Oct 9, 2012

ნეონოფობია

ჩემი ბლოგი ძალიან მენატრება. ობოლი და მარტოსული გახდა, მივაგდე უპატრონოდ. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც მაქვს იმდენი დრო რომ მისით ტკბობა  მაინც მოვასწრო  თუნდაც რამდენიმე წამის მანძილზე. ახლა თითები თავისით მოძრაობენ, გონებით ვეღარ ვფიქრობ რას ვწერ. რა უნდა დავწერო, თუმცა იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი , დასაფიქსირებელი, არვიცი საიდან დავიწყო.  აგვისტოს შვებულების მერე სექტემბერი იმდენად დამღლელად გავიდა ვფიქრობდი ისევ შვებულება მესაჭიროებოდა, თუმცა როგორც იქნა იმ 30 მა დღემაც გაიარა და ოქტომბერში განვადება დავასრულე. ახლა ჩემი ლეპი სრულყოფილა ჩემია. მანქანის ფულს კი ყოველთვე + 100 ლარი დაემატება ზედმეტად. ახლა ყველაზე მეტად ველი გაზაფხულის მოსვლას, მარტში  ან აპრილში ახდება ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება, ალბათ სანუკვარი იმიტომ, რომ მას მერე რაც ჩემმა გონებამ გამჭრიახობა შეიძინა  მანქანა უპირველეს ოცნებად გადაიქცა. ახლა კი რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი რეალობაში მოვა. ჩემი ხელფასით, ჩემი ნაშრომი ფულით ჩემს ოცნებას ავიხდენ, რამაგარია!!
ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, ბევრიც მგულშემატკივრობს, მაგრამ ორივე ტიპის ადამიანები მაინც ჩემს გვერდით არიან. ბევრსაც ამით მინდა დავუმტკიცო რაღაც-რაღაცეები, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც ჩემი მე მინდა გავახარო ამ ყველაფრით.
ამ ამბებმა ბევრ რამეში მოტივაცია გამიზარდა, ზოგიერთშიც დამიკლო. წელს უნი გაცილებით მონდომებულად დავიწყე, გაცილებით მოტივირებული ვარ. თითქმის ყველაფერში ვიცი რამინდა, და ავტომატურად იგეგმება ჩემი ცხოვრებაც. თუმცა ყველა მეჩხუბება, ზედმეტად დიდი დროის გეგმები გაქვს,, მიკვირს ეგრე როგორ ცხოვრობ და ა. შ მაგრამ მათ ის არ ესმით რომ ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა, რისთვის იბრძვი, მე ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული მაქვს  და ღმერთს მადლობა რომ ამის ასრულების შანსი მაქვს. 2012 წლის ერთ-ერთი უმთავრესი გეგმა ლეპის ყიდვა შესრულებულია. მაგრამ მეორე და ასევე ძირითადი - პრავის აღება ჯერ მოტივაციას ელის, რომელიც ალბათ მანქანის ყიდვის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს.  მანქანის ყიდვის შემდგომ მესამე ძირითად ოცნებასაც ავიხდენ - ფოტოაპარატი -canon 600d   არვიცი ისევ განვადებით თუ ნაღდზე შევიძენ მაგრამ ეს სამი რაღაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, შვილებივით იქნებიან.


