Nov 22, 2010

the best day in my life. 21 11.10



ძალიან ცოტაა საჭირო იმისთის, რომ ბედნიერი იყო, გუშინდელი დღე აღმოჩნდა სწორედ ისეთი, რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა. ახალი ძალით და ენერგიებით დავბრუნდი დავითგარეჯიდან.
დილაუთენია რამდენიმე ადამიანი დავიძარით დავითგარეჯის მიმართჲლებით. გზად ნობათი წავიღეთ, შიმშილისგან თავი დავიზღვიეთ.ძალიან მაგარი ნისლი იყო, + ჯერ წესივრად არც იყო გათენებული.
თავიდან გზა აგვერია :D თუმცა საბოლოო ძებნა ძიების შემდეგ კახეთის გზატკეცილზე აღმოვჩნდით. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ნისლიც ნელ-ნელა გადაიყარა და დავითგარეჯის გადასახვევთანაც მალე აღმოვჩნდით. როცა უდაბნოში შევედით,ერთ ადამიანსაც ვერ მოვკარით თვალი, რომ გვეკითხა, სწორად მივიდოდით თუ არა.

ჰორიზონტზე, ერთადერთი მარშუტკა მოსჩანდა და მის კვალს გავყევით. საბედნიეროდ რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ ჩავაღწიეთ დავითგარეჯში. წირვა ჯერ არ იყო დამთავრებული. წირვას ბოლომდე დავესწარით შემდგომ კი წმინდა მამა დავით გარეჯელის საფლავს ვემთხვიე.

რაღაც საოცრება იყო. ვგრძნობდი რაღაც ძალით როგორ ვივსებოდი, ხელებმა იმ წუთიდან კანკალი დაიწყო და რამდენიმე საათი ასე მქონდა. იქიდან ემოციებით დატვირთული და შინაგანად ძლიერი წამოვედი. სირცხვილია ის, რომ 19წლის მანძილზე ასეთ საოცარ ადგილას პირველად ვიყავი.




Oct 22, 2010

უკმაყოფილება სოხუმის თვითმართველობისადმი

რამდენი ხანია რაღაც-რაღაცეების დაწერა მინდა, თუმცა ხან ვერ მოვიცალე, ხან სიზარმაცემ მძლია, ახლა კი თავისუფალიც ვარ და თან წერის განწყობაზეც ვარ.
როგორც მოგეხხენებათ, სოხუმის სახელმწიფო უნიში ჩავაბარე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ფაკულკტეტზე 60- ნი ვართ, თუმცა მერე 3 ჯგუფად დავიყავით, უუუუფ ყველაზე მაგარი ჯგუფი ჩვენია, ყველას ჩვენს ჯგუფში უნდოდა გადმოსვლა თუმცა არაოო! ჩვენთან 18 გოგო და 3 ბიჭია. მატრიარქატს ვამყარებთ რა ისევ გოგოები.
უნიში გარემო ძალიან კარგი და სასიამოვნო დაგვხვდა, ლექტორებიც სუპერ!
წინა კვირას ვიყავით ექსკურსიაზე ყინწვისში. თუმცა სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა, სტუდენტების უკმაყოფილება და დიდი აღშფოთება გამოიწვია თვითმართველობის მიერ ორგანიზებულმა ექსკურუსიამ და ვთვლი, რომ სამართლიანიც იყო ჩვენი უკმაყოფილება...
დავიწყოთ იქიდან, რომ ექსკურსიის საქმეებში თვითმართველობამ ჩვენ არაფერში არ ჩაგვრია, კონკრეტულად ჩვენ მხოლოდ ფული აგვაგროვებინეს დანარჩენი კიი.... საჭმელი ჩვენთან შეუთანხმებლად იყიდეს. სასმელზე კიდევ ცალკე დავამატეთ ფული, ხილი ხომ არაფერი არ იყო, 2 კილო თითა ყურძენს თუ არ ჩავთვლით, საინტერესოა 60 კაცს თუ შეხვდებოდა ერთი მარცხვალი მაინც! ავტობუსი რაღაც კოშმარი იყო, დილით ძლივს ძლივს იშოვეს სხვა ავტობუსი, რადგან რომლითაც უნდა წავსულიყავით გაფუჭდაო, წასვლისას ხომ ისიც ძლივს დაქოქეს, ავტობუსის გაუმართაობამ მაშინ მიაღწია კულმინაციას როცა დაიძახეს ჩამოდით მიაწექითო :D
ასევე, წამომსვლელთა სიებში სრულებით უცხო ხალხიც იოყ, 10 კაცზე მეტი მგონი თვითმართველობიდან იყო, იმ 10 კაცსაც კი არ ვიცნობდით.
საჭმელს რაც შეეხება ყველა მშიიერი იყო რა,
(ია ძეხვის ქაღალდს ჭამს დანაყრების მიზნით :D)
პოპულში ნაყიდი ხაჭაპური იყო, რომელსაც ყველის ნასახიც კი არ ჰქონდა, 3 ბარკლის ნაჭერი იყო, რომელიც 60 კაცმა გაიყო (პრინციპში 1 თხილის გული 9 ძმამ გაიყოო და :D) 4 კილოგრამი დანახშირებული მწვადი და ვადა გასული სასმელები გქვონდა.
(დანახშირებამდე)

