომელშიც ბევრ ისეთ რამეს ვაწყდებით რომელიც არ მოგვწონს, გვაღიზიანებს , ან სულაც ნერვებს გვიშლის. მინდა ჩავეწერო ამ ადამიანების კატეგორიებში. როდესაც სახლში ვბრუნდები დაღლილი ძალიან მოქმედებს თუნდაც ტრანსპორტში შემხვედრი ნაცნობების ლაპარაკი, ან კიდევ N რაოდენობით ტკბილი დუხის დასხმა. 
მაშ ასე,  ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ჩამენიშნა თუ რა  იწვევდა ჩემში დიდ პროტესტს, სწორედ ამიტომ  მოვითხოვ აიკრძალოს  

 1. ტრანსპორტში საუბარი.  

 2.სხვის ტელეფონში ყურება, იმ იმედით წავიკითხო რას წერს-ო
  
 3.ტკბილი, იაფასიანი დუხების დასხმა.

 4.ტელეფონზე 2წუთზე მეტი საუბარი.

 5.გაბმულად მესიჯობისას ზარის ჩართვა (ხომ შეიძლება გამოურთო და სხვაც არ გააღიზიანო?)

 6.celena gomes ის love songის მოსმენა.

 7.მარშუტკისეული სიმღერები.
 
 8.ჭუჭყიანი, ოფლიანი ადამიანების ამოსვლა, (ზაფხულში განსაკუთრებით)
 9სიგარეტის მოწევა მარშუტკაში.
  
 10.მოვითხოვ აიკრძალოს სრუტუნი და უკეთეს შემთხვევაში  თან იქონიონ ცხვირსახოცი.

11. პარკის ჭრიალი, ( აი თუნდაც დღეს :MAD:)

12. მოვითხოვ აიკრძალოს ვალერიანს წვეთების დალევა მარშუტკაში.

13. აიკრძალო მარშუტკაში ხვრინვა :mad:


 სულ ეს არის ჯერჯერობით. დაგვიბრუნეთ წყნარად და მშვიდად საუბრის უფლება :MAD:

შემომიერთდით მეგობრებო, ჩვენ უნდა გავხდეთ 100 -ნი 200-ნი ან თუნდაც 300-ნი.