ქუსლოჩკებიც აქტიურ ადგილს დაიკავებს ჩემს ცხოვრებაში, სამსახურში ისე მივეჩვიე მაღლებით სიარულს, მეპრაქტიკულება უკვე კიდევაც. 
ვფიქრობ 2013 წელი ბევრი საინტერესო მომენტებით იქნება დატვირთული, სასიამოვნო წელი იქნება იმედია.  
სიახლე იქნება ჩემი  ოთახისთვისაც -რომელიშიც ახლა საოცარი ქაოსი სუფევს,  მყუდრო და ნათელი ოთახი მინდა, გოგოშკური. ჩემი ამ სახლში ყოფნის მანძილზე რომ არ მომწყინდეს. ლოგინი შევარჩიე უკვე ემბავუდში, დაბალი და 1 კაცისთვის შესაფერისი ლოგინი მინდა. მაგრამ ჩემი ლოგინი ისე მიყვარს მენანება ამაზე უარის თქმა.  მოკლედ ველი ჩემს 21-ე დაბი დუბის და ბევრ ბევრ სასიხარულო წუთებს <3
ამ ბოლო პერიოდში Neon ფერებისადმი მიდრეკილება გამიჩნდა. ჩემს აქსესუარებში შეინიშნება უკვე სალათისიფერი კაბა, ფრენჩი, ქამარი, საყურე და ა.შ  დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემს მანქანასაც დისკები ჰქონდეს ზუსტად იგივე ფერის, თან ვერცხლის ფერს ძალიან უხდება და უზომოდ მომწონს.
არა გოგოშკურია, მომწონს
ძალიან მომწონს ასევე ფრენჩიც, თან ძალიან უცხოა, თითქმის არავიზე არ შემინიშნავს მსგავსი  მანიკურობა.


მოკლედ სრული ნეონოფობია მჭირს.

Sep 7, 2012

2012


                     
 მთელი  წელი ველოდებით ზაფხულს, ზაფხულში ივლისს ან აგვისტოს, და შემდგომ უკვე შვებულებებს, სამწუხაროა ის  რომ ეს შვებულება მხოლოდ 1 კვირა  გრძელდება, მაგრამ ამ 1 კვირის მანძილზე მაინც მაქსიმალურად ცდილობ განიტვირთო იმ ყოველდღიურობისგან, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვაქვს ალბათ ცხოვრებაში. მებედნიერება, იმიტომ რომ წყლის ნაპირას ვზივარ და ვწერ პოსტს, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა დავწერო და  ჩემი ბევრი  ამბებიც დავწერო. მახალისებს , მამშვიდებს და სიამოვნებას მანიჭებს წყლის ტალღების ხმა, პლიაჟზე არავინ არის და ამ სიმშვიდესაც არავინ მირღვევს, მერე რა რომ   მზე მენატრება, მერე რა რომ ყოველ წამს ნანობ, რომ უფრო თბილი ტანსაცმელი უნდა ჩაგედო, სამაგიეროდ არის ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც შენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება და მათი გახსენება ყოველთვის  ღიმილს მოგგვრის სახეზე.


ახლა კი როდესაც უკვე გავიდა ჩემი დასვენებები და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრების რიტმს, ყველაფერმა ერთფეროვანი სახე მიიღო, ნელ ნელა სიმწვანეს ვემშვიდობები,  რამდენიმე კვირაში ფოთოლცვენ დაიწყება და გაზაფხულის მოლოდინში ვიქნები ისევ. ახლა უფრო ორმაგად ველი გაზაფხულს,რადგან  ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ -პიპო მეყოლება. ჯერჯერობით ისევ ყველა სკეპტიკურად უყურებს ამას, მექნება ახალი საცხოვრებელი ოთახი ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი გემოვნებით შექმნილი და მექნება ქენონის ფოტოაპარატი, და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს განკარგულებაში იქნება.

 რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტს ვიწყებ, უკვე მესამე კურსზე გადავედი და ისე სწრაფად გავიდა ეს ჩემი 2 წლიანი სტუდენტობის წლები რომ ჯერ კვლავ სკოლის მოსწავლე მგონია თავი, ისე მალე გადის ჩემი ცხოვრების დღეები, რომ ვერც კი ვაანალიზებ თითოეულ დღეს. ვატყობ რომ წერის მუღამი მაქვს ჩაკლული , არადა იმდენი რამ დამიგროვდა დასაწერიი, წერა მენატრება საერთოდაც, :((