სანახაობებს რაც შეეხება, არც ამით ვიყავით კმაყოფილები, სანამ ქარელში გადავუხვევდით, გზად რუისი უნდ აგავიაროთ, სადაც რუისის ფერისცვალების ულამაზესი ეკლესიაა, გზიდან 100 მეტრშია დაახლოებით და იქაც კი არ ვიყავით, მხოლოდ ყინწვისის ეკლესიაში და მორჩა... ხოლო თავად ყინწვისი ულამაზესი ადგილია, აი ბუნებამ უზომოდ მომხიბლა და ტყეეე ხომ საერთოდ, არაა გაჩეხილი. ერთადერთი ადგილია რომელიც გაჩეხვას გადაურჩა,


მოკლედ, ექსკურსიით უკმაყოფილოები ვიყავით, თუმცა ეს პირველი ექსკურსია იყო და ჭკუის სასწავლიც ამავე დროს, სხვა დროს ყველაფერს გავითვალისწინებთ.

Oct 8, 2010

დასვენება იშხნელური






მომენატრა ბლოგი ჩემი და მიდამოი მისი. ჰუჰ ბევრი რამე მოხდა და მე კიდევ ზარმაცი ოლეგი გავხდი და არც არაფერს ვამატებ ჩემს ბლოგუკას.
მოკლედ, მოგვივიდა შემოდგომა, რახანია არდადეგებებიც დამთავრდა. ჩემი არდადეგებების ბოლო კვირა ძალიან მაგრად გავატარე ნინოსთან ერთად.
მმმ ძალიან ზარმაცი ვარ არც კი დამიწერია იმ დასვენების შესახებ, არადა ბევრი სახალისო რამ მოხდა. სექტემბრისკენ 5-6ისკენ მე და ნინო ჩვენს მშობლიურ მაგრანეთში წავედით, თუმცა წასვლამდე ერთი ფრიად სასიამოვნო რამ მოხდა ჩემთვის. ახალი სიყვა შევიძინე, ანუ სამსუნგ 2530, ჩემი ძველი ტელეფონი გარდაცვლილი იყო სანახევროდ, რომ თბებოდა უბერავდა ნამეტნავად, ხოდა მაცივარში შედება თუ შველოდა მის სიცოცხლეს, მაგრამ ბოლოს, ეგხერხიც არ ამართლებდა. 3 კვირა ერთ-ერთ ხელოსანთან იყო და დაუსვა დაღი რომ არ კეთდებაო, გულდაწყვეტილმა ახალი ტელის ყიდვა გადავწყვიტე განვადებით, იმ იმედით რომ მერე გადამიხდიან უეჭველად თქო, თუმცა ყიდვიდან მეორე დღეს ჩემმა ძმამ მომწერა ტელი გაკეთდაო, უუფ ეგ იყო ცუდი მომენტი, :D თუმცა საბოლოოდ განვადების ფულის გადახდა ჩემს ძმას დაევალა :D.

ესეც ჩემი სამსუნგი. ნუ მისი პირველი მინდორ-მთვარე-ლუდობა იყო. მაგრანეთში ჩასვლის თანავე მე და ნინო მოვკალათდით ჩვენს ლოგინებში, მოვიმარჯვეთ თერმოსის ჭიქები,ლუდი და ლეფტოპი. იქ ყოფნის მანძილზე სერიალს სახელწოდებით DIRTY SEXY MONEYS-ს ვუყურებდით.
პირველ საღამოს ძალიან ლამაზი მთვარე იყო გარეთ, ციოდა გემრიელად. მე და ნინომ ლუდი და ჭიქები ამოვიჩარით და მინდორში გავედით,

ჩვენს 4 ლიტრა ლუდს პირველივე საღამოს გავავლეთ მუსრი, მენიუში შემდეგი დღისთვის ღვინო და არაყი იყო. მეორე დღეს მწვადი ”ჩვენებური” შევწვით,

რამდენიმე ჭიქა არაყიც გადავკარით და დანაყრებულებმა სიონში გავქუსლეთ, მანქანაზე მე დამსვა ნინომ. სიონში სეზონი უკვე დამთავრებული იყო, მაქსიმუმ 20 კაცი ყოფილიყო მთელ პლიაჟზე.


თუ შეგვცივდებოდა სპალნიკში გავეხვეოდით .

ამინდი მეტ ნაკლებად გვიწყობდა ხელს, დილით მზე იყო, მერე კი ქარი ამოვარდა და ღრუბლებში დაგველა მზე.

იქვე ყოფნისას გავიცანით ვიღაცის ცუგა, ძალიან კარგი ტიპი იყო, ვიღაცას შამპუნი, ვიღაცას კი ფლოსტი შეუჭამა :D

ბოლოს სამაშველო კოშკურაც დავლაშქრეთ



იორზეც გავიარეთ და სახლში დავბრუნდით. დედამ ხინკალი დაგვახვედრა, ძალიან დამშეულები ვიყავით, დაქიმიატებულებიც კი. უგემრიელესმა ხინკალმა ჩვენი დამწვრობები სულ დაგვავიწყა, პირიქით დალევის ხასიათზე დავდექით. თივებში ავიტანეთ არაყი, ტოლმა, კიტრი პური ყველი, და მე და ნინომ ქეიფი იქ გავაგრძელეთ, ცოტახანი გემრიელად გამოვიძინეთ კიდევაც.
მეორე დღეს ნინომ სრული კრახი განიცადა, ფაქტობრივად აჭარულ ხაჭაპურს შეურაცხყოფა მიაყენა, მას სურდა რომ გავეხარებინე და გადაწვიტა გამოეცხო თუმცა.... (ნუ სურათს არ დავდებ თორემ ქართველობას ჩამოგვართმევენ :D)
სახლში ძალიან საყვარელი არსება გვყავდა, ნუ შავი კი იყო მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო იყო.
მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ შენთვის... ჩემი და ნინოს ჰიმნი იყო, თუმცა ამ სიტყვების მეტი არ ვიცოდით მიტომ ჩვენ თვითონ ვუმატებდით რაღაც სისულელეებს.
იმ საღამოს მწვადები შევწვით ისევ და 7ჯერ კრახიც განვიცადეთ.

სხვა სურათები:



Aug 27, 2010

კინო აფიშა

ბოლო ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით უსაქმური ვიყავი. წიგნებზე დროებით ალერგია მაქვს. მძივების კეთებაც მეზარება. გარეთ ტანტალიც ამ სიცხეში დიდად არ მხიბლავს. ტელევიზორსაც არ ვუყურებ. ამიტომაც მთელ დღეებს კომპიუტერთან ვატარებდი. მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ფეისბუკში მსგავს საიტებზე დროის ჩაკვლა, ამიტომაც აქტიურად დავიწყე ფილმების ყურება. სანამ ერთ კინოს ვიწერდი მეორეს ვარჩევდი და ა.შ. მოკლედ მთალდ უქმადაც არ ვიყავი. თითქმის ყველა ჟანრის ფილმებს ვუყურე(საშინელებსა და მელოდრამებს განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმე.) გაგიზიარებთ ჩემს აზრს იმ ფილმებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებუთ მომეწონა.
1.The Collector. ეს ფილმი სწორედ მათვის არის განკუთვნილი ვისაც უყვარს საშინელებათა ფილმები.დაძაბული ვუყურებდი, თან რაღაცნაირად მხიბლავდა და ამავე დროს მეშინოდა კიდევაც :D ფილმის ყურების შემდეგ მქონდა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს გვერდითა ოთახიდან ვიღაც შემომივარდებოდა :D. 2.Vertige ფილმი ექსტრემის მოყვარულთათვის.მთელი ყურების მანძილზე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს მეც მათთან ერთად მივცოცავდი კლდეებზე.

3. მესამე ფილმი ზედ გამოჭრილია მათთვის რომელთან დალევის შემდგომ , მეორე დღეს არ ახსოვთ რა ხდებოდა წინა დღეს. the hangover -იც სწორედ ასეთია. დიდი ხანია ასეთი კომედიისთვის არ მიყურებია. საინტერესო თავგადასავლები მათ ერთ დღეს რადიკალურად ცვლის.

4.The Bounty Hunter ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმი, ძალიან კარგი მსახობების მონაწილეობით. ჯენიფერ ანისტონი თავიდან შემიყვარდა. ნიჭიერი მსახიობია და ამ როლსაც შესანიშნავად მოუხდა. ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ ფილმის ყურებით. კარგ განწყობის მოპოვება გარანტირებული გაქვთ ამ ფილმის ყურებით.

5. ძალიან მაგარი მელოდრამა If only,რომელმაც ბევრი მატირა, ასე რომ ვთქვათ გული მოვიოხე ტირილით. გულქვა ადამიანებსაც კი აატირებს. ამ ფილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. სწორედ ამიტომ წოველწუთს უნდა ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება გავულამაზოთ როგორც ჩვენს თავებს ისე, ჩვენს საყავარელ ადამიანსაც. :))