Jul 1, 2012

ზაფხული

წარმატებული სამუშაო თვის მერე +2 დღე მაქვს დასასვენებლად, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ დასვენებას, როცა 120 გამოცდის საკითხი გაქვს სასწავლი,  3 გამოცდის ბილეთი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მაქვს. არადა ისეთი სიზარმაცე მჭირს მაგასთან დაკავშირებით, მიდევს გვერდით კონსპექტები,  ავიღებ წავიკითხავ დავდებ. ძალიან მინდა მალე მორჩეს ეს უნივერსიტეტისეული დღეები, რომ მერე არხეინად ვიყო ის 2 თვე, რომელიც წინ მელოდება. შვებულების 7 დღე წინ მაქვს მაგრამ არ ვიცი სად როდის როგორ გავატარებ, არ მინდა სოფელში არც სახლში, რამე საინტერესო ერთი კვირა მინდა მქონდეს. სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში  ან სადმე მსგავს ადგილას, მაგრამ ამჟამად ჩემთვის დასვენებაზე მეტად ჩემი  მომავალი მანქანის ამბებია  წინა პლანზე. რესპუბლიკის ბანკში ანაბარი გავხსენი და თითქმის მთელი ხელფასი იქ შემაქვს, რამდენიმე თვე ასე ვთქვათ ვჟოშკობ, ჩემს 21-ე დაბი დუბის მანქანის სიგნალებით უნდა შევხვდე :)), მე-20 დაბ დღეზე ლეპტოპი ჩავიხუტე, ახლა მანქანის ჯერია, მესამე ადგილას ფოტოაპარატი დგას, სავარაუდოდ canon 600d. ორივე მინდა აუცილებლად 2013 წლის ბოლომდე მოესწროს,  ჩემი სამი ძირითადი ოცნება ასრულდება ალბათ მაგით, და შემდგომ წვრილ-წვრილი სურვილების ასრულებას დავიწყებ. რამდენი რაღაც მაქვს დაგეგმილი, ჰმმმ სანამ დროა, სანამ გული გულობს  სჯობს ყველაფერი ავისრულო. :) 
პრავას რაც შეეხეება ჯერჯერობით მისი აღების მოტივაცია ძალზედ დაბალია, ამიტომ დიდად არ ვდარდობ, როცა მანქანის ყიდვის დრო მოახლოვდება აუცილებლად ავიღებ.
იმდენად ვარ ჩაბმული ამ ოცნებებში, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გადამავიწყა , რაღაც-რაღაცეები უფრო მარტივად აღმაქმევინა კიდეც, და წუწუნისათვის და მსგავსი პრობლემებისათვის ნაკლები დრო დამიტოვა.
ძალიან მინდა ყველაფერი იმაზე მალე მოხდეს ვიდრე ეს  ჩემს გეგმებში ზის, :)




Jun 7, 2012

ლომისობა 2012

ურაა, როგორც იქნა ოცნება ამისრულდა, სწორედაც რომ, ამისრულდა ძალიანნ  დიდი ხნის ნატვრა, თუ სურვილი, ადრე ყოველთვის რაღაც პრობლემები მიშლიდა ხელს, ხან სკოლის გამოცდები ხან უნივერსიტეტის, წელს ყველაფერი დავიკიდე და  დიდი ხნით ადრე დავიჭირე თადარიგი წასვლაზე. 

წასვლის წინა საღამოს, მაღვიძარა დავაყენე თუმცა ჩართვა დამვიწყებია, არადა დიდისამბით დავდე ბალიშზე თავი დასაძინებლად, დილით 5-ს აკლდა 1 წუთი რომ წამიერად გამეღვიძა ტელეფონს დავხედე და მაღვიძარა რომ არ ეხატა შემეშინდა, და ამავე დროს გამიხარდა კიდეც,რომ დარჩენას გადავურჩი. მაშინვე წამოვხტი ჩავიცვი და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარი, ჩემი და ცაბოს მისვლა კაკრას რომ ერთი იყო, ნელ-ნელა სხვებიც მოვიდნენ და ამასობაში  სხვა საჭირო ნივთების ყიდვას შევუდექით, 2 ვე მარშუტკაც მალე ადგილზე გაჩნდნენ და ადგილები დავიკავეთ. ჯერ მეორე მარშუტკა გავიდა, ჩვენ კი ერთი  მონაწილის მოსვლას ველოდებოდით, რომელმაც 30წუთზე მეტი დააგვინა. რასაკვირველია ყველამ უკმაყოფილება გამოვხატეთ და მის ჩასაქოლად მოვემზადეთ, თუმცა მაინც 2 დადებითი კი მიიღო და გადავიდა მეორე ტურში, ანუ წამოვიდა მლეთაში.