Aug 13, 2010

ქუჩის ლანდი (part III)

part II


ჩემი ცხოვრება ჩვეულებისამებრს გრძელდებოდა...ერთფეროვნად... მე და ლევანი აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ამ პერიოდის მანძილზე ტიმას კიდევ უფრო დავუახლოვდი. ახლა თითქოს მისკენ მქონდა მთელი ყურადღება მიპყრობილი. თავდაპირველად მას ყველანაირად ვერიდებოდი, მაგრამ მისმა ღრმა სიყვარულმა ჩემს მიმართ, ჩემში ყველაფერი შეცვალა. მისი სიტყვები ,რომელიც გულის სიღრმიდან მოდიოდა ცდილობდა ჩემში შემოღწევას და გალღობას. ყოველი სიტყვა ჩემს სხეულს საოცარ გრძნობას სძენდა.ეს ყველაფერი,სიმაღლიდან დაშვებას მახსენებდა. ჰაჰა,სწორედ ამ დროს მეუფლებოდა მსგავსი განცდა.
ლისის ტბაზე ყოფნა გვიყვარდა ორივეს. ტბაში კენჭებს ვისროდით... მასწავლიდა როგორ უნდა მესროლა ტალღისებურად კენჭი წყალში, მაგრამ არ გამომდიოდა.დამცინოდა. მერე კი თვითონ იწყებდა ისევ სროლას.
ნელ-ნელა ზაფხულის უკანასკნელი დღეები ილეოდა, მაგრამ თბილისში ჩვეულებისამებრ ცხელოდა.
ერთ საღამოს ლისის ტბაზე ავედით.ტიმამ ბანაობა მოინდომა, წყალში თევზით გაცურა. მეც მინდოდა ასე გამეცურა, მაგრამ წყლის მეშინოდა. ჩემს თავს ვერ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ღრმად ჩავსულიყავი. მხოლოდ მუხლებამდე ჩავდიოდი და ასე ვგრილდებოდი. მან მოულოდნელად ფეხში ხელი წამავლო და წყალში ჩამაგდო. ღრმად შემიყვანა. მეშინოდა.. ვყვიროდი... მაგრამ ის ისევ იცინოდა, თითქოს უხაროდა ასე შეშინებულს რომ მხედავდა. ყელზე მოვეხვიე, ვაკოცე და ვთხოვე ნაპირზე ავეყვანე.
იმ დღის მერე წყლის მიმართ აღარ ვიყავი მტრულად განწყობილი.
მასთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყველა ჩემი პრობლემა მავიწყდებოდა, როდესაც მასთან ერთად ვიყავი. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც შემეძლო ყველაფერზე მესაუბრა. ადამიანის გამხნევება ყველაზე კარგად შეეძლო, ანუგეშებდა, აიმედებდა და სიცოცხლის ხალისს თავიდან უბრუნებდა. ეს მომწონდა მასში.
ტიმაზე ხშირად ვფიქრობდი, გამუდმებით მენატრებოდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი მიყვარდა თუ არა. მისდამი არ ვგრძნობდი იმას რასაც ლევანისადმი. ლევანი თითქოს თავისი ხასიათებით, საქციელით ყველაზე განსხვავებული იყო მთელ კაცობრიობას შორის. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი, მიუხედავად ბევრი იმ თვისებისა რაც მასში არ მომწონდა.
რამდენიმე დღეში ზაფხულმა რამდენიმე თვით დაგვტოვა... არ მიყვარს შემოდგომა, ცივია... ამოუცნობი... მე კი სიცივე აღარ მიყვარს, ჩემს ძველ მე-ს მახსენებს. მეკი აღარ მსურდა ჩემს პირვანდელი სახე დამებრუნებინა.
ოქტომბრის სუსხიან დღეს ლევანიმ დამირეკა:
-როგორ ხარ? დღეს გცალია? 7ისკენ სამსახურში გამოგივლი... შენთან სასაუბრო მაქვს...
ჩემთვის მოულოდნელი იყო... მეგონა ჩვენს შორის ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა. თუმცა შევცდი.
საღამოთი სამსახურში მომაკითხა... უკვე შებინდებული იყო... ნარიყალაზე ავედით, მიყვარს ეს ადგილი, ჩვენი მყუდრო სამყოფელი იყო ადრე. განსაკუთრებით მიყვარდა ის თბილისი , რომელიც ნარიყალადან ღამით მოსჩანდა. ნელ-ნელა კვდებოდა ამ დროს თბილისში სიცოცხლე, გამთენიისას კი ცოცხლდებოდა.
-იცი, ამ ხნის მანძილზე შენზე ბევრს ვფიქრობდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი შენდამი რას ვგრძნობდი, რა ადგილი გეკავა ჩემში.
- მერე რაო, გაერკვიე? (ირონიულად ვკითხე)
-ამ ხნის მანძილზე რამდენიმე გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩემში ის გრძნობა გაემძაფრებინათ რაც ერთ დროს შენ გააღვივე. მივხვდი, რომ შენ შეგიძლია ახლა ისევ ამ გრძნობის ცეცხლად გადაქცევა. მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ...