მე  მზის კრემებით შეიარაღებული წავედი.
გზად  ერთ-ერთ ადგილას გავჩერდით 10-15 წუთით, რომ ხაჭაპურები შეგვეკვეთა, იქაური სილამაზით ცოტახანი დავტკბით და კვლავ დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. მლეთაში ჩასულებს უამრავი ადამიანი დაგვხდა, ზოგი მაშინ იწყებდა ასვლას, ზოგიც ჩამოდიოდა და ნაწილიც სუფრას შლიდა.
თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა აღმრთებზე ასვლა, იმასაც კი ვფიქრობდი რომ ვერ შევძლებდი და დარჩენის ფიქრიც გავივლე თავში, მაგრამ მაშინ მაგ დღის მთელ მუღამს გემოს ვერ გავუგებდი და ჩემი წასვლაც სრულიად უაზრო იქნებოდა. ტყემდე მიღწევა ცოტათი გაჭირდა, იქ ბევრი ადამიანი ფეხმოტეხილი ბრუნდებოდა ზემოდან, ზოგიც ტალახში იყო ამოგანგლული, არადა არც ნაწვიმი არ იყო, გამიკვირდა სად ნახეს ტალახი. 

Jun 5, 2012

მე მინდა ჩემი მე

რაც დრო გადის მით უფრო მეტი და მეტი პრობლემები  მიგროვდება. მაგალითად უნივერსიტეტი, ძალიან მეზარება ეს ფინალური გამოცდები, წელს თითქოს ზაფხულს ვერც კი შევიგრძნობ, არც კი ვიცი დასასვენებლად წასვლას მოვახერხებ თუ არა,  წესით და რიგით არ მეკუთვნის ხელფასიანი შვებულება. არადა ვგრძნობ რომ ნელ-ნელა შინაგანად ფუტურო ხესავით ვხდები, ემოციებისგან საგრძნობლად დაცლილი ვარ, ხანდახან მინდა ვიტირო და ცრემლებსაც ვერ ვღვრი. ხალხთან ურთიერთობამაც საგრძNობლად დამღალა, ყველაზე ძნელია გქონდეს ყოველდღიურად უამრავი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ყველას ხასიათი და ტიპი უნდა გაითავისო და მათსავით მოიქცე. 

 ცოტა არ იყოს და ერთფეროვნებამაც დამღალა, ვერ ვიცლი რომ სახლი-უნივერსიტეტი-სამუშაოს გარდა სხვა რამითაც დავკავდე. მომენატრა შინაურული ხალხმრავლობა, მეგობრებთან ერთად შეკრება და ბევრი ბევრი ჭორიკნობები.
ნელ-ნელა ზაფხულის მზემაც გამოანათა და აკვა პარკის გახსნასთან ერთად რუჯის მიღების სეზონსაც გავხსნი. მზის კრემები უკვე მომარჯვებული მაქვს, წელს მინდა ვიყო ტარაკანასავით შავი, სიბნელეში რომ ვიკარგებოდე დაახლოებით ისეთი. 
 დღეიდან ვიწყებ ფულის მოგროვებას სანატრელი მანქანისთის, უკვე სიზმრებშიც კი პეჟოს ვხედავ, მმმ ძალიან მინდა მალე გავიდეს ეს 1 წელი. ჩემი გათვლებით  იქითა ზაფხულს უკვე საკუთარი მანქანით უნდა ვმოძრაობდე. პრავა არ მაქვს ჯერ, რადგან მოტივაცია ჯერ დიდი არ არის პრავის აღების, ძალიან ბევრჯერ დავიწყე სწავლა მაგრამ შუა გზაში მივატოვე, როდესაც მანქანის ყიდვის დრო მოახლოვდება ეს მოტივაცია გაცილებით ამაღლდება ალბათ. 
ხვალინდელ დღეს სულმოუთმენლად ველი, ამიხდება ერთ-ერთი ოცნება, რომლის განხორციელებასაც უკვე 3 წელია ველი, თუმცა ყოველ წელს რაღაც პრობლემა მხვდებოდა, წელს ყველაზე მეტად მიზანმიმართული, ვარ სწორედ ამიტომაც  მინდა ლომისობას მლეთაშ წასვლა და იქნება კიდეც ასე. ჯაჭვთან რამდენად მივაღწევ ეს მეორე საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ იმ ადგილას დავდგა ფეხი სადაც მთელი სული და გული მრჩებოდა ყოველ ლომისობას.