თვალები ჩამიწყლიანდა, რაღაცის თქმას ვცდილობდი, მაგრამ ენა მებმებოდა. მაგრად ჩამეხუტა... მაკოცა... ბედნიერი ვიყავი მაგრამ... ტიმა გამახსენდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, როგორ ამეხსნა. მისთვის ხომ ლევანის შესახებ არაფერი მითქვამს.
მეორე დღეს ტიმას შევხვდი.ისევ ლისის ტბაზე ავედით. მომღიმარი სახე ჰქონდა, ბედნიერების ელფერი გადაჰკროდა სახეზე.
მაგრამ მე?
მე ვერაფერს ვგრძნობდი, ჩუმად ვფიქრობდი და ვალაგებდი ყველაფერს, რა უნდა მეთქვა ან როგორ დამეწყო.
რედბული მომაწოდა. . . ერთმა ყლუპმაც კი თავისით მოიტანა ის სიტყვები რაც ტიმასთვის უნდა მეთქვა.ჩემში სინანულის გრძნობამაც გაიღვიძა.ტიმა გამოვიყენე... ახლა კი მას გული უნდა ვატკინო.
წყლის ნაპირას დავსხედით. მთელი გზა ხმა არ გამიცია მისთვის.შემატყო რომ ისეთი არ ვიყავი როგორც ჩვეულებისამებრ...
ენა მებმებოდა არ ვიცოდი საიდან, როგორ დამეწყო.
-ტიმ, დღეიდან ვეღარ შეგხვდები... მე შენ გატყუებდი. სანამ შენ დაგიახლოვდებოდი, სხვას ვხვდებოდი. მერე კი დავშორდით და ჩვენც დავახლოვდით. გუშინ ვნახე... ვილაპარაკეთ... სამწუხაროდ შენ ვეღარ შეგხვდები.
შემოხმედა... თვალები ჩაუწყლიანდა, ცდილობდა ცრემლი არ ჩამოვარდნოდა ...
ხმა არ ამოუღია... მიყურებდა და კვლავ ცდილობდა ცრემლი არ ჩამოვარდნოდა, თუმცა თვალებში დაგროვილი ცრემლი ”კალაპოტიდან” გადმოვიდა
სახლამდე მომიყვანა. არც დავმშვიდობებულვარ, უხმოდ დავშორდით ერთმანეთს.
ტიმაზე ფიქრი კარების მიხურვის შემდეგ გულიდან სამუდამოდ გაქრა. ახლა მხოლოდ ლევანიზე ვფიქრობდი...მიხაროდა , რომ ახლა ისევ ერთად უნდა ვყოფილიყავით.
ერთმანეთს უკეთესად ვუგებდით. ძალიან რომანტიკულიც კი გახდა.
ახალი წელი ერთად გავატარეთ ბაკურიანში. ძალიან მიხაროდა რომ ახალ წელს ერთად ყოფნით შევეგებოდით.
ბაკურიანიდან ღამით წამოვედით. მეორე დილით ორივე სამსახურში უნდა გავსულიყავით. გორს რომ მოვუახლოვდით საშინელი წვიმა დაიწყო. ლევანი კი მოქროდა მაინც. გზა ცარიელი იყო მაგრამ მეშინოდა სველ გზაზე რამე არ შეგვმთხვეოდა. ვთხოვე რამდენჯერმე ნელა იარე თქო, მაგრამ მან პირიქით , სიჩქარეს მოუმატა. ღვედი გავიკეტე.. ჩუმად მამაო ჩვენოს ვამბობდი და ღმერთს ვთხოვდი მშვიდობით ჩავსულიყავით.
საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანის შუქი ორივეს თვალებში გვანათებდა... მას შემდეგ მხოლოდ ბევრი სისხლი და ექიმების ყვირილი მახსოვს...
გონს საავადმყოფოში მოვედი, ირგვლივ ჩემები მესხდნენ, დედა ხელზე მეფერებოდა, შუბლზე სველ ტილოს მისვამდა. რამდენიმე წამი დამჭირდა რომ გამეხსენებინა ვინ ვიყავი, რა მინდოდა იქ სადაც ბევრი თეთრ ხალათიანი მედგა ცხვირწინ. ლევანი გამახსენდა... ყვირილი დავიწყე ლევანი სად არის, რა მოუვიდა მეთქი, თუმცა ყველა დუმდა. არავინ აპირებდა კითხვაზე პასუხის გაცემას...
რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამწერეს, დამოუკიდებლად სიარულს ვერ ვახერხებდი. ლევანი კი კვლავ საავამდმყოფოში რჩებოდა, აპარატზე იყო შეერთებული, ახლა მხოლოდ ღვთის იმედად ვიყავით დარჩენილები. გამუდმებით ვლოცულობდი, სანთელს ვუნთებდი, ღმერთს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ვთხოვდი... მაგრამ...
ავარიიდან მეთორმეტე დღეს ლევანი გარდაიცვალა... ლექსოს მის სანახავად წაყვანა ვთხოვე. შორიდან მომესმა სიტყვები:
პაციენტი ლევან გაბრიელიძე გარდაიცვალა... ამ სიტყვების გაგონებაზე რამდენიმე წუთით ცხოვრებას გამოვეთიშე. გონს კვლავ პალატაში მოვედი.
საშინლად ვტიროდი. დავკარგე ყველაზე ძვირფასი...
ლევანის დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
21 იანვარს ლევანი დაასაფლავეს...
მის საფლავზე ახლაც დადის ქუჩის ლანდი, რომელსაც ლევანის საფლავზე უამრავი გვირილა მიაქვს ნიშნად მათი მარადიული სიყვარულისა...

Aug 10, 2010

უსათაურო

ცხოვრება იმდენად საინტერესოა რომ მარტოობასაც კი აიტან თუ ოცნება გაქვს, ეს ოცნება მარტო შენთვის უნდა იყოს და როცა გაჩნდება ამას მთელი ტანით იგრძნობ. გზა უხერხემლოა და ვერ განსაზღვრავ წინასწარ საით აღმოჩნდები მაგრამ ის უნდა იცოდე, რომ სანამ ოცნება გაქვს, სხვებზე სწორ გზაზე დადიხარ ანუ შენსაზე. ოცნება თითქმის მიუღწეველი უნდა იყოს რომ თავის იდუმალ-ამბიციური ფერით გაანათოს, გიფიქრია იმაზე თუ რატომ არის ამდენი ვარსკვლავი ცაზე ? ან რატომ ვხედავთ მხოლოდ ღამეს ? ჩვენამდე რამდენი ოცნებობდა ან რამდენმა ვერ მიღწია თავისას... მაგრამ ისინი მაინც ანათებენ. თითქოს დედამიწაზე ერთგულება აღარ არის და მხოლოდ ბოღმა გვეთამაშება... საწყენია, მაგრამ მასე რომ არ ყოფილიყო მაშინ სხვანაირად იქნებოდა და ეგ უფრო საწყენია. ღამეს კი ცოტათი უფრო ნათელი ხდება ეს ყველაფერი.




გამამხნევა შენმა სიტყვემა და მინდა, რომ კიდევ ჩემნაირმა ადამიანებმა წაიკითხონ, ვიცი მათაც დაეხმარებათ.

Aug 7, 2010

ქუჩის ლანდი (part II)


part I


მივდიოდი და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები. აქამდე მისგან მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი. შეხვედრისას უბრალო გამარჯობის თქმით ვცდებოდით ერთმანეთს.
ახლა კი...
სახეზე ღიმილი არ მომშორებია. ჩემი შინაგანი მე საოცარმა გრძნობამ მოიცვა.
რაღაც შეგრძნება ისევ უკან მაბრუნებდა. თითქოს უკვე მენატრებოდა.
ჩემს თავს გამუდმებით ვეკითხებოდი:
-ნუთუ ამ შეხვედრამ ჩემში რამე შეცვალა?
სახლში მისულს ბედნიერი სახე მქონდა. დედას გაუკვირდა რა მოგივიდა ასეთი გახარებული რატომ ხარო. მეკი რაღაც სისულელეები მოვიგონე. მე რომ მისთვის ეს ყველაფერი მომეყოლა ვიცი ვერ გამიგებდა, მისაყვედურებდა და მეტყოდა სჯობს სწავლას მიხედოო. არ მინდოდა ჩემი სიხარულის ჩაშხამება, ამიტომ ჩემი განცდები მხოლოდ ჩემს თავს გავუზიარე.
ერთი სული მქონდა მესინჯერში როდის დაველაპარაკებოდი. იქნებ უფრო მეტი ჰქონდა მას სათქმელი.
რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, ამაფორიაქა და გაქრა როგორც ლანდი. ყოველ დღე მის ბინასთან მიწევდა გავლა, მისი ბინისკენ არ ვიხედებოდი, არ მინდოდა დავენახე რატომღაც. მაგრამ მე მინდოდა თუნდაც ერთი წუთით მომეკრა მისთვის თვალი. გულში გავიფიქრე კიდევაც ღმერთო ნეტავ დამანახა სადმე თქო.
ღმერთმა მართლა შეისმინა ჩემი თხოვნა, ორი წუთიც კი არ იყო გასული რომ შუა გზაზე შემხვდა. შორიდან შევამჩნიე და გამეღიმა, თვალები სიხარულისგან მიბრწყინავდა, თითქოს იმ წუთში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ცდილობდი ჩემი სიხარული მას არ შეემჩნია. გადამკოცნა, მომიკითხა და მალე წამოვედი, მოვიმიზეზე მასწავლებელთან მაგვიანდება მეთქი. ცოტა რომ გამცდა შემობრუნდა და მკითხა:
-საღამოთი კომპთან დაჯდები?
- კი როგორ არა.
-კარგი საღამომდე მაშინ. გამიღიმა და გზა გავაგრძელეთ ორივემ.
ბედნიერი ვიყავი, ერთი სული მქონდა საღამოს სახლში მივსულიყავი.
მასწავლებლის სახლამდე კიდევ დიდი გზა მქონდა გასავლელი. ჩემი გონება კვლავ ფიქრებმა მოიცვა. ჩემს თავს ვეკითხებოდი ხომ არ შეგიყვარდა მეთქი. მაგრამ ლევანი ჩემი მეგობრის ყოფილი შეყვარებული იყო.ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ და არ იქნებოდა ჩემგან კარგი საქციელი.
საღამოს კვლავ ღამით მომიწია დაბრუნება. ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, მაგრამ ვერავის ვერ ვამჩნევდი, თითქოს მხოლოდ მე ვიყავი ქუჩის ლანდი.
გავიარე მისი ბინა. მისი ფანჯრიდან კომპიუტერის შუქი ანათებდა. გამიხარდა რომ ისიც კომპთან იჯდა. შიმშილს ვერ ვგრძნობდი. ჩაბნელებული კიბეები წამებში ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა მის გარდა.
ჩვენი გაცნობის დღიდანვე ერთმანეთეთთან საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ. მასთან საუბრისას კაცს მოწყენა არ ელოდა. ახლაც ასე იყო. ჩემი დაღლა გადამავიწყა მასთან საუბარმა.
გამოვუტყდი:
- იცი , გამიხარდა იმ ღამით რომ გნახე, ბოლოს როდის გნახე აღარც კი მახსოვს.
-ჰო, მეც. მიყვარხარ!
მის სიტყვას ყურადღება არ მივაქციე. უბრალო ხუმრობად მივიჩნიე. და საუბარი გავაგრძელე. მან კი რამდენჯერმე გამიმეორა და გაბრაზდა მის სიტყვებს თავი ავარიდე. მოვიმიზეზე სასწავლი მაქვს მეთქი და გავედი.
მას შემდეგ ქუჩაში ხშირად მხვდებოდა. რატომღაც სულ იანვრის ცივ ღამეს მასთან შეხვედრა მახსენდებოდა. იმ დღის მერე გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა.
ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს ჰგავდა. 4 აპრილს ჩემი დაბადებისდღე იყო, 19 წლის გავხდი მაშინ. არ მქონდა სადღესასწაულო განწყობა, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი რომ არ ავღნიშნავდი, არც მეგობრებთან ერთად. დაბადებისდღემდე რამდენიმე დღით ადრე ლევანი შემხვდა კვლავ ქუჩაში, საშინელი ქარი იყო. შორიდან დამინახა რომ მივდიოდი და დამელოდა, გამიკვირდა ამ ქარში მარტო რატომ დგეხარ მეთქი. იმ გზიდან ერთად წამოვედით. ხელები კვლავ გაყინული მქონდა, ჩემს ქურთუკს არ ჰქონდა ჯიბეები ამიტომ ხელებს ვერ ვმალავდი ვერსად, მან კი ჯიბეებიდან ამოიღო ხელი. ხელზე მომკიდა და მითხრა:
-ყინულივით ცივი ხელები გაქვს.
-მისი ხელების სითბო ახლა უკვე მეორედ ვიგრძენი. ახლაც ისეთი თბილი ჰქონდა როგორც ზამთრის იმ ცივ ღამეს.ხელიხელ ჩაკიდებულები მივდიოდით.ხმა არ ამომიღია. თვითონ კი გამაჩერა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.
- იცი, მიყვარხარ და მინდა ჩემი შეყვარებული იყო!
ქარი მის სიტყვებს მიაქროლებდა, წესივრად ვერც გავიგე რა თქვა.
- ძალიან მიყვარხარ...
ხმა ვერ ამოვიღე,ყურებში ეს სიტყვები რამდენჯერმე გამიმეორდა. დამბურძგლა.
ხმა ამოუღებლად გავაგრძელეთ გზა. სახლამდე გაცილება უნდოდა, მაგრამ უარი განვუცხადე.
რომ დავწექი მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი რომ მისდამი გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ მაშინებდა ორი რამ. ვიცოდი რომ მას ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მეშინოდა რომ მეც უბრალო რიგითი გოგო არ ვყოფილიყავი, ან კი ნამდვილად ვუყვარდი? ანიც მაშინებდა, მერიდებოდა მისი, რას მეტყოდა როცა გაიგებდა. თუმცა ორივე რამეზე თვალები დავხუჭე. მაშინვე მივწერე. ვუთხარი მეც მიყვარხარ მეთქი. შინაგანად ბედნიერი ვიყავი, სხვა არაფერი მადარდება. ვთხოვე არავისთვის ეთქვა, არ მინდოდა მთელ თბილისს გაეგო ჩვენი ამბავი. სიყვარულს მალვაო უნდოდაო და მეც მუდამ ვეთანხმებოდი ამ სიტყვებს.ჩვენს შესახებ არავისთვის არ მითქვამს. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.
ჩემი დაბადების დღეც სხვანაირი გამოდგა. მასთან ერთად გავატარე. მაშინაც ქარიანი დღე იყო.
ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს შესახებ. დავრწმუნდი რომ მას მართლა ვუყვარდი.
გამომიტყდა:
-შენდამი პირველი დღიდანვე ვარ სიმპატიით განწყობილი.
მისაყვედურა:
-ძალიან ცივი ხარ და ამაოდ ვცდილობ შენს გათბობას.
გამეღიმა...
-ხო, მართალი ხარ, ეგ იმიტომ რომ აქამდე არავინ მყვარებია. ხომ იცი პირველი ადამიანი ხარ ვინც შემიყვარდა.
გაეღიმა ...
-ხო , ხო. არაუშავს, შენს გალღობას აუცილებლად შევძლებ.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, აღარ იყო ისეთი ერთფეროვანი როგორც ადრე.
2 თვეში გამოცდები მეწყებოდა. ამიტომ უფრო მეტი ყურადრება სწავლისკენ გადავიტანე. ლევანი კი სწავლის სტიმულს მაძლევდა. გამოცდებზეც მუდამ მგულშემატკივრობდა. აბიტურიენტობამ წარმატებით ჩაიარა. უფასოზე მოვხვდი. ჩემებს ახლა შეეძლოთ ეამაყათ ჩემით. მეტიჩარა მეზობლებისთვის შეეძლოთ ამაყად ეპასუხათ რომ უფასოზე ვსწავლობდი. ოჰ, ეს მათთვის შოკი იყო. მე სწორედ ჩემების გადაწყვეტილებით ჩავაბარე ეკონომიურზე. ისე გავაკეთე როგორც მათ სურდათ. მე გავითვალისწინე მათი სურვილი, მათ კი არა ...
მე და ლევანიმ გადავწყვიტეთ მართვის მოწმობა აგვეღო. ორივე ერთად ვმეცადინეობდით, სამწუხაროდ მეც მასსავით მარჯვე ვერ გამოვდექი.მესამე ცდაზე ჩავაბარე. ჩემს მეოცე დაბადების დღეზე ჩემებმა მანქანა მაჩუქეს. golf 4. თითქოს გამოსასყიდი იყო ეს მანქანა მათი ცოდვებისა ჩემს მიმართ. ამით სურდათ მოეგოთ ჩემი სიყვარული. მაგრამ ჩემში მაინც არაფერი შეცვლილა.
უნივერსიტეტშიც ყველაფერი კარგადიყო. სტიპენდიანტი გავხდი. იმედი მქონდა რომ მუშაობასაც მალე დავიწყებდი.
ყველაფერი კარგად იყო გარდა ერთისა, ლევანი ნელ-ნელა მშორდებოდა. ისეთი აღარ იყო როგორც ადრე. სითბოს იჩენდა ჩემს მიმართ, მაგრამ ეტყობოდა რომ ამ სითბოს სხვასაც უყოფდა. თავი მოვიტყუე , არა ასე არ იქნება მეთქი.
უნივერსიტეტის გარდა სხვა გატაცებით ვიყავი დაკავებული. არქეოლოგთა კლუბში ვიყავი გაწევრიანებული. მათთან ერთად ხშირად დავდიოდი სხვადასხვა გათხრებზე. მეც მათსავით ვცდილობდი ჩავწდომოდი მიწის სიღრმეში დამალულ სამყაროს. სამდღიანი გასვლა გვქონდა კახეთში. ლევანიც თან წავიყვანე. ყველაზე სასიამოვნო დღეები იყო. მასთან ერთად ვიჯექი დილის 5საათზე და ხელიხელ ჩაკიდებულები ერთად ვუყურებდით დათოვლილ კავკასიონს. ამ დღეების შემდეგ ჩვენს შორის სიცივის კედელი აღიმართა. არც მიცდია გამერკვია რისი ბრალი იყო. რადგან დარწმუნებული ვიყავი სხვა გოგოსადმი იყო გატაცებული. მასთან რამდენიმე კვირა ურთიერთობა აღარ მქონია. არც დავგრუზულვარ მისი სიცივის გამო. ეს ალბათ იმიტომ რომ მის გარდა სხვასთანაც მქონდა ურთიერთობა თუმცა ძალიან იშვიათად ვხვდებოდი. ის მაღმერთებდა, 3 წლის მანძილზე ვუყვარდი.მისგან ვიღებდი იმ დიდ სითბოს რომელსაც ლევანი სხვას უნაწილებდა. თითქოს ახლა ბარიბარში ვიყავით. ჩემი საქციელის გამო სინდისაც არ შევუწუხებივარ...
2 კვირის მერე თავად მომწერა სად დაიკარგეო. პასუხი არ გავეცი. მიხვდა რაშიც იყო საქმე. მაგრამ არამგონია ამის გამო სინდისს შეეწუხებინა. ორი წუთით წარმოვიდენდი მის გარეშე თუ გავძლებდი. რეაქცია არ მქონდა, მის გარეშეც ასე ვცხოვრობდი და ახლაც ასე იქნება მეთქი ვიიმედებდი თავს...