May 30, 2012

Ok -ის ბოულინგობა

26 მაისიდან 29მაისამდე ჩვენს მაღაზიებში საკმაოდ კარგი ფასდაკლებები იყო, შესაბამისად ხალხიც ბევრი იყო და დამღლელი დღეების რაოდენიბაც გაიზარდა, გამომდინარე აქედან ჩვენმა უფროსობამ გადაწყვიტა თავისი თანამშრომლები გაემხნევებინა და ბოულინგ კლუბში დაგვპატიჟა, სადაც შეჯიბრთან ერთად მინი ფურშეტითაც გაგვიმასპინძლდნენ.

სიმართლე გითხრათ ბოულინგი პირველად ვითამაშე და საკმაოდ დიდი სიამოვნებაც მივიღე, ჯერ თავიდან მოთელვებს გავდიოდით, წამყვანიც თამაშის წესებს გვაცნობდა, მოგვიანებით შეჯიბრზეც გადავედით, მეპირველ პარტიაში ბოლოდან მეორეზე გავედი :D  ნუ, ჩვენს მენეჯერს ვაჯობე, :)))) სასუსნავების თანხლებით გემრიელად ვთამაშობდით ყველანი.

სხვა მაღაზიების ბავშვები OKის მაისურებით იყვნენ მოსულები, მაგრამ ისიც გვეყო რა 10-8მდე გვაცვია, მეტიჩრობა იყო ნამეტანი. საბოლოო ჯამში,  გამოვლინდა გამარჯვებული, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, რომლებმაც მედლები და სამხსოვრო პრიზები აიღეს. დღის ბოლოს, ყველანი ფრიად ნასიამოვნებები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოად დანგრეული ვარ და თითქმის ყველა კუნთი მტკივა ამ სიამოვნებად ღირდა. მე ბოულინგის მუღამში ვარ დღეიდან უახლოეს ხელფასზე აუცილებლად ვესტუმრები კვლავ. 



ბოულინგის შემდგომ რასაკვირველია ყველანი დავიშალეთ, სამწუხაროდ ჩემს რამდენიმე თანამშრომელს და მეგობარს ავარია მოუვიდათ რიყეზე გვირაბში, ამჟამად ყველანი კარგად იმყოფებიან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მანქანა გაკეთებას აღარ ექვემდებარება ყველაფერი რიგზეა, და ბავშვებიც შოკური მდგომრეობიდან ნელ-ნელა გამოდიან. დღევანდელი დღე მათ გამო ძალიან ცუდად ვიყავი, ყველა ძალიან მიყვარან!

Apr 27, 2012

Laptop Accessories

ამ თვეში ხელფასის გარკვეული ნაწილი ჩემს ლეპტოპუკას მოვახმარე, ვიყიდე როუტერი და ახლა  wi-fi  მაქვს სახლში, რაც საკმაოდ პრაქტიკული და მოსახერხებელია.
დღეს ავიღე იბეიდან გამოწერილი ლეპტოპის სკინი, რომელი 8 $ დაჯდა თავის მგზვრობიანად, ძალიან მშვენობს ჩემს ლეპტოპს,


ჩემი ლეპი გარედან 

გარდა ამისა თავისი ჩასაცმელიც გამოვიწერე, ანუ ჩანთა, რომელიც ხვალ უკვე ხელთ მექნება, და ისიც ძალიან საყვარელია.


მოკლედ, მგონი აღარაფერი დამრჩა ლეპისთვის საყიდელი, მაისსში სხვა სურვილების ასრულების დროა,  